რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 19
-
შეკითხვა #1832 © მაქსიმ კარაჩუნი
ფრანგულ-ბრიტანულ კომედიას ორი უმაქნისი სუპერ-აგენტის შესახებ ეწოდება "საპირფარეშო" დაასახელეთ რა არის შეცვლილი სიტყვით "საპირფარეშო".
პასუხი: ორი ნული, 00 კომენტარი: ორი ნულით აღინიშნება როგორც საპირფარეშო, ისე ლიცენზია მკვლელობაზე. წყარო: www.kinopoisk.ru/level/1/film/61176/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1832პასუხი -
შეკითხვა #1831 © ირაკლი გუნია
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ნიუ-ორლეანში მეძავები იყენებდნენ ამ მცენარის სუნამოს. აქედან ერთი ვერსიით წარმოსდგება ცნობილი სიტყვის ეტიმილოგია. დაასახელეთ ეს მცენარე.
პასუხი: ჟასმინი კომენტარი: ეს სიტყვაა ჯაზი, რომლის სამშობლო ნიუ-ორლეანია. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Jazz_(word)#False_leads პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1831პასუხი -
შეკითხვა #1830 © ირაკლი გუნია
1936 წელს უნგრელმა ებრაელმა ემიგრანტმა ტივადარ შვარცმა აიღო ახალი გვარი იმგვარად, რომ პალინდრომი გამოსულიყო. მისი შვილი დიდი ხანია ჟურნალ ‘ფორბსის’ ათეულშია. დაასახელეთ შვილის სახელი და გვარი.
პასუხი: ჯორჯ სოროსი კომენტარი: Soros პალინდრომია. ჟურნალი ფორბსი ცნობილია თავისი უმდიდრეს ადამიანთა სიით. წყარო: en.wikipedia.org/wiki/George_Soros#Personal_life პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1830პასუხი -
შეკითხვა #1829 © ირაკლი გუნია
1959 წლის ცნობილი ფილმის თავდაპირველი სახელწოდება იყო „ადამიანი ლინკოლნის ცხვირში“. დაასახელეთ ღირსშესანიშნაობა, სადაც ვითარდება მოქმედება ამ ფილმის ფინალში.
პასუხი: მთა რაშმორი კომენტარი: საუბარია ჰიჩკოკის ფილმზე „ჩრდილოეთი ჩრდილო-დასავლეთით“ წყარო: en.wikipedia.org/wiki/North_by_Northwest#Origins პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1829პასუხი -
შეკითხვა #1828 © ალექსანდრე ჩიჟოვი
ფედერიკო გარსია ლორკას ლექსში ხე თხოვს ხისმჭრელს მოჭრას იქსი, რათა მან ვერასოდეს დაინახოს თავისი სიშიშვლე. ლექსში "იქსი" გიიომ აპოლინერი ახსენებს მელანს, რომლითაც წერს მზე. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.
პასუხი: ჩრდილი წყარო:- ерико Гарсия Лорка. Песня хочет стать светом. - СПб: "Азбука-классика", 2006. - С. 131
- lit.peoples.ru/poetry/giyom_appoliner/poem_9797.sh
პასუხი -
შეკითხვა #1827 © ირაკლი გუნია
1993 წელს სომალიში მომსახურე ამერიკელი ჯარისკაცები თავის მონოტონურ ყოველდღიურ სამუშაოს უწოდებდნენ მცირე ხნის წინ გამოსული ნაწარმოების სახელს. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.
პასუხი: ზაზუნას დღე წყარო: en.wikipedia.org/wiki/Groundhog_Day_(film) პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1827პასუხი -
შეკითხვა #1826 © ირაკლი გუნია
1980-იან წლებში ანტიალკოჰოლური კამპანიის გამო მიხაილ გორბაჩოვს მეტსახელად ეძახდნენ გენერალურ მდივანს. წინა წინადადებაში ერთ სიტყვაში ორი ასო არის შეცვლილი. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ვარიანტით.
პასუხი: მინერალური კომენტარი: 1980-იან წლებში ანტიალკოჰოლური კამპანიის გამო მიხაილ გორბაჩოვს მეტსახელად ეძახდნენ მინერალურ მდივანს. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%90%D0%BD%D1%82%D0%B8%D0% პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1826პასუხი -
შეკითხვა #1825 © ირაკლი გუნია
1832 წელს ამ ბრიტანელ მეცნიერს მიენიჭა ოქსფორდის პროფესორის ხარისხი და ამიტომ მეწამულ მანტიაში გამოწყობილი უნდა წარედგინათ მეფისთვის. როგორც სარწმუნეობით კვაკერს მას არ ჰქონდა ასეთი ტანისამოსის უფლება. ვითარება იხსნა მისმა დაავადებამ. დაასახელეთ ამ მეცნიერის გვარი.
