რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 21
-
"Young and easily freudened".
თქვენს წინაშეა ჯეიმს ჯოისის რომან “ფინეგანის სამძიმარიდან” ამოღებული ფრაზა, რომელიც აღწერს ფსიქიკური პრობლემების მქონე გოგონას. ფრაზაში ერთ-ერთ სიტყვას კითხვის ავტორმა ჩაუმატა ასო. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ვარიანტით.პასუხი: Yung კომენტარი: ჯოისმა გამოიყენა სიტყვათა თამაში. Young-ის (“ახალგაზრდა”) ჩაწერა Yung, frightened (“შეშინებული”) მაგივრად ჩაწერა freudened. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1802პასუხი -
ერთ-ერთი პირველი საერთო მოხმარების სატელეფონო ავტომატები 1881 წელს დაამონტაჟეს ბერლინის ცენტრში. ეს აპარატი სულ ორი ცალი იყო და მათი გამოყენება უფასოდ შეიძლებოდა. სულ მალე ორივე ტელეფონი გააუქმეს 48 ადამიანის მოთხოვნით. ვინ იყვნენ ეს ადამიანები?
პასუხი: საკუთარი ტელეფონების მფლობელები კომენტარი: მათ მობეზრდათ გამუდმებული ზარები ცნობისმოყვარე გამვლელებისგან პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1801პასუხი -
ერთი თანამედროვე ამერიკელი მხატვრის ტილოზე გამოსახულია ჭადრაკის ოთხი, სხვადასხვა ფერის ერთი და იგივე ფიგურა. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ტილოს სათაური სამი სიტყვით.
პასუხი: აპოკალიფსის ოთხი მხედარი წყარო: www.johnworldpeacecontemporaryartgalleryusa.com/4h პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1800პასუხი -
ვალენტინ დუბინინის კარიკატურაზე კომპიუტერის კლავიატურის ერთ-ერთ კლავიშს სახლის ფორმა აქვს. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ერთი სიმბოლოთი, თუ ვინ ან რა ცხოვრობს ამ სახლში.
პასუხი: @ კომენტარი: კლავიშს „2/@“ სახლის ფორმა აქვს პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1799პასუხი -
ბეტმენის ასისტენტ ალფრედ პენივორტს ბრიტანული სამხედრო გამოცდილება ჰქონდა და ამასთან ერთად სამედიცინო დახმარებას უწევდა სუპერ-გმირს. დაასახელეთ ლიტერატურული პერსონაჟი, რომელსაც იგი ამგვარად ეფუძნება.
პასუხი: ექიმი უოტსონი წყარო: en.wikipedia.org/wiki/John_Watson_(Sherlock_Holmes პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1798პასუხი -
ალბუს დამბლდორის გამჭოლ მზერაზე საუბრისას როულინგი ახსენებს გვარს, რომლის გამოგონებასაც გასულ საუკუნეში ბევრი ალბათ ჯადოქრობად ჩათვლიდა. დაასახელეთ ეს გვარი
პასუხი: რენტგენი. წყარო: ჯ.კ. როულინგი - „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1797პასუხი -
ყავის მწარმოებელი კომპანიის “მაქსველ ჰაუსის” დევიზია “კარგია X-მდე”. ერთ-ერთი სპორტული მიმოხილვის მიხედვით, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მწვრთნელის დასათხოვნად ჰონდურასთან მარცხი აღმოჩნდა X. დაასახელეთ X ორი სიტყვით.
პასუხი: უკანასკნელი (ბოლო) წვეთი წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1796პასუხი -
როგორც ცნობილია, იასირ არაფატი მთელი ცხოვრება თავისზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეებს ებრძვოდა და დაგებულ საფრთხეებს გაურბოდა. დაასახელეთ 1940 წელს გამოჩენილი პერსონაჟი, რომელსაც მან რამდენიმეჯერ თავი შეადარა.
პასუხი: ჯერი კომენტარი: 1940 წელს გამოჩნდა ცნობილი ანთროპომორფული თაგვი ჯერი. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1795პასუხი -
ერთ-ერთ ბლოგზე ვკითხულობთ: მუზების მოსაზიდად და ლექსების დასაწერად X ხშირად სტუმრობდა Y-ს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც თუკი გეტყვით, რომ ისინი ერთმანეთის ანაგრამებს წარმოადგენენ.
პასუხი: ბოდლერი, ბორდელი. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1794პასუხი -
თავის მოთხრობაში ო’ჰენრი წერდა, რომ ერთ-ერთ პერსონაჟ ქალს ჰიპოტენუზის ადგილი ეკავა. დაასახელეთ ფრაზეოლოგიზმი, რომელსაც ო’ჰენრი იხსენიებს იმავე აბზაცში.
პასუხი: სასიყვარულო სამკუთხედი წყარო: О. Генри, Рассказы, М., Айрис Пресс, 2005, с. 46 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1793პასუხი -
1403 წელს ვენეციასთან მდებარე სანტა მარია დი ნაზარეთის კუნძულზე გაიხსნა განსაკუთრებული ტიპის საავადმყოფო. დაასახელეთ ბიბლიური პერსონაჟი, რომლის სახელს ატარებდა საავადმყოფო.
პასუხი: ლაზარე კომენტარი: ამ კუნძულზე გაიხსნა პირველი ლაზარეთი. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Lazaretto#Lazarettos_through პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1792პასუხი -
მას ეძახდნენ “ანგელოზს მოხრილი ფეხებით”. ბავშვობაში კი დედამისმა უთხრა, რომ იმდენ ჩიტს იჭერდა, რომ თვითონაც ჩიტად გადაიქცეოდა. მისი მეტსახელი მართლაც პატარა ჩიტს ნიშნავს. დაასახელეთ იგი.
პასუხი: გარინჩა კომენტარი: გარინჩა “პატარა ჩიტს” ნიშნავს. წყარო:- Горанский, И. В. Жизнь и смерть Маноэла дос Сантоса Гарринчи. С. 27
- en.wikipedia.org/wiki/Mané_Garrincha
პასუხი -
რის შესახებ წერდა ცნობილი ამერიკელი მწერალი ჰენრი მილერი, რომ ეს არის დაკანონებული ხერხი სახალხოდ იყვირო ის, რაც ძალიან ინტიმურად ან ძალიან სულელურად ჟღერს ნორმალური საუბრისთვის?
პასუხი: სიმღერა. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1790პასუხი -
ერთი ინტერნეტ-პორტალის თანახმად კოსმოსიდან სწორედ ეს ქალაქი ჩანს ყველაზე განათებულ წერტილად. რომელ ქალაქზეა საუბარი?
პასუხი: ლას-ვეგასზე კომენტარი: ლას-ვეგასში რეკორდულად დიდი რაოდენობითაა ნეონის განათებები წყარო: uselessinfo.newmail.ru პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1789პასუხი -
[შეკითხვაში ცვლილებაა] ვენეციის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლება ადამიანის სიმაღლის ფანჯრები (სარკმელები), რომელთა მიღმაც შუასაუკუნეებში დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში აყენებდნენ შიშველ მეძავებს. სწორედ ასე ებრძოდნენ ვენეციაში კოსმოპოლიტიზმს. საბჭოთა კავშირში კოსმოპოლიტიზმს კანონის ძალით ებრძოდნენ. რამდენიმე წლის წინ ისრაელში დააჯარიმეს ადამიანი, რომელიც კოსმოპოლიტებს ხელს უშლიდა. რა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით კოსმოპოლიტიზმი?
პასუხი: ჰომოსექსუალიზმი. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1788პასუხი