რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 31
-
შეკითხვა #1652 © გიორგი ტვილდიანი
ა.შ.შ-ს გარდა, ასე შეიძლება მოვიხსენიოთ კალვინ კულიჯი, ჯორჯ ევერესტი, ჯუზეპე გარიბალდი, ჯინა ლოლობრიჯიდა. ასევე ეწოდება 1989 წლის ფილმს. ყურადღება შეკითხვა: დამისახელეთ ეს სახელწოდება სამი სიტყვით.
პასუხი: 4 ივლისს დაბადებული. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1652პასუხი -
შეკითხვა #1651 © გიორგი ტვილდიანი
იმას, რომ კრეტას, ეგვიპტესა და ბაბილონს შორის ინტენსიური სავაჭრო კავშირი არსებობდა ამტკიცებენ იმით, რომ სამივე ქვეყანაში გათხრებისას აღმოჩენილი ესენი თითქმის იდენტური წონისაა. ყურადღება შეკითხვა: დამისახელეთ ესენი ორი სიტყვით.
პასუხი: ასაწონი გირები. კომენტარი: გათხრებისას აღმოჩენილი ასაწონი გირები სამივე ადგილას თითქმის იდენტურია წონაში, რაც მეცნიერების აზრით იმაზე მიუთითებს, რომ მათ ერთნაირი წონითი ერთეულები ჰქონდათ ვაჭრობის გასაადვილებლად წყარო: К.В. ПАНЕВИН – ИСТОРИЯ ДРЕВНЕЙ ГРЕЦИИ, 1999, გვ.42-43 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1651პასუხი -
შეკითხვა #1650 © ანტონ ვაჭარაძე
ვიქტორ პელევინის რომანში – „T“, მატარებლის ფარჯნიდან მოჩანს სოფელი პატარა სახლებით და სახნავ–სათესი მიწებით, ხოლო იქსები შედარებულია რომში ჯვარზე გაკრულ მონებთან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: საფრთხობელა. კომენტარი: სახნავ–სათეს მიწებზე საფრთხობელები დგას. წყარო: Виктор Пелевин. Т. стр. 5. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1650პასუხი -
შეკითხვა #1649 © ანდრეი სოლდატოვი
სუნამო Chanelle N5
საათი Roleks Oyster Perpetual
ჩანთა Lui Vuitton Alma
სანთებელა Zipо Solid Brass
ჩამოთვლილი ნივთები შედის ყველაზე ასეთი ნივთების სიაში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ თუ როგორი.პასუხი: ხშირად ფალსიფიცირებადი, ხშირად გაყალბებადი. კომენტარი: ჩამოთვლილი იყო ნივთები, რომელთაც ყველაზე ხშირად აყალბებენ. სახელწოდებები სპეციალურად შეცდომით იყო დაწერილი. წყარო: www.forbes.ru/stil-zhizni-slideshow/pokupki/69881- პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1649პასუხი -
შეკითხვა #1648 © მარსელ შაკუროვი
იოსიფ ბროდსკის ერთ-ერთი ლექსის სათაურია კონკრეტული თარიღი. ბროდსკის მიხედვით, ამ ლექსის გმირები "მკვდრების სიაში პირველები წერიან, როგორც სკოლის სიაში". დაასახელეთ ამ გმირების ეროვნება.
პასუხი: პოლონელები კომენტარი: ლექსის სათაურია "1939 წლის 1 სექტემბერი" - მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღე, როდესაც გერმანია პოლონეთში შეიჭრა. წყარო: И. Бродский. 1 сентября 1939 года პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1648პასუხი -
შეკითხვა #1647 © ირაკლი გუნია
დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ეხება თანამედროვე ქართველ პოეტს, ეწოდება ისევე, როგორც ფრენსის ფორდ კოპოლას ერთ-ერთ გახმაურებულ ფილმს. უბრალოდ კოპოლას ფილმის სათაურში ერთი ასო შეცვლილია. დაასახელეთ დოკუმენტური ფილმის სახელწოდება თანამედროვე ქართველი პოეტის შესახებ.
პასუხი: კოტენ კლუბი კომენტარი: პოეტია კოტე ყუბანეიშვილი წყარო: www.youtube.com/watch?v=lpeYAUPnDMI პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1647პასუხი -
შეკითხვა #1646 © გლებ ბელოვი
თქვენს წინაშეა ძველ რომაელთა მიერ დაარსებული ერთი ქალაქის გეგმა. ციფრით სამი აღნიშნულია იქსი. იქსი არის ცნობილი რომანის სახელწოდება, რომელშიც ქალი-პერსონაჟის პროტოტიპი ერთ-ერთ ვერსიით იყო მარლენ დიხრიხი. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.პასუხი: ტრიუმფალური თაღი კომენტარი: როგორც სურათზე ვხედავთ, რომაელები ტრიუმფალური თაღით შემოდიოდნენ ქალაქში. მეორე შემთხვევაში საუბარია რემარკის ცნობილ რომანზე. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1646პასუხი -
შეკითხვა #1645 © გაგი გაბრიჭიძე
ერთ პოსტაპოკალიპტურ რომანში აღწერილია აშშ-ს ტერიტორიაზე შორეულ მომავალში წარმოქმნილი სახელმწიფოები. ერთ-ერთ მათგანში სპარტის მსგავსი წყობაა, რომელშიც სექსუალური პოლიტიკაც სპარტის მსგავსია. დაასახელეთ ამერიკული ქალაქი, რომლის ტერიტორიაზე მდებარეობს ამ სახელმწიფოს დედაქალაქი.
პასუხი: ფილადელფია კომენტარი: ფილადელფია ბერძნულიდან ითარგმენა, როგორც ‘ძმური სიყვარული’ არის ძმური სიყვარულის ქალაქი. ეს ალუზიაა იმაზე, რომ ამ სახელმწიფოში ტოტალური ჰომოსექსუალიზმია სპარტის მსგავსად. წყარო: Филип Жозе Фармер. Фантастические романы. Осирис-М. Центрполиграф. 1992. Стр. 99 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1645პასუხი -
შეკითხვა #1644 © რენატ ხაიბულინი
ერთ ჟურნალში სტატიას მომღერალ რიიანას შესახებ ეწოდება "ტრინიტი ტრინიდადიდან". დაასახელეთ ორი სიტყვა, რომელიც შეცვლილია სიტყვებით "ტრინიტი" და "ტრინიდადი".
პასუხი: ბარბი და ბარბადოსი კომენტარი: რიანა წარმოშობით ბარბადოსიდანაა და ამ კარიბული კუნძულის კეთილი ნების ელჩია წყარო: "GQ", N 2-2010. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1644პასუხი -
შეკითხვა #1643 © ვლადიმერ ცვეტკოვი
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონობისთვის შეხვედრამ ბოტვინიკსა და ტალს შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მიხაილ ტალის მშობლიურ ქალაქ რიგაში. მისი მოგების შემთხვევაში ქალაქის მაცხოვრებლები ხუმრობით გამოდიოდნენ წინადადებით, რიგისთვის დაერქმიათ სხვა ქალაქის სახელწოდება, ამ უკანასკნელში ერთი ასოს ცვლილებით. დაასახელეთ ხუმრობით შემოთავაზებული ეს ვარიანტი.
პასუხი: ტალ-ავივი კომენტარი: მიხაილ ტალი წარმოშობით რიგელი ებრაელი იყო. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1643პასუხი -
შეკითხვა #1642 © ირაკლი გუნია
1958 წლის ერთი სიმღერა ჟღერდა ჯონ კერის და ჯონ მაკკეინის საპრეზიდენტო კამპანიის დროს. დაასახელეთ არა ეს სიმღერა, არამედ მისი ავტორი.
პასუხი: ჩაკ ბერი კომენტარი: ეს სიმღერაა ლეგენდარული Johnny B. Goode წყარო: www.independent.co.uk/news/world/americas/no-johnn პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1642პასუხი -
შეკითხვა #1641 © ვალერი ლეონჩენკო
ფილმში „გლადიატორი“ ერთი სენატორი ამბობს: „რომის გულში არა სენატის იქსია, არამედ კოლიზეუმის იგრეკი“. ზოგიერთი ტურისტული საიტი მოგვიწოდებს დავისვენოთ იქსის ზღვის იგრეკ პლაჟებზე. დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.
პასუხი: მარმარილო და ქვიშა პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1641პასუხი -
შეკითხვა #1640 © კაირათ იმაშევი
როჯერ ჟელიაზნის მოთხრობაში მთავარი გმირი ამბობს, რომ თვითშემეცნებისთვის სარგებლობს ჰოკუსაის ნახატებით. მისი აზრით ჰოკუსაის ნახატები წარმოადგენს იქსის ნაირსახეობას. იქსის შემქმნელის სახელია ჰერმანი. დაასახელეთ ჰერმანის გვარი.
პასუხი: რორშახი კომენტარი: საუბარია რორშახის ცნობილ ტესტზე პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1640პასუხი -
შეკითხვა #1639 © ირაკლი გუნია
ბეისბოლის ლეგენდა ბეიბ რუთს ერთხელ ერთმანეთში აერია ცნობილი ინგლისელი მხედართმთავარი და არანაკლებ ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი და კომპოზიტორი. დაასახელეთ ორივე მათგანი.
პასუხი: ჰერცოგი ველინგტონი და დიუკ ელინგტონი კომენტარი: ინგლისურად ისინი თითქმის იდენტურად გამოითქმის Duke of Wellington და Duke Ellington. წყარო: The Little, Brown Book of Anecdotes, by Clifton Fadiman, p. 504 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1639პასუხი -
შეკითხვა #1638 © რენატ ხაიბულინი
კუნძულ ოკინავაზე ის ტარდება როკ-მუსიკის თანხლებით. ამიტომ მისი დასახელება ერთი ასოთი განსხვავდება სხვა ღონისძიებისგან, რომელიც სხვაგან შემოდგომობით იმართება. დაასახელეთ ოკინავაზე ჩატარებული ღონისძიების სახელწოდება.
პასუხი: როკტობერფესტი კომენტარი: ოკინავაზე ლუდს თან ერთვის როკი წყარო: www.russiantraveller.ru/novosti/alternativy-oktobe პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1638პასუხი