პასუხი: [ჯონ] დალტონი კომენტარი: მან ვერ გაარჩია მეწამული ფერი. წყარო: books.google.ge/books?id=6RhTWSppWv8C&pg=PA76& პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1825პასუხი -
შეკითხვა #1824 © ირაკლი გუნია
დემობილიზაციის შემდეგ იგი სოხუმში დასახლდა. თუმცა აფხაზეთის კონფლიქტის დროს იძულებული იყო მშობლიური სახლი დაეტოვებინა და მოსკოვში გადასახლებულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც. როგორც ამბობენ ჩინებული თამადა ყოფილა და საყვარელი სადღეგრძელოც ჰქონია: „ჰიტლერს გაუმარჯოსო“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მისი სახელი და გვარი.
პასუხი: მელიტონ ქანთარია კომენტარი: მისივე თქმით ჰიტლერს იმიტომ ადღეგრძელებდა, რომ არა ჰიტლერი მელიტონ ქანთარიას ვერავინ გაიცნობდა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1824პასუხი -
შეკითხვა #1823 © მაქსიმ კარაჩუნი
ავტომობილის ტექნიკური მაჩვენებლების ერთი უხარისხო თარგმანის თანახმად, მანქანის საჭე აღჭურვილია მითიური არსებით. დაასახელეთ ეს მითიური არსება.
პასუხი: ჰიდრა კომენტარი: "საჭის ჰიდროგამაძლიერებელი" თარგმნეს, როგორც "საჭის გაძლიერებული ჰიდრა" წყარო: obojdi.ru/post136780905/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1823პასუხი -
შეკითხვა #1822 © ალექსანდრ ბრუტერი
ბლიცი:
1) ერთი დეტექტიური მოთხრობის გმირი ცდილობს გააქარწყლოს ხმები, თითქოს მისი კლიენტი მკვლელია. თუმცა ეს ხმები უფრო მრავლდება. დაასახელეთ ამ ნაწარმოების სათაური.
2) ერთი დეტექტიური მოთხრობის გმირი ცდილობს ბინძური ხმებისგან დაიცვას ცნობილი პოლიტიკოსის სახელი, რომელსაც პრესიდან მხილება ემუქრება. დაასახელეთ ამ ნაწარმოების სათაური.პასუხი: 1) ლერნეს ჰიდრა; 2) ავგიას თავლა კომენტარი: ამ მოთხრობების მთავარი გმირია ერკიულ პუარო. კრებულს ‘ჰერაკლეს გმირობები’ პუაროს ყველა საქმეს გმირობა შეესაბამება. წყარო: flibusta.net/b/29809/read პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1822პასუხი -
შეკითხვა #1821 © ანტონ ჩერნინი
2010 წლის 30 დეკემბერს პეტერბურგში სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა ‘ბონი ემის’ სოლისტი ბობი ფარელი. გაზეთმა ‘დეილი მეილმა’ ნეკროლოგში პირველად მოიხსენია ადამიანი, რომელიც იმავე ქალაქში დაიღუპა თითქმის ასი წლის წინ. დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: რასპუტინი კომენტარი: "ბონი ემის" ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერას ეწოდება "რასპუტინი" წყარო: www.izvestia.ru/comment/article3150483/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1821პასუხი -
შეკითხვა #1820 © ირაკლი გუნია
პეტრე პირველს დიდი ძალისხმევა დასჭირდა აეღო მცირე ზომის ციხე-სიმაგრე ნოტებურგი, რომელსაც მეტსახელად ორეშკას ეძახდნენ. გადმოცემით, აქედან წარმოსდგება ერთი იდიომა. დაასახელეთ ეს იდიომა.
პასუხი: კერკეტი კაკალი წყარო: books.google.ge/books?id=aV-BGNNDM2cC&pg=PA17& პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1820პასუხი -
შეკითხვა #1819 © მაქსიმ კარაჩუნი
ერთ სტატიაში, რომელშიც საუბარია დაბალსართულიანი სახლების ბლოკებით სწრაფ მშენებლობაზე, ნახსენებია 1932 წელს დაარსებული კომპანია. დაასახელეთ ეს კომპანია.
პასუხი: ლეგო კომენტარი: ბლოკებით სახლის მშენებლობა შედარებულია ლეგოს კონსტრუქტორთან. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1819პასუხი -
შეკითხვის ავტორი ინტერნეტში გადააწყდა რასისტულ კითხვა-პასუხს. შეკითხვა ჟღერდა შემდეგნაირად: „მანქანაში სხედან მექსიკელი, შავკანიანი და პუერტო-რიკოელი. ვინ ატარებს მანქანას?“. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ პასუხი, რომელიც ჰქონდა მიწერილი შეკითხვას.
პასუხი: პოლიციელი წყარო: 9gag.com/gag/432095 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1818პასუხი