თბილისის 43-ე ჩემპიონატი
IV ტური
უმაღლესი ლიგა
6 ნოემბერი, 2011
-
შეკითხვა #1819 © მაქსიმ კარაჩუნი
ერთ სტატიაში, რომელშიც საუბარია დაბალსართულიანი სახლების ბლოკებით სწრაფ მშენებლობაზე, ნახსენებია 1932 წელს დაარსებული კომპანია. დაასახელეთ ეს კომპანია.
პასუხი: ლეგო კომენტარი: ბლოკებით სახლის მშენებლობა შედარებულია ლეგოს კონსტრუქტორთან. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1819პასუხი -
შეკითხვა #1820 © ირაკლი გუნია
პეტრე პირველს დიდი ძალისხმევა დასჭირდა აეღო მცირე ზომის ციხე-სიმაგრე ნოტებურგი, რომელსაც მეტსახელად ორეშკას ეძახდნენ. გადმოცემით, აქედან წარმოსდგება ერთი იდიომა. დაასახელეთ ეს იდიომა.
პასუხი: კერკეტი კაკალი წყარო: books.google.ge/books?id=aV-BGNNDM2cC&pg=PA17& ბმული: http://moazrovne.net/q/1820პასუხი -
შეკითხვა #1821 © ანტონ ჩერნინი
2010 წლის 30 დეკემბერს პეტერბურგში სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა ‘ბონი ემის’ სოლისტი ბობი ფარელი. გაზეთმა ‘დეილი მეილმა’ ნეკროლოგში პირველად მოიხსენია ადამიანი, რომელიც იმავე ქალაქში დაიღუპა თითქმის ასი წლის წინ. დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: რასპუტინი კომენტარი: "ბონი ემის" ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერას ეწოდება "რასპუტინი" წყარო: www.izvestia.ru/comment/article3150483/ ბმული: http://moazrovne.net/q/1821პასუხი -
შეკითხვა #1822 © ალექსანდრ ბრუტერი
ბლიცი:
1) ერთი დეტექტიური მოთხრობის გმირი ცდილობს გააქარწყლოს ხმები, თითქოს მისი კლიენტი მკვლელია. თუმცა ეს ხმები უფრო მრავლდება. დაასახელეთ ამ ნაწარმოების სათაური.
2) ერთი დეტექტიური მოთხრობის გმირი ცდილობს ბინძური ხმებისგან დაიცვას ცნობილი პოლიტიკოსის სახელი, რომელსაც პრესიდან მხილება ემუქრება. დაასახელეთ ამ ნაწარმოების სათაური.პასუხი: 1) ლერნეს ჰიდრა; 2) ავგიას თავლა კომენტარი: ამ მოთხრობების მთავარი გმირია ერკიულ პუარო. კრებულს ‘ჰერაკლეს გმირობები’ პუაროს ყველა საქმეს გმირობა შეესაბამება. წყარო: flibusta.net/b/29809/read ბმული: http://moazrovne.net/q/1822პასუხი -
შეკითხვა #1823 © მაქსიმ კარაჩუნი
ავტომობილის ტექნიკური მაჩვენებლების ერთი უხარისხო თარგმანის თანახმად, მანქანის საჭე აღჭურვილია მითიური არსებით. დაასახელეთ ეს მითიური არსება.
პასუხი: ჰიდრა კომენტარი: "საჭის ჰიდროგამაძლიერებელი" თარგმნეს, როგორც "საჭის გაძლიერებული ჰიდრა" წყარო: obojdi.ru/post136780905/ ბმული: http://moazrovne.net/q/1823პასუხი -
შეკითხვა #1824 © ირაკლი გუნია
დემობილიზაციის შემდეგ იგი სოხუმში დასახლდა. თუმცა აფხაზეთის კონფლიქტის დროს იძულებული იყო მშობლიური სახლი დაეტოვებინა და მოსკოვში გადასახლებულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც. როგორც ამბობენ ჩინებული თამადა ყოფილა და საყვარელი სადღეგრძელოც ჰქონია: „ჰიტლერს გაუმარჯოსო“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მისი სახელი და გვარი.
პასუხი: მელიტონ ქანთარია კომენტარი: მისივე თქმით ჰიტლერს იმიტომ ადღეგრძელებდა, რომ არა ჰიტლერი მელიტონ ქანთარიას ვერავინ გაიცნობდა. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1824პასუხი -
შეკითხვა #1825 © ირაკლი გუნია
1832 წელს ამ ბრიტანელ მეცნიერს მიენიჭა ოქსფორდის პროფესორის ხარისხი და ამიტომ მეწამულ მანტიაში გამოწყობილი უნდა წარედგინათ მეფისთვის. როგორც სარწმუნეობით კვაკერს მას არ ჰქონდა ასეთი ტანისამოსის უფლება. ვითარება იხსნა მისმა დაავადებამ. დაასახელეთ ამ მეცნიერის გვარი.
პასუხი: [ჯონ] დალტონი კომენტარი: მან ვერ გაარჩია მეწამული ფერი. წყარო: books.google.ge/books?id=6RhTWSppWv8C&pg=PA76& ბმული: http://moazrovne.net/q/1825პასუხი -
შეკითხვა #1826 © ირაკლი გუნია
1980-იან წლებში ანტიალკოჰოლური კამპანიის გამო მიხაილ გორბაჩოვს მეტსახელად ეძახდნენ გენერალურ მდივანს. წინა წინადადებაში ერთ სიტყვაში ორი ასო არის შეცვლილი. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ვარიანტით.
პასუხი: მინერალური კომენტარი: 1980-იან წლებში ანტიალკოჰოლური კამპანიის გამო მიხაილ გორბაჩოვს მეტსახელად ეძახდნენ მინერალურ მდივანს. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%90%D0%BD%D1%82%D0%B8%D0% ბმული: http://moazrovne.net/q/1826პასუხი -
შეკითხვა #1827 © ირაკლი გუნია
1993 წელს სომალიში მომსახურე ამერიკელი ჯარისკაცები თავის მონოტონურ ყოველდღიურ სამუშაოს უწოდებდნენ მცირე ხნის წინ გამოსული ნაწარმოების სახელს. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.
პასუხი: ზაზუნას დღე წყარო: en.wikipedia.org/wiki/Groundhog_Day_(film) ბმული: http://moazrovne.net/q/1827პასუხი -
შეკითხვა #1828 © ალექსანდრე ჩიჟოვი
ფედერიკო გარსია ლორკას ლექსში ხე თხოვს ხისმჭრელს მოჭრას იქსი, რათა მან ვერასოდეს დაინახოს თავისი სიშიშვლე. ლექსში "იქსი" გიიომ აპოლინერი ახსენებს მელანს, რომლითაც წერს მზე. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.
პასუხი: ჩრდილი წყარო:- ерико Гарсия Лорка. Песня хочет стать светом. - СПб: "Азбука-классика", 2006. - С. 131
- lit.peoples.ru/poetry/giyom_appoliner/poem_9797.sh
პასუხი -
შეკითხვა #1829 © ირაკლი გუნია
1959 წლის ცნობილი ფილმის თავდაპირველი სახელწოდება იყო „ადამიანი ლინკოლნის ცხვირში“. დაასახელეთ ღირსშესანიშნაობა, სადაც ვითარდება მოქმედება ამ ფილმის ფინალში.
პასუხი: მთა რაშმორი კომენტარი: საუბარია ჰიჩკოკის ფილმზე „ჩრდილოეთი ჩრდილო-დასავლეთით“ წყარო: en.wikipedia.org/wiki/North_by_Northwest#Origins ბმული: http://moazrovne.net/q/1829პასუხი -
შეკითხვა #1830 © ირაკლი გუნია
1936 წელს უნგრელმა ებრაელმა ემიგრანტმა ტივადარ შვარცმა აიღო ახალი გვარი იმგვარად, რომ პალინდრომი გამოსულიყო. მისი შვილი დიდი ხანია ჟურნალ ‘ფორბსის’ ათეულშია. დაასახელეთ შვილის სახელი და გვარი.
პასუხი: ჯორჯ სოროსი კომენტარი: Soros პალინდრომია. ჟურნალი ფორბსი ცნობილია თავისი უმდიდრეს ადამიანთა სიით. წყარო: en.wikipedia.org/wiki/George_Soros#Personal_life ბმული: http://moazrovne.net/q/1830პასუხი -
შეკითხვა #1831 © ირაკლი გუნია
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ნიუ-ორლეანში მეძავები იყენებდნენ ამ მცენარის სუნამოს. აქედან ერთი ვერსიით წარმოსდგება ცნობილი სიტყვის ეტიმილოგია. დაასახელეთ ეს მცენარე.
პასუხი: ჟასმინი კომენტარი: ეს სიტყვაა ჯაზი, რომლის სამშობლო ნიუ-ორლეანია. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Jazz_(word)#False_leads ბმული: http://moazrovne.net/q/1831პასუხი -
შეკითხვა #1832 © მაქსიმ კარაჩუნი
ფრანგულ-ბრიტანულ კომედიას ორი უმაქნისი სუპერ-აგენტის შესახებ ეწოდება "საპირფარეშო" დაასახელეთ რა არის შეცვლილი სიტყვით "საპირფარეშო".
პასუხი: ორი ნული, 00 კომენტარი: ორი ნულით აღინიშნება როგორც საპირფარეშო, ისე ლიცენზია მკვლელობაზე. წყარო: www.kinopoisk.ru/level/1/film/61176/ ბმული: http://moazrovne.net/q/1832პასუხი -
შეკითხვა #1833 © გაგი გაბრიჭიძე
Urban dictionary-ს მიხედვით, ამერიკის ამ შტატში ცხოვრება იმდენად მოსაწყენია, რომ მაცხოვრებლები შტატის დასახელებას წინ უმატებენ ერთ ასოს. დაასახელეთ ეს შტატი.
პასუხი: ორეგონი კომენტარი: მაცხოვრებლები უწოდებენ ბორეგონს. წყარო: www.urbandictionary.com/define.php?term=boregon ბმული: http://moazrovne.net/q/1833პასუხი -
შეკითხვა #1834 © ელეონორა ერდაშოვა
ელია კაზანის ფილმში თურქი მაღალჩინოსნის კაბინეტში კითხულობენ სულთნის დეპეშას. ამის შემდეგ ჩამოწოლილ უხერხულ სიჩუმეს არღვევს მხოლოდ იქსების ხმა. მაცუო ბაშოს ჰოკუში იქსის ხმა გაისმის ბუდას სიკვდილის დღეს. დაასახელეთ იქსი.
პასუხი -
შეკითხვა #1835 © ელეონორა ერდაშოვა
ინგლისური ენის ზეგავლენით ეს მოკლე სიტყვა თავს იმკვიდრებს თანამედროვე სამედიცინო ლექსიკონში. საინტერესოა ისიც, რომ თავად ინგლისურში ის იტალიური ენის ზეგავლენით მოხვდა და თავდაპირველ ვარიანტში სამჯერ უფრო გრძელი იყო. დაასახელეთ ეს ინგლისური მოკლე სიტყვა.
პასუხი: flu კომენტარი: ნაწარმოებია იტალიური სიტყვისაგან influenza. კითხვაში სიტყვა "ზეგავლენა" საგანგებოდ ორჯერ არის ნახსენები. წყარო: lib.rus.ec/b/290211/read ბმული: http://moazrovne.net/q/1835პასუხი -
შეკითხვა #1836 © ირაკლი გუნია
ერთ-ერთი ცნობილი რეჟისორის თავნებობით შეწუხებულმა პროდიუსერმა გადასაღებ მოედანზე რეჟისორს დაახვედრა დიდ ბანერზე შესრულებული წარწერა "All Well That Ends Well". წარწერას კითხვის ავტორმა ჩამოაკლო ორი ასო, რითაც მას აზრობრივი მნიშვნელობა ეცვლება და ითარგმნება, როგორც "ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება". დაასახელეთ ცნობილი რეჟისორი, რომელსაც ეძღვნებოდა აღნიშნული წარწერა.
პასუხი: ორსონ უელსი კომენტარი: წარწერა გამოიყურებოდა შემდეგნაირად - All Well That Ends Welles და ითარგმნება, როგორც "ყველაფერი კარგია, რაც კლავს უელსს". წყარო: www.imdb.com/title/tt0040525/trivia ბმული: http://moazrovne.net/q/1836პასუხი -
შეკითხვა #1837 © ელეონორა ერდაშოვა
ერთი ვერსიით, ძველ სლავურში ეს სიტყვა აღნიშნავდა „ამბის მოყოლას და შელოცვას“. თანამედროვე რუსულში ეს სიტყვა შემორჩენილია ფრაზაში, რომელიც შეიძლება ვთარგმნოთ როგორც: „გიყვები, გილოცავ, გაჯადოებ“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ზემოხსენებული რუსული ფრაზა.
პასუხი: Баю-баюшки-баю კომენტარი: საუბარია ძველსლავურ სიტყვაზე баяти, რომელიც შემორჩენილია რუსული იავნანის მისამღერში: Баю-баюшки-баю. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1837პასუხი -
შეკითხვა #1838 © ირაკლი გუნია
XVIII საუკუნის ფრანგი არისტოკრატი მარკიზი დე გესრე მეფის კარზე ამტკიცებდა, რომ ყველა ჯვარცმის ტილო ერთი მხატვრის მიერ იყო დახატული. მისი აზრით, ამას ადასტურებდა ყველა ტილოზე ერთნაირი ხელმოწერა. დაასახელეთ ეს ხელმოწერა.
პასუხი
- პაკეტის კომენტარები: