რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 30
-
სერიალ Breaking Bad-ის ერთ-ერთი სერიის გადაღებისას მსახიობ ჯულია მინესცისთან უბრალო გამვლელი მივიდა და გამოელაპარაკა, რის გამოც ეპიზოდის თავიდან გადაღება გახდა საჭირო. ჩვენ არ გეკითხებით, თუ რატომ მივიდა გამვლელი მსახიობთან, გვითხარით ჯულია მინესცის პერსონაჟის „პროფესია“.
პასუხი: მეძავი წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1667პასუხი -
[შეკითხვაში ცვლილებაა] ჩაიდინა რა უწესო საქციელი, 1976 წლის 19 ივლისს ალბერტო სპაჯიარიმ კედელზე დატოვა წარწერა: „სიძულვილის, ძალადობისა და იარაღის გარეშე“, 1982 წლის 24 დეკემბერს, ესპანეთის ქალაქ მარბელაში ორმა ჭაბუკმა და გოგონამ (სამივე იტალიელი გახლდათ) უწესო საქციელი ოტელის ნომრის კედლის დანგრევით გზით ჩაიდინეს . ხოლო ჯონი კარსონი წერდა, რომ თუკი 4 ნიუიორკელი კამათის გარეშე, სწრაფად სხდება ერთ ავტომობილში, ეს ნიშნავს რომ ეს-ესაა უწესო საქციელი მოხდა. ახლა კი დამისახელეთ ორი სიტყვა, რომელიც მე კითხვაში შევცვალე სიტყვებით „უწესო საქციელი“
პასუხი: ბანკის ძარცვა წყარო: А.П. Кондрашов 4048 законов жизни москва 2001 ст 162 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1666პასუხი -
ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში, თანამედროვე შოტლანდიის ტერიტორიაზე არსებობდა რომაული ციხე-სიმაგრე. როდესაც რომაელებმა წაგებული ბრძოლის შემდეგ ის მიატოვეს, მიწაში ლურსმნების დიდი მარაგი ჩაფლეს. გათხრების შედეგად, იპოვეს რა ეს ლურსმნები, რომელთაც არავითარი არქეოლოგიური ღირებულება არ გააჩნდათ, გადაწყვიტეს მათი სუვენირებად გაყიდვა. რეკლამა იმდენად ორიგინალური და მიმზიდველი იყო, რომ მთელი პარტია სწრაფად გაიყიდა. სარეკლამო ფრაზა ასე ჟღერდა: „სწორედ ასეთი ლურსმნებით...“ დაასრულეთ ფრაზა 3 სიტყვით.
პასუხი: გააკრეს იესო ჯვარზე პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1665პასუხი -
კანადელმა მაიკლ როუმ გადაწყვიტა შეექმნა მცირე კომპანია, რომლის სახელწოდებაშიც მან საკუთარი სახელი, გვარი და პროგრამული უზრუნველყოფის აღმნიშვნელი ინგლიური ტერმინი გამოიყენა. ცოტა ხნის შემდეგ მას სასამართლოში უჩივლეს. დაასახელეთ ფირმა, რომელმაც შეიტანა სარჩელი როუს წინააღმდეგ.
პასუხი: მაიკროსოფტი. როუმ დაარსებულ ფირმას მაიკ როუ სოფტი დაარქვა. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Microsoft_vs._MikeRoweSoft პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1664პასუხი -
შეკითხვა #1663 © იური ვაშკულატი
საიტ film.ru-ს მტკიცებით, როლზე მუშაობისას პატრიკი სერიოზულად სწავლობდა გარეული ცხოველების ქცევას. მაგალითად: ის ატრიალებს თავს, როგორც ამერიკული მტაცებელი თეთრთავა არწივი, ხოლო ბრბოში მისდევს თავის მსხვერპლს, როგორც ზვიგენი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ფილმი.
პასუხი: ტერმინატორი 2: განკითხვის დღე კომენტარი: საუბარი იყო რობერტ პატრიკის პერსონაჟ T-1000-ზე. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1663პასუხი -
შეკითხვა #1662 © ანტონ ვაჭარაძე
სემ გელმანის ფოტორეპორტაჟს ჩრდილოეთკორეული აღლუმიდან ეწოდებოდა ადამიანები იქსები. ყურადღება შეკითხვა: შეკითხვის ტექსტისერთ-ერთ სიტყვაში ავტორმა გამოტოვა სამი ასო. დაწერეთ შეცვლილი სიტყვა, ისე, როგორც უნდა ყოფილიყო.
პასუხი: პიქსელები. კომენტარი: რეპორტაჟს ეწოდებოდა - „ადამიანები პიქსელები“. აღლუმებზე როგორც იცით უზარმაზარ პორტრეტებს და ნახატებს გამოსახავენ, სადაც თითეულ ადამიანს შესაბამისი ფერის დაფა უკავია. წყარო: www.kulturologia.ru/blogs/280911/15429/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1662პასუხი -
შეკითხვა #1661 © ალექსანდრ ვედეხინი
დაასახელეთ ავტორი ნაწარმოებისა, სადაც მთავარი გმირი ნელ-ნელა აღმოაჩენს „ტანთან შეუსაბამოდ თანდათან როგორ უწვრილდება კიდურები“.
პასუხი: ფრანც კაფკა. კომენტარი: „მეტამორფოზებში“ კაფკას პერსონაჟი მწერად იქცევა. წყარო: www.zin.ru/animalia/coleoptera/rus/kafkverw.htm პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1661პასუხი -
შეკითხვა #1660 © ანდრეი ჩერდანცევი
ივან დემიანოვის ზღაპარში ეს პერსონაჟი აეროპორტში დამლაგებლადაც კი არ მიიღეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
პასუხი: ბაბა-იაგა კომენტარი: თავიდან უნდოდა მფრინავად, შემდეგ ცოცხით დაგვაზეც თანახმა იყო. წყარო: И. Демьянов. Сказка про сказку. В сб. "Ребятишкина книжка". - М.: Мелик-Пашаев, 2011. – С. 5-9 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1660პასუხი -
შეკითხვა #1659 © ანტონ ვაჭარაძე
"ფეხბურთისთვის საკმაოდ [გამოტოვებულია ორი სიტყვა] მშვენივრად თამაშობდა და 2002-2004 წლებში ბოლონიას შემაგენლობაში ბრწყინვალე გოლები გაჰქონდა.
[გამოტოვებულია ორი სიტყვა] წელს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს, ახალი სტადიონით, მწვრთნელით და ფეხბურთელებით."
ეს იყო ორი ფაქტი იტალიურ ფეხბურთზე. გამოტოვებულ ორ-ორ სიტყვაში განსხვავება მხოლოდ ერთი ასოა. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ თქვენს ფურცლებზე ორივე გამოტოვება.პასუხი: ბებერი სინიორი, ბებერი სინიორა კომენტარი: პირველ შემთხვევაში - ჯუზეპე სინიორი. მეორეში კი - კლუბი იუვენტუსი. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1659პასუხი -
შეკითხვა #1658 © ანდრეი სოლდატოვი
ცნობილია, რომ უოშნგტონში ყოფნისას, მონიკა ლევინსკი ჩერდებოდა იქ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ თუ სად.
პასუხი: საასტუმრო უოტერგეიტში კომენტარი: სიმბოლურია, რადგან უოტერგეიტიც და მონიკაც ორივე საპრეზიდენტო სკანდალის მიზეზი გახდა. წყარო: voices.washingtonpost.com/reliable-source/2009/07/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1658პასუხი -
შეკითხვა #1657 © ანდრეი სოლდატოვი
არსებობდა ლეგენდა, რომ თუ გრამოფონის ფირფიტას, რომელზეც ჩაწერილია „Led Zeppelin“-ის სიმღერა „Stairway to heaven”, უკუღმა დავატრიალებთ, გავიგონებთ სატანის ხმებს. არსებობს ვერსია, რომ ასეთ ხმებს ავრცელებდნენ არა მხოლოდ როკ-მუსიკის მოწინააღმდეგე ეკლესიის მსახურები, არამედ ისინიც. ყურადღება შეკთხვა: დაასახელეთ თუ ვინ ისინი.
პასუხი: გრამოფონების მწარმოებლები კომენტარი: ჩათვლა: გრამფირფიტების მწარმოებლები.
ასეთი მანიპულაციებით გრამოფონები ადვილად ფუჭდებოდა, ხოლო ადამიანებს ახლის ყიდვა უწევდათ. წყარო: music-facts.ru/song/Led_Zeppelin/Stairway_to_Heave პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1657პასუხი -
შეკითხვა #1656 © გიორგი ტვილდიანი
2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მეორე დღეს გაზეთ „სარბიელში“ იყო ასეთი სათაური: შენი X იყოს Y. ყურადღება შეკითხვა: დამისახელეთ X და Y, თუ ისინი ერთმანეთისგან 1 ასოთი განსხვავდებიან.
პასუხი: მტერი, ტერი. კომენტარი: ფინალში გაფუჭებული პენალტის შემდეგ შემდეგ ჯონ ტერისმდგომარეობაში ყოფნა არასასურველი იყო. წყარო: georgianpress.net/index.php?m=8&y=2008&art პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1656პასუხი -
შეკითხვა #1655 © ვლადიმერ ვეჩეროგა
"საშინელებაა! ძალიან ძვირად ვიყიდე საგზური ზღვის სანაპიროზე, თუმცა სასტუმროში არ აღმოჩნდა ლასტების და ნიღბების გაქირავება წყალქვეშა ყვინთვისთვის."
თქვენს წინაშეა ერთი ანეკდოტი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ზედსართავი სახელი, რომელიც ავტორმა შეკითხვაში გამოტოვა.პასუხი: მკვდარი. კომენტარი: როგორც ცნობილია, მკვდარ ზღვაში ყვინთვა შეუძლებელია. წყარო: www.z-dive.com/articles/yumor/anekdoty-o-vodolazak პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1655პასუხი -
შეკითხვა #1654 © ანდრეი სოლდატოვი
1980 წელს ნახევრად დანგრეულ ობიექტს ყურადღება მიაქცია ფილიპ დე დელეველმა, ტელეშოუ „განძზე მონადირეთა“ წამყვანმა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ობიექტი.
პასუხი: ბოიარდის ციხესიმაგრე. კომენტარი: ყველა მინიშნებასთან ერთად პროექტი ფრანგულია. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Форт_Байяр პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1654პასუხი -
შეკითხვა #1653 © ანტონ ვაჭარაძე
ვიკიპედიის თანახმად, რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი გაჰყვა სხვა რუსი ოლიგარქების კვალს. ალიშერ უსმანოვის დაარსებულ ერთ-ერთ კორპორაციას ეწოდება „Red and White Holdings“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ 1886 წელს დაარსებული ორგანიზაცია, რომლის 29% წილს ფლობს ალიშერ უსმანოვი.
პასუხი: საფეხბურთო კლუბი არსენალი კომენტარი: რუსი ოლიგარქებში მოდაშია ინგლისური საფეხბურთო კლუბების ყიდვა. კორპორაციის სახელი მთავარ მინიშნებას წარმოადგენდა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1653პასუხი