რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 33
-
იაიდო - იაპონური ხმლის, კატანას გამოყენებით სწრაფი შეტევის ან კონტრშეტევის განხორციელების ხელოვნებაა. იაიდო სამი ძირითადი ეტაპისგან შედგებოდა: 1) ქარქაშიდან კატანას სწრაფად ამოღება; 2) მოწინააღმდეგის ელვისებური ნეიტრალიზაცია; 3) დაასახელეთ მესამე ეტაპი.
პასუხი: კატანას ქარქაშში ჩაგება. წყარო: kochec.blog.ru/51276643.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1622პასუხი -
აღადგინეთ სურათზე კითხვის ავტორების მიერ დაფარული ორი სიმბოლო.პასუხი: 3D წყარო: www.demotivators.ru/posters/997707/3d-.htm პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1621პასუხი -
2009 წლის 20 იანვრის შემდეგ მისმა ინტერიერმა ცვლილება განიცადა. აგრეთვე, მასში შემავალ ტერიტორიაზე გაჩნდა საკალათბურთო მოედანი. დაასახელეთ ის ორი სიტყვით.
პასუხი: თეთრი სახლი კომენტარი: მიშელ ობამამ თეთრი სახლის ინტერიერი საკუთარ გემოვნებას მოარგო. ბარაკ ობამა კი კალათბურთითაა გატაცებული. წყარო: www.focus.ua/foreign/34000 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1620პასუხი -
1941 წელს გამოსული ფილმი, „You’re in the Army Now“ გინესის რეკორდების წიგნში შევიდა ერთი მოქმედების წყალობით, რომელიც 185 წამის განმავლობაში, ანუ ფილმის 1/25 გრძელდებოდა. რა ქმედებაზეა საუბარი?
პასუხი: კოცნაზე. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1619პასუხი -
იაპონიაში არსებობს გამოთქმა, რომლითაც პიროვნების სიზარმაცეზე მიუთითებენ: „ჰასიზე მძიმე არაფერი აუწევია“. რა არის ჰასი (ჰაში)?
პასუხი: საჭმელი ჩხირები. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1618პასუხი -
შეკითხვა #1617 © ლაშა კილაძე
მოგეხსენებათ, თანამედროვე აშშ-ში პოლიტკორექტულობა ლამის რელიგიის რანგშია აყვანილი. ამ მიმართულებით ფრიად აქტუალური გახდა კლასიკური ლიტერატურული ნაწარმოებების რევიზია. ასე მაგალითად, ამერიკული სასკოლო პროგრამებიდან ამჟამად ამოღებულია მარტ ტვენის „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ იმ მიზეზით, რომ მასში მრავალჯერაა გამოყენებული ეს სიტყვა. დამისახელეთ ეს სიტყვა და ძირს პოლიტკორექტულობა!
პასუხი: ზანგი (ნიგერი) წყარო: вокруг света 2003 №4 ст 76 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1617პასუხი -
ბრაზილიაში, საქონლის მდინარეზე გადაყვანისას ჯერ ერთი ძროხა შეყავდათ წყალში, შემდეგ კი - დანარჩენები გადაყავდათ. რისგან თავდასაცავ იქცეოდნენ ასე ბრაზილიელები?
პასუხი: პირანიების. კომენტარი: სანამ თევზები ერთ ძროხას ჭამდნენ, დანარჩენები სასწრაფოდ გადაყავდათ მეორე ნაპირზე. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1616პასუხი -
ზოგიერთ ბუდისტურ ტაძარში ხუთი დჰიან-ბუდასათვის მსხვერპლშეწირვის დროს 5 საგანი მიაქვთ: 1) თეთრი ნიჟარა, სარკე, მუსკატი (სურნელოვანი ნაყოფია), შაქრის ნატეხი და აბრეშუმი. 1 წუთის შემდეგ გვითხარით, რის მფარველებად ითვლებიან დჰიან-ბუდები?
პასუხი: ადამიანის შეგრძნებების, 5 გრძნობის პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1615პასუხი -
ავთანდილ სილაგაძისა და ანზორ თოთაძის წიგნში „გვარ-სახელები საქართველოში“ ვკითხულობთ, რომ სახელი სულიკო გამოყენების მიხედვით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. რა თავისებურების გამო ხსნიან ამ ფაქტს ავტორები?
პასუხი: სულიკო არის როგორც კაცის, ასევე ქალის სახელი. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1614პასუხი -
სუვოროვს ეს ორჯერ „დაემართა“. ნაპოლეონმა ამის შესახებ სირიის ექსპედიციის დროს შეიტყო. პეტრე I ამაში დამნაშავეს ძალიან მკაცრად მოეპყრო. ჟანა დარკს კი ეს ვერ დაემართებოდა. რაზეა საუბარი?
პასუხი: ცოლის ღალატზე. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1613პასუხი -
1965 წელს ინგლისელთა მცირე ჯგუფმა მერი ქუანთის მეთაურობით, გზის სავალ ნაწილზე გადასვლის გარეშე მოახერხა ბროდვეიზე მოძრაობის შეჩერება. რისი დემონსტრირება მოახდინეს მათ პირველად ამერიკაში?
პასუხი: მინი-კაბების პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1612პასუხი -
ძველ საფრანგეთში საამისოდ საჭირო იყო შავი მამლის ძვლის შეჭმა, საბერძნეთში - ჰადესის მუზარადის დახურვა, სხვადასხვა თქმულებებში და ლეგენდებში ამისთვის იყენებდნენ: ბეჭდებს, თასებს, ჯადოსნურ ქვებს და ახალშობილის გულსაც კი, ერთი პერსონაჟი ამისთვის მემკვიდრეობით დატოვებულ მოსასხამს იყენებდა. რისთვის?
პასუხი: გაუჩინარებისთვის კომენტარი: პერსონაჟი - ჰარი პოტერი. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1611პასუხი -
ერთ-ერთი სპორტულ ჟურნალში ვკითხულობთ: „მილანის ინტერში არაერთხელ ყოფილა ასეთი სიტუაცია: თუკი ვარჯიში დილის 9:30-ზე იყო დანიშნული, 9:29-ზე მოედანზე გამოდიოდნენ იურგენ კლინსმანი და კიდევ ორი მოთამაშე. დანარჩენები კი მინიმუმ 15 წუთით იგვიანებდნენ ხოლმე.“ რა აერთიანებდა კლინსმანს ზემოთხსენებულ ორ მოთამაშესთან?
პასუხი: ისინი გერმანელები იყვნენ. მაშინდელ ინტერში სამი გერმანელი თამაშობდა: კლინსმანი, ლოთარ მათეუსი და ანდრეას ბრემე. კომენტარი: ნაქები გერმანული დისციპლინა და პუნქტუალურობა :) წყარო: "Футбол. სპეც.დამატება. Юрген Клинсманн", თებერვალი 2008 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1610პასუხი -
„მხატვრის გაბრაზება ნებისმიერს შეუძლია“ - ასე დაასათაურა საკუთარი სტატია ალექსანდ მიხაილოვმა, რომელშიც დაისვა შეკითხვა: „შეიძლებოდა თუ არა მეოცე საუკუნის ისტორია სულ სხვანაირი ყოფილიყო“? მაშ გვითხარით, რომელი მხატვარი იგულისხმა სტატიის ავტორმა?
პასუხი: ჰიტლერი კომენტარი: გაბრაზებული მხატვარი, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია მეოცე საუკუნეზე. წყარო: "STORY", დეკემბერი 2007 — იანვარი 2008. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1609პასუხი -
იუზეფ პილსუდსკიმ პოლონეთის სათავეში მოსვლის შემდეგ სოციალისტური კურსის აღებაზე უარი განაცხადა. თავისი გადაწყვეტილება მან ასე ახსნა: „მე წითელ ტრამვაიზე მხოლოდ იმიტომ დავჯექი, რომ ამ გაჩერებამდე მივსულიყავი.“ დაასახელეთ ერთი სიტყვით, თუ რა გაჩერებაზე საუბრობდა პილსუდსკი, თუკი გეტყვით, რომ ამის მოედანი თბილისშიც გვხვდება.
პასუხი: თავისუფლება. წყარო: “Вокруг Света” 2010. N2 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1608პასუხი