რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 20
-
პეტრე პირველს ძლიერი სამხედრო ფლოტის შექმნა სურდა, ამიტომ მშენებლებს ის საფასურს იმის მიხედვით უხდიდა, თუ რამდენი იქსი იყო ხომალდზე. რა არის იქსი?
პასუხი: ზარბაზანი. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1817პასუხი -
ორი აკლდამა, ორი ქანდაკება, ბაღი, ტაძარი და სანავიგაციო აგრეგატი. რას წარმოადგენენ ისინი ერთად?
პასუხი: მსოფლიოს 7 საოცრებას. კომენტარი: ხეოფსის პირამიდა, ბაბილონის დაკიდული ბაღები, ეფესოს ტაძარი, ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში, ჰალიკარნასის მავზოლეუმი, როდოსის კოლოსი და ალექსანდრიის შუქურა პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1816პასუხი -
მადაგასკარზე აწარმოებენ თხელ, ოქროსფერ განსაკუთრებულ ქსოვილს. მის წარმოებას საფუძველი ფრანგმა მისიონერმა დაუდო, რომელმაც შემთხვევით აღმოაჩინა „სახელოსნო“, სადაც 30 000-მდე „მქსოველი“ მუშაობდა. დღეს ასეთი რამდენიმე სახელოსნო არსებობს. რაში მდგომარეობს ამ ქსოვილის განსაკუთრებულობა?
პასუხი: ქსოვილი სინამდვილეში ობობას ქსელია პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1815პასუხი -
პეტერბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში 50 მედდას ჩაუტარეს ბაქტერიოლოგიური კვლევა. ერთ-ერთ ხელზე დიდი რაოდენობით ბაქტერიები აღმოაჩნდა ოც მათგანს, მეორე ხელზე კი - მხოლოდ ერთს. რა აეკრძალათ ამის შემდეგ მედდებს?
პასუხი: ნიშნობის ბეჭდების ტარება. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1814პასუხი -
1904 წელს ამ პროდუქტის ექსპორტიორს, სახელად ტომას სალივანს აზრად მოუვიდა მისი სტანდარტული შეფუთვის, თუნუქის ქილების შეცვლა აბრეშუმის პატარა ტომსიკებით. მალე რამდენიმე კლიენტმა პროდუქტის გამოყენება გაუხსნელად დაიწყო. რისი ექსპორტიორი იყო ტომას სალივანი?
პასუხი: ჩაი წყარო: en.wikipedia.org/wiki/Tea_bag#History პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1813პასუხი -
დაასრულეთ გ.გ. მარკესის სიტყვები: „ადამიანს ასე ძალიან იმიტომ უყვარს ერთჯერადი ნივთები, რომ...“
პასუხი: თვითონაც ერთჯერადია წყარო: www.peoples.ru/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1812პასუხი -
იდუმალ კონდოლიზა რაისს, ჟურნალისტმა კლაუს ბრინკბაუმერმა უწოდა “იქსი ვაშინგტონიდან”. ერთ-ერთ სიტყვაში ჩვენ გამოვტოვეთ სამი ასო. აღადგინეთ სიტყვის თავდაპირველი ვარიანტი.
პასუხი: სფინქსი. (სფინქსი ვაშინგტონიდან) პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1811პასუხი -
მაჰათმა განდის აზრით არ შეიძლება იმსჯელო ადამიანზე მხოლოდ მისი გარეგნობით და მოუწოდებდა ყველას მაგალითი მისგან აეღოთ. დაასახელეთ მაგალითის ვისგან აღებას მოუწოდებდა მაჰათმა განდი.
პასუხი: თემიდა პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1810პასუხი -
ჟურნალ “გლამურის” მიხედვით, ოდრი ჰეპბერნის პატარა შავი კაბა არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი X. დაასახელეთ დაახლოებით ძვ. წ. 570 წელს დაბადებული ადამიანი, რომელიც აგრეთვე შეიძლება ამგვარად მოვიხსენიოთ.
პასუხი: პითაგორა კომენტარი: ჟურნალ “გლამურის” მიხედვით, პატარა შავი კაბა არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამოსელი. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1809პასუხი -
ვიკიპედიის პაროდიის, ანციკლოპედიის მიხედვით, ჰიპებს მოსწონდათ მწერალ ლავკრაფტის შემოქმედება და და სძულდათ თამაში ვორკრაფტი. დაასახელეთ, უნციკლოპედიის თანახმად, როგორ ჟღერდა, მათი ერთ-ერთი ლოზუნგი.
პასუხი: Make Lovecraft, Not Warcraft კომენტარი: და არა Make Love, Not War. წყარო: uncyclopedia.wikia.com/wiki/H._P._Lovecraft პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1808პასუხი -
ერთ-ერთი ვერსიით, ამ სიტყვის წარმოშობა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ XIX საუკუნეში ამერიკელ ჯარისკაცებს ეცვათ მწვანე უნიფორმა. დაასახელეთ ეს სიტყვა.
პასუხი: გრინგო კომენტარი: ამ ვერსიით, მექსიკელები ყვიროდნენ "Green go!" (“მწვანეებო, წადით”) წყარო: en.wikipedia.org/wiki/Gringo#United_States_Army პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1807პასუხი -
სარეკლამო ჭრების დროს მკვეთრად იზრდება ქალაქის ამ კომუნალური ქსელის დატვირთვა. რა ქსელზეა საუბარი?
პასუხი: კანალიზაციაზე. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1806პასუხი -
შეკითხვა #1805 © მაქსიმ პატაშოვი
მასზე შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ დაბადებაზე ადრე დაიბადა. ვისზეა საუბარი?
პასუხი: იესოზე. კომენტარი: სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში იესოს დაბადების თარიღად ძველი წელთაღრიცხვით 7-2 წლებია მითითებული. ანუ ქრისტე ქრისტეშობამდე დაიბადა. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Jesus პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1805პასუხი -
მისი მოსახლეობა 50 000 ადამიანს აჭარბებს, მისი ფართობი კი - 2 166 086 კვადრატული კილომეტრია. ჩვენ არ გეკითხებით, თუ რა ქვია მას. დაასახელეთ ფილმი, რომელშიც მის გატანას მოითხოვენ.
პასუხი: ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი კომენტარი: საუბარი იყო გრენლანდიაზე პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1804პასუხი -
ამერიკელს, რომელიც დემონსტრაციულად გააკეთებს ამას სასამართლო დარბაზში, ემუქრება პატიმრობა ვადით ნახევარ წლამდე სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო. ადამიანების გარდა ამას აკეთებენ კატები, ძაღლები, მაიმუნები და ცხენებიც კი. ერთი ვერსიით, ცხოველები ამას აკეთებენ იმისთვის, რათა ერთმანეთს შეახსენონ, რომ ფხიზლად და ყურადღებით ყოფნაა საჭირო. რაზეა საუბარი?
პასუხი: მთქნარებაზე. კომენტარი: მთქნარება, როგორც ცნობილია, “გადამდებია” და სწრაფად მოედება ხოლმე ცხოველების მთელ ჯგუფს. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1803პასუხი