თბილისის 43-ე ჩემპიონატი
III ტური
ჩელენჯ-ლიგა
30 ოქტომბერი, 2011
-
მისი მოსახლეობა 50 000 ადამიანს აჭარბებს, მისი ფართობი კი - 2 166 086 კვადრატული კილომეტრია. ჩვენ არ გეკითხებით, თუ რა ქვია მას. დაასახელეთ ფილმი, რომელშიც მის გატანას მოითხოვენ.
პასუხი: ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი კომენტარი: საუბარი იყო გრენლანდიაზე ბმული: http://moazrovne.net/q/1804პასუხი -
შეკითხვა #1805 © მაქსიმ პატაშოვი
მასზე შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ დაბადებაზე ადრე დაიბადა. ვისზეა საუბარი?
პასუხი: იესოზე. კომენტარი: სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში იესოს დაბადების თარიღად ძველი წელთაღრიცხვით 7-2 წლებია მითითებული. ანუ ქრისტე ქრისტეშობამდე დაიბადა. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Jesus ბმული: http://moazrovne.net/q/1805პასუხი -
სარეკლამო ჭრების დროს მკვეთრად იზრდება ქალაქის ამ კომუნალური ქსელის დატვირთვა. რა ქსელზეა საუბარი?
პასუხი: კანალიზაციაზე. ბმული: http://moazrovne.net/q/1806პასუხი -
ერთ-ერთი ვერსიით, ამ სიტყვის წარმოშობა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ XIX საუკუნეში ამერიკელ ჯარისკაცებს ეცვათ მწვანე უნიფორმა. დაასახელეთ ეს სიტყვა.
პასუხი: გრინგო კომენტარი: ამ ვერსიით, მექსიკელები ყვიროდნენ "Green go!" (“მწვანეებო, წადით”) წყარო: en.wikipedia.org/wiki/Gringo#United_States_Army ბმული: http://moazrovne.net/q/1807პასუხი -
ვიკიპედიის პაროდიის, ანციკლოპედიის მიხედვით, ჰიპებს მოსწონდათ მწერალ ლავკრაფტის შემოქმედება და და სძულდათ თამაში ვორკრაფტი. დაასახელეთ, უნციკლოპედიის თანახმად, როგორ ჟღერდა, მათი ერთ-ერთი ლოზუნგი.
პასუხი: Make Lovecraft, Not Warcraft კომენტარი: და არა Make Love, Not War. წყარო: uncyclopedia.wikia.com/wiki/H._P._Lovecraft ბმული: http://moazrovne.net/q/1808პასუხი -
ჟურნალ “გლამურის” მიხედვით, ოდრი ჰეპბერნის პატარა შავი კაბა არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი X. დაასახელეთ დაახლოებით ძვ. წ. 570 წელს დაბადებული ადამიანი, რომელიც აგრეთვე შეიძლება ამგვარად მოვიხსენიოთ.
პასუხი: პითაგორა კომენტარი: ჟურნალ “გლამურის” მიხედვით, პატარა შავი კაბა არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამოსელი. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1809პასუხი -
მაჰათმა განდის აზრით არ შეიძლება იმსჯელო ადამიანზე მხოლოდ მისი გარეგნობით და მოუწოდებდა ყველას მაგალითი მისგან აეღოთ. დაასახელეთ მაგალითის ვისგან აღებას მოუწოდებდა მაჰათმა განდი.
პასუხი: თემიდა ბმული: http://moazrovne.net/q/1810პასუხი -
იდუმალ კონდოლიზა რაისს, ჟურნალისტმა კლაუს ბრინკბაუმერმა უწოდა “იქსი ვაშინგტონიდან”. ერთ-ერთ სიტყვაში ჩვენ გამოვტოვეთ სამი ასო. აღადგინეთ სიტყვის თავდაპირველი ვარიანტი.
პასუხი: სფინქსი. (სფინქსი ვაშინგტონიდან) ბმული: http://moazrovne.net/q/1811პასუხი -
დაასრულეთ გ.გ. მარკესის სიტყვები: „ადამიანს ასე ძალიან იმიტომ უყვარს ერთჯერადი ნივთები, რომ...“
პასუხი -
1904 წელს ამ პროდუქტის ექსპორტიორს, სახელად ტომას სალივანს აზრად მოუვიდა მისი სტანდარტული შეფუთვის, თუნუქის ქილების შეცვლა აბრეშუმის პატარა ტომსიკებით. მალე რამდენიმე კლიენტმა პროდუქტის გამოყენება გაუხსნელად დაიწყო. რისი ექსპორტიორი იყო ტომას სალივანი?
პასუხი -
პეტერბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში 50 მედდას ჩაუტარეს ბაქტერიოლოგიური კვლევა. ერთ-ერთ ხელზე დიდი რაოდენობით ბაქტერიები აღმოაჩნდა ოც მათგანს, მეორე ხელზე კი - მხოლოდ ერთს. რა აეკრძალათ ამის შემდეგ მედდებს?
პასუხი: ნიშნობის ბეჭდების ტარება. ბმული: http://moazrovne.net/q/1814პასუხი -
მადაგასკარზე აწარმოებენ თხელ, ოქროსფერ განსაკუთრებულ ქსოვილს. მის წარმოებას საფუძველი ფრანგმა მისიონერმა დაუდო, რომელმაც შემთხვევით აღმოაჩინა „სახელოსნო“, სადაც 30 000-მდე „მქსოველი“ მუშაობდა. დღეს ასეთი რამდენიმე სახელოსნო არსებობს. რაში მდგომარეობს ამ ქსოვილის განსაკუთრებულობა?
პასუხი: ქსოვილი სინამდვილეში ობობას ქსელია ბმული: http://moazrovne.net/q/1815პასუხი -
ორი აკლდამა, ორი ქანდაკება, ბაღი, ტაძარი და სანავიგაციო აგრეგატი. რას წარმოადგენენ ისინი ერთად?
პასუხი: მსოფლიოს 7 საოცრებას. კომენტარი: ხეოფსის პირამიდა, ბაბილონის დაკიდული ბაღები, ეფესოს ტაძარი, ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში, ჰალიკარნასის მავზოლეუმი, როდოსის კოლოსი და ალექსანდრიის შუქურა ბმული: http://moazrovne.net/q/1816პასუხი -
პეტრე პირველს ძლიერი სამხედრო ფლოტის შექმნა სურდა, ამიტომ მშენებლებს ის საფასურს იმის მიხედვით უხდიდა, თუ რამდენი იქსი იყო ხომალდზე. რა არის იქსი?
პასუხი: ზარბაზანი. ბმული: http://moazrovne.net/q/1817პასუხი -
შეკითხვის ავტორი ინტერნეტში გადააწყდა რასისტულ კითხვა-პასუხს. შეკითხვა ჟღერდა შემდეგნაირად: „მანქანაში სხედან მექსიკელი, შავკანიანი და პუერტო-რიკოელი. ვინ ატარებს მანქანას?“. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ პასუხი, რომელიც ჰქონდა მიწერილი შეკითხვას.
პასუხი
- პაკეტის კომენტარები: