რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 18
-
შეკითხვა #1847 © გაგი გაბრიჭიძე
ერთ-ერთი ვერსიით ტამპლიერები იესო ქრისტეს აღსანიშნავად იყენებდნენ ამ ორ სიმბოლოს. ყურადღება შეკითხვა: გამოსახეთ ეს ორი სიმბოლო თქვენს ფურცლებზე ერთი წუთის შემდეგ.
პასუხი: IX კომენტარი: ეს წარმოადგენს იესო ქრისტეს სახელის რომაულ ინიციალებს. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/9_(%D1%87%D0%B8%D1%81%D0%BB% პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1847პასუხი -
შეკითხვა #1846 © ანტონ ვაჭარაძე
არტემი ლებედევი თავის საიტის ერთ-ერთ განყოფილებაში ამხელს სხვადასხვა კომპანიებს, რომელთაც მის სტუდიაში შექმნილი დიზაინი მოიპარეს (საიტებზე, ნივთებზე, პლაკატებზე და ა.შ.). განყოფილებაში შესვლისას ჩანს ცხოველი და მოწყობილობა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ცხოველიც და მოწყობილობაც.
პასუხი: ცხვარი, ასლის გადასაღები აპარატი. (დოლი, ქსეროქსი) კომენტარი: კლონების მუზეუმი, ასე ეწოდება ამ განყოფილებას. წყარო: www.artlebedev.ru/everything/clones/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1846პასუხი -
შეკითხვა #1845 © ლევან ცაგარელი
ფილმში ,,მოკვდი მაგრამ არა ახლა” ჯეიმს ბონდი ჩადის კუნძულ კუბაზე და თავს ორნიტოლოგად ასაღებს, ამასთან ერთად, აგენტ 007-ს თან აქვს რეალურად არსებული ორნიტოლოგის წიგნი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ წიგნის ავტორი.
პასუხი: ჯეიმს ბონდი. კომენტარი: იმის დასამტკიცებლად, რომ ის ნამდვილად ორნიტოლოგია ჯეიმს ბონდს თან მიაქვს წიგნი, რომლის ავტორიც ჯეიმს ბონდია. ორნიტოლოგი ჯეიმს ბონდი რეალურად არსებული პიროვნება იყო. წყარო: en.wikipedia.org/wiki/James_Bond_(ornithologist) პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1845პასუხი -
შეკითხვა #1844 © გიორგი ტვილდიანი
სერიალ ,,დიდი აფეთქების თეორიის” (Big Bang Theory) სერიაში პერსონაჟი ქალი თავისი სამოსის ერთ-ერთ ნაწილზე ამბობს, რომ ეს მხოლოდ მისი და X-ს საიდუმლოა. ყურადღება შეკითხვა: დამისახელეთ საკუთარი სახელი, რომლიც ჩვენ X-ით შევცვალეთ.
პასუხი: ვიქტორია. კომენტარი: საუბარია კომპანია Victoria's Secret-ს ნაწარმზე წყარო: big bang theory - სეზონი 5, სერია 2 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1844პასუხი -
შეკითხვა #1843 © ანტონ ვაჭარაძე
თქვენს წინაშეა ავეჯის მწარმოებელი ფირმის კრეატიული რეკლამა. ყურადღება შეკითხვა: აზრობრივად ზუსტად დაასახელეთ ფირმის სლოგანი.პასუხი: იძინე, როგორც ჩვილმა. წყარო: www.kulturologia.ru/blogs/111011/15517/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1843პასუხი -
შეკითხვა #1842 © ლევან ცაგარელი
ამერიკაში არსებობს სპეციალური ფერმები, რომლებშიც გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების საშუალებით მოჰყავთ ესენი. ეს სიმბოლურად განასახიერებს: პატივს, სიმდიდრეს, სიყვარულსა და ჯანმრთელობას. ყურადღება შეკთხვა: დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.
პასუხი: ოთხყურა სამყურა. კომენტარი: ოთხყურა სამყურას ფოთლები განსახიერებენ: პატივს, სიმდიდრეს, სიყვარულსა და ჯანმრთელობას. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1842პასუხი -
შეკითხვა #1841 © გიორგი ტვილდიანი
ნიკოს კაზანძაკისი თავის წიგნში ”ბერძენი ზორბა” გვთავაზობს ალტერნატიულ ისტორიას და წერს, რომ მითის თანახმად, რაღაც საქმით დაკავებულ ღმერთს გველად გარდასახული ეშმაკი მიეპარა და ”აქილევსის ქუსლი” მოპარა. გამოკიდებულ ღმერთს ხელში მხოლოდ მისი რქები შერჩა ხელში მათი გამოყენება მოუწია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვა, თუ რით შევცვალეთ ჩვენ ”აქილევსის ქუსლი”.
პასუხი: ადამის ნეკნი. კომენტარი: ამ მითის მეშვეობით ზორბას სურდა დაემტკიცებინა, რომ ქალების შექმნაში ეშმაკის ხელი ურევია. წყარო: www.kuchaknig.ru/show_book.php?book=189986&pag პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1841პასუხი -
შეკითხვა #1840 © ლევან ცაგარელი
ერთ-ერთ კარიკატურაზე რუსეთი გამოსახულია რვაფეხას სახით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვით, თუ რას წარმოადგენენ რვაფეხას საცეცები (ფეხები).
პასუხი: გაზსადენი მილები. კომენტარი: რვაფეხას ფეხები წარმოადგენენ კომპანია ,,გაზპრომის” გაზსსადენ მილებს. წყარო: ttolk.ru/?p=5508 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1840პასუხი -
შეკითხვა #1839 © ლევან ცაგარელი
ავღანელი ნარკოდილერები ნარკოტიკების პაკისტანში გადასატანად ხშირად იყენებენ იქსებს. ერთერთ სტატიაში იქსების შესახებ მოხსენიებულია ბიბლიური ნოე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: საფოსტო მტრედები. კომენტარი: სტატიაში საფოსტო მტრედების შესახებ წერია რომ პირველი ვინც მტრედი ამ მიზნით გამოიყენა იყო ბიბლიური ნოე. წყარო: www.nytimes.com/2004/01/30/style/30iht-blume_ed3__ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1839პასუხი -
შეკითხვა #1838 © ირაკლი გუნია
XVIII საუკუნის ფრანგი არისტოკრატი მარკიზი დე გესრე მეფის კარზე ამტკიცებდა, რომ ყველა ჯვარცმის ტილო ერთი მხატვრის მიერ იყო დახატული. მისი აზრით, ამას ადასტურებდა ყველა ტილოზე ერთნაირი ხელმოწერა. დაასახელეთ ეს ხელმოწერა.
პასუხი: INRI წყარო: www.anecdotage.com/index.php?aid=2589 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1838პასუხი -
შეკითხვა #1837 © ელეონორა ერდაშოვა
ერთი ვერსიით, ძველ სლავურში ეს სიტყვა აღნიშნავდა „ამბის მოყოლას და შელოცვას“. თანამედროვე რუსულში ეს სიტყვა შემორჩენილია ფრაზაში, რომელიც შეიძლება ვთარგმნოთ როგორც: „გიყვები, გილოცავ, გაჯადოებ“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ზემოხსენებული რუსული ფრაზა.
პასუხი: Баю-баюшки-баю კომენტარი: საუბარია ძველსლავურ სიტყვაზე баяти, რომელიც შემორჩენილია რუსული იავნანის მისამღერში: Баю-баюшки-баю. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1837პასუხი -
შეკითხვა #1836 © ირაკლი გუნია
ერთ-ერთი ცნობილი რეჟისორის თავნებობით შეწუხებულმა პროდიუსერმა გადასაღებ მოედანზე რეჟისორს დაახვედრა დიდ ბანერზე შესრულებული წარწერა "All Well That Ends Well". წარწერას კითხვის ავტორმა ჩამოაკლო ორი ასო, რითაც მას აზრობრივი მნიშვნელობა ეცვლება და ითარგმნება, როგორც "ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება". დაასახელეთ ცნობილი რეჟისორი, რომელსაც ეძღვნებოდა აღნიშნული წარწერა.
პასუხი: ორსონ უელსი კომენტარი: წარწერა გამოიყურებოდა შემდეგნაირად - All Well That Ends Welles და ითარგმნება, როგორც "ყველაფერი კარგია, რაც კლავს უელსს". წყარო: www.imdb.com/title/tt0040525/trivia პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1836პასუხი -
შეკითხვა #1835 © ელეონორა ერდაშოვა
ინგლისური ენის ზეგავლენით ეს მოკლე სიტყვა თავს იმკვიდრებს თანამედროვე სამედიცინო ლექსიკონში. საინტერესოა ისიც, რომ თავად ინგლისურში ის იტალიური ენის ზეგავლენით მოხვდა და თავდაპირველ ვარიანტში სამჯერ უფრო გრძელი იყო. დაასახელეთ ეს ინგლისური მოკლე სიტყვა.
პასუხი: flu კომენტარი: ნაწარმოებია იტალიური სიტყვისაგან influenza. კითხვაში სიტყვა "ზეგავლენა" საგანგებოდ ორჯერ არის ნახსენები. წყარო: lib.rus.ec/b/290211/read პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1835პასუხი -
შეკითხვა #1834 © ელეონორა ერდაშოვა
ელია კაზანის ფილმში თურქი მაღალჩინოსნის კაბინეტში კითხულობენ სულთნის დეპეშას. ამის შემდეგ ჩამოწოლილ უხერხულ სიჩუმეს არღვევს მხოლოდ იქსების ხმა. მაცუო ბაშოს ჰოკუში იქსის ხმა გაისმის ბუდას სიკვდილის დღეს. დაასახელეთ იქსი.
პასუხი: კრიალოსანი წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1834პასუხი -
შეკითხვა #1833 © გაგი გაბრიჭიძე
Urban dictionary-ს მიხედვით, ამერიკის ამ შტატში ცხოვრება იმდენად მოსაწყენია, რომ მაცხოვრებლები შტატის დასახელებას წინ უმატებენ ერთ ასოს. დაასახელეთ ეს შტატი.
პასუხი: ორეგონი კომენტარი: მაცხოვრებლები უწოდებენ ბორეგონს. წყარო: www.urbandictionary.com/define.php?term=boregon პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1833პასუხი