თბილისის 43-ე ჩემპიონატი
III ტური
I ლიგა
30 ოქტომბერი, 2011
-
შეკითხვა #1744 © იგორ ტიუნკინი
ცნობილია, რომ სარეკლამო სააგენტოსა და კლიენტს შორის ხელშეკრულების დადებისთანავე კლიენტისთვის დგება აღმაფრენის, ოპტიმიზმისა და საუკეთესო მომავლის იმედის პერიოდი. ერთ-ერთ წიგნში ეს პერიოდი შეადარეს ადამიანის ცხოვრების სხვა პერიოდს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს სხვა პერიოდი ორი სიტყვით, თუ ისინი ერთიდაიგივე ასოზე იწყება.
პასუხი: თაფლობის თვე. წყარო: К. Бове, У. Аренс. Современная реклама. - Тольятти: Издательский дом Довгань, 1995. – С. 113 ბმული: http://moazrovne.net/q/1744პასუხი -
შეკითხვა #1745 © გაგი გაბრიჭიძე
ფილოსოფოსი ვინდელბანდი ამბობდა: „იდეები მხოლოდ ადამიანების თავში არსებობს“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სიტყვა, რომელიც გამოტოვებულია ამ ფრაზაში, თუ ასე ეწოდება ხელოვნების თქვენთვის კარგად ცნობილ შედევრს.
პასუხი -
შეკითხვა #1746 © ანდრეი სოლდატოვი
მას შემდეგ რაც 1986 წელს სპორტის ეს სახეობა ჩართეს ოლიმპიურ სახეობებში, საბჭოთა კავშირში ნაკრები დააკომპლექტეს ხელბურთელების და ჩოგბურთელებისგან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სპორტის ეს სახეობა.
პასუხი: ბეისბოლი. კომენტარი: ხელბურთელები - პიტჩერებად, ჩოგბურთელები - ბიტერებად. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1746პასუხი -
შეკითხვა #1747 © გაგი გაბრიჭიძე
ჰოთმეილი იყო ერთ-ერთი პირველი ელექტრონული ფოსტის სერვისი, რომელიც არ იყო დამოკიდებული ინტერნეტ-პროვაიდერზე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ თვე და რიცხვი, როდესაც აშშ-ში პირველად გაუშვეს ეს სერვისი.
პასუხი: 4 ივლისი. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Hotmail#Launch_of_Hotmail ბმული: http://moazrovne.net/q/1747პასუხი -
შეკითხვა #1748 © ზაზა მანია
ერთ-ერთ ქართულ ზღაპარში, თაგვს, რათა სხვა თაგვებისგან გამოარჩიონ სხეულის ნაწილს შეუღებავენ, რის შემდეგაც მას შეარქმევენ სახელს, რომელიც ერთი ასოთი განსხვავდება სხვა ზღაპრის პერსონაჟის სახელისგან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს შერქმეული სახელი.
პასუხი -
შეკითხვა #1749 © გაგი გაბრიჭიძე
იქსის პირველი ნამარხები აღმოაჩინეს საფრანგეთში იურის მთებში. იქსი აგრეთვე ფიგურირებს 1993 წელს გამოსული ბლოკბასტერის სახელწოდებაში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: იურიული პერიოდი. კომენტარი: 1993 წელს გამოვიდა სტივენ სპილბერგის ცნობილი ფილმი „იურიული პერიოდის პარკი“. წყარო: www.ucmp.berkeley.edu/mesozoic/jurassic/jurassintr ბმული: http://moazrovne.net/q/1749პასუხი -
შეკითხვა #1750 © ანდრეი სოლდატოვი
ბორის სტრუგაცკი იხსენებს თავის პირველ ნაბიჯს მწერლობაში - მოთხრობას „ვისკო“, რომელმაც საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ თუ ვისგან მიიღო მაღალი შეფასება.
პასუხი: ლიტერატურის მასწავლებლისგან (მასწავლებლისგან) კომენტარი: მაღალი შეფასება მიიღო პირდაპირი მნიშვნელობით, სკოლაში მასწავლებელმა 5-იანი დაუწერა. წყარო: www.rusf.ru/abs/books/bns-01.htm ბმული: http://moazrovne.net/q/1750პასუხი -
შეკითხვა #1751 © ანტონ ვაჭარაძე
ვიქტორ პელევინის რომანის - „Шлем ужаса“ პერსონაჟი არის საშინელი არსება და ამავდროულად წინასწარმეტყველი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ 13 ასოიანი ნეოლოგიზმი, რომლითაც მოიხსენიებენ ამ პერსონაჟს.
პასუხი: მონსტრადამუსი. კომენტარი: ჩანთა სიტყვა: მონსტრი+ ნოსტრადამუსი. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%A8%D0%BB%D0%B5%D0%BC_%D1 ბმული: http://moazrovne.net/q/1751პასუხი -
შეკითხვა #1752 © გაგი გაბრიჭიძე
დოკ. ფილმის „დიადი ნაგებობები“ ერთ-ერთ სერიაში, რომელიც ალგამბრას შესახებაა, ნათქვამია, რომ გრანადის ემირმა მუჰამედ მეხუთემ დიდხანს ეძება შესაფერისი ადგილი ციხესიმაგრის ასაგებად და ბოლოს ნახა. ამასთან დაკავშირებით გადაცემაში წამყვანმა თქვა: „ბოლოს და ბოლოს იქსმა იპოვა თავისი იგრეკი“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რა არის შეცვლილი იქსით და იგრეკით.
პასუხი: მუჰამედი და მთა. კომენტარი: ციხესიმაგრეებს, როგორც წესი მთებზე აგებენ. ბმული: http://moazrovne.net/q/1752პასუხი -
შეკითხვა #1753 © ალექსანდრ სპივაკოვი
ახალგაზრდული აქსესუარებისა და ატრიბუტების გამოყენება, ასაკთან შეუფერებელი ტანსაცმლის ჩაცმა, კოსმეტიკის და პლასტიკური ოპერაციების გადამეტება - ამ ყველაფერს უწოდებენ იქსის სინდრომს. იქსი დაიღუპა, როცა ცდილობდა ხელოვნების ნიმუშის განადგურებას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: დორიან გრეი კომენტარი: დორიან გრეის სინდრომს უწოდებენ ახალგაზრდობის შენარჩუნებისკენ უაზრო მისწრაფებას. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Синдром_Дориана_Грея ბმული: http://moazrovne.net/q/1753პასუხი -
შეკითხვა #1754 © იური ვაშკულატი
გფრ-ში, კარიკატურებზე მისი სახით გამოხატავდნენ კომუნისტს, რომელიც დაპირებებით უძღვის მოსახლეობას წინ, ხოლო გდრ-ში ნაცისტ ოფიცერს, რომელსაც ნაცრისფერ შინელებში გამოწყობილი „SS“-ის ოფიცრები მიყვებიან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ის ორი სიტყვით.
პასუხი: ჰამელნელი ვირთხიჭერია კომენტარი: სიმბოლური იყო კითხვაში საუბარი გერმანიაზე და აგრეთვე ნაცრისფერ შინელებიანი „SS“-ელები. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Гамельнский_крысолов ბმული: http://moazrovne.net/q/1754პასუხი -
შეკითხვა #1755 © ანტონ ვაჭარაძე
მარცხნივ, თქვენ ხედავთ ორ ცნობილ ფიზიკოსს, რომელთაგან იქსი იგრეკია. მარჯვნივ მდებარე სურათზე კი ხედავთ ყოფილ იქს იგრეკს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი და იგრეკი.პასუხი: ზემო ვოლტა კომენტარი: მარცხნივ სურათებიდან ქვემოთ რენტგენია [რასაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს :)], ზემო კი - ვოლტა. ზემო ვოლტა გახლდათ ბურკინა-ფასოს ძველი სახელწოდება. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1755პასუხი -
შეკითხვა #1756 © ლევან ცაგარელი
ერთ-ერთი ვერსიით არასასურველი თანამოსაუბრე მან მთვარესაც შეადარა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ის.
პასუხი: დიოგენე. კომენტარი: ცნობილი ისტორია, როდესაც მას ალექსანდრე მაკედონელმა მზე დაუბნელა. სავარაუდოდ ჯერ გაიწიეო უთხრა, შემდეგ კი მთვარეს შეადარა. წყარო: filosof.historic.ru/books/item/f00/s00/z0000707/st ბმული: http://moazrovne.net/q/1756პასუხი -
შეკითხვა #1757 © იური ვაშკულატი
რაფაელ საბატინის წიგნში გენუის დოჟი ცარიელ ქალაქში სეირნობისას წააწყდება დუქანს, სადაც ხმაურიანი თავყრილობაა. ერთი მთვრალი მოქეიფე დოჟს დუქანში შეიპატიჟებს და თან ეუბნება, რომ დუქანი აკეთებს ამას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მე-19 საუკუნეში მცხოვრები ადამიანი, რომელმაც ცნობილი გამონათქვამის მიხედვით გააკეთა ეს.
პასუხი: სემუელ კოლტი კომენტარი: დუქანი ათანაბრებს ადამიანებს. იგივე გააკეთა კოლტმა. წყარო: Р. Сабатини. Меч ислама ბმული: http://moazrovne.net/q/1757პასუხი -
შეკითხვა #1758 © დავით ლომინაძე
ა/წ 17 ოქტომბერს გამართულ ლაციოს-რომას დერბის მიეძღვნა სტატია, რომლის სათაური ერთი ასოთი განსხვავდებოდა ინგლისური სიტყვისგან "Closed". ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ სტატიის სათაური.
პასუხი: Klosed კომენტარი: 90-ე წუთზე მიროსლავ კლოზემ გოლი გაუტანა რომას და ამით დახურა მატჩი. წყარო: www.eurosport.ru/football/serie-a/2011-2012/story_ ბმული: http://moazrovne.net/q/1758პასუხი
- პაკეტის კომენტარები: