რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 32
-
შეკითხვა #1637 © ალექსეი ნადიოჟნი
თქვენს წინაშეა ანდრეა დელ სარტოს სურათის მოკვეთილი ფრაგმენტი. დაასახელეთ ვინ არის მასზე გამოსახული.პასუხი: იოანე ნათლისმცემელი კომენტარი: თქვენ დაგირიგდათ იოანე ნათლისმცემელის მოკვეთილი თავი. წყარო: www.arttrans.com.ua/sub/posters/12865/John_the_Bap პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1637პასუხი -
შეკითხვა #1636 © პროცენკო
პირველიც და მეორეც 1895 წელს დაიბადა. 1920 წელს ზოროს გამოჩენით ისინი დანათესავდნენ. დაასახელეთ პირველიც და მეორეც, თუ ორივე ერთსა და იმავე ასოზე იწყება.
პასუხი: კინემატოგრაფი (კინო) და კომიქსი კომენტარი: ერთის შემქნელია ძმები ლუმიერები, მეორის - ამერიკული ჟურნალი Truth პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1636პასუხი -
შეკითხვა #1635 © ალექსანდრე ბუჩაცკი
იგორ გრაბარი მათ გამოიყენებდა, რათა უკეთ დაენახა თოვლზე ფერების თამაში. არისტოფანეს ერთ კომედიაში მას იყენებს პრომეთე, როდესაც სურს თავისი აზრები დამალოს ზევსისგან. დაასახელეთ ეს ერთი სიტყვით.
პასუხი: ქოლგა პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1635პასუხი -
შეკითხვა #1634 © მიხაილ პოდგორბუნსკიხი
ერთი აფორიზმის თანახმად, აფორისტი (აფორიზმების ავტორი) არის აზრის იქსი. იქსი მოკლეს გზაზე ელევსინიდან ათენისკენ. დაასახელეთ იქსი!
პასუხი: პროკრუსტე კომენტარი: ცნობილი სარეცლის ავტორი პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1634პასუხი -
შეკითხვა #1633 © ირაკლი გუნია
წიგნს, რომელიც ეხება კვენტინ ტარანტინოს შემოქმედებას, ეწოდება „ტარანტინო ადან ზეტამდე“. წიგნის სახელწოდებაში კითხვის ავტორმა შეცვალა ერთი ასო. აღადგინეთ წიგნის სახელწოდება თავდაპირველი ვარიანტით.
პასუხი: ტარანტინო ადან ზედამდე კომენტარი: წიგნის სათაური გადათამაშებაა ტარანტინოს "კრიმინალური საკითხავის" ცნობილ პერსონაჟზე წყარო:- Tarantino A to Zed: The Films of Quentin Tarantino
- www.amazon.com/Tarantino-Zed-Films-Quentin/dp/0713
პასუხი -
შეკითხვა #1632 © ნატალია ნოვიში
მცირე ხნის წინ გერმანიაში გამოუშვეს პლუშის უცნაური სათამაშოები. მათ შორისაა მძიმე დეპრესიის მქონე კუ, ნიანგი, რომელსაც წყლის ეშინია და გველი, რომელსაც ჰალუცინაციები აწუხებს. კიდევ ერთ სათამაშოს პიროვნების გაორება სჭირს. კითხვა: დაასახელეთ ამ სათამაშოს სახელი.
პასუხი: დოლი კომენტარი: ის კლონირებული ცხვარია პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1632პასუხი -
შეკითხვა #1631 © პროცენკო
როგორც იცით, არსებობს გამოთქმა, რომ მამაკაცის ცხოვრება არ ჩაითვლება ფუჭად, თუ ის ააშენებს სახლს, დარგავს ხეს და გაზრდის ვაჟიშვილს. ამ გამოთქმის მოლდოვურ ვარიანტში დამატებულია კიდევ ერთი ქმედება. ძველი რომაელები კი ამბობდნენ, რომ მდინარის სიახლოვეს ამ ქმედების ჩადენა ფუჭი საქმეა. დაასახელეთ ეს ქმედება.
პასუხი: ჭის ამოთხრა პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1631პასუხი -
შეკითხვა #1630 © ალექსეი ნადიოჟნი
ეს არის სარეკლამო პოსტერის ნაწილი. ამ პოსტერზე გამოსახულია ოთხი პორტრეტი. მეოთხე პორტრეტში, რომელიც აქ არ ჩანს, შავი სამგლოვიარო ბაფთა იქცევა იქსად. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.პასუხი: უსაფრთხოების ღვედი კომენტარი: გაიკეთე ღვედი და იყავი უსაფრთხოდ! წყარო: www.e-generator.ru/news/index.php?news_id=15334 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1630პასუხი -
შეკითხვა #1629 © ალექსანდრე ბუჩაცკი
შვეიცარიაში გაეროს ოფისის წინ დგას ძეგლი, რომელიც წარმოადგენს სკამს ერთი ფეხის გარეშე. დაასახელეთ რის მსხვერპლებს ეძღვნება ეს ძეგლი.
პასუხი: [ქვეითსაწინააღმდეგო] ნაღმები პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1629პასუხი -
შეკითხვა #1628 © ლაშა კილაძე
ახლახანს გადავაწყდი ერთერთი ბანკის სარეკლამო საფოსტო ბარათს. მასზე გამოსახულია სამი სიტყვა, კერძოდ, ცოდნა, იღბალი და საჩუქარი. თითოეული მათგანის ზემოთ კი შესაბამისი საგნის გრაფიკული გამოსახულება. საჩუქარს ზემოთ გამოსახულია შეფუთული ყუთი, იღბალს ზემოთ-ნალი. ახლა კი დამისახელეთ ხილი, რომელიც გამოსახულია ცოდნის ზემოთ?
პასუხი: ვაშლი წყარო: თიბისი ბანკის სმარტკლუბის ბარათი „მიიღე უფრო მეტი“ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1628პასუხი -
გამოცდილი სპეცრაზმელები მჭიდში ჯერ მანათობელ ტყვიებს დებენ, შემდეგ კი - ჩვეულებრივს. რა მიზეზით აკეთებენ ისინი ამას?
პასუხი: იმის მისახვედრად, რომ ტყვიები მთავრდება. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1627პასუხი -
აშშ-ში არსებობს სპორტული გამოთქმა: „დარტყმა საზღვრიდან სამხრეთით“. რას ვამბობთ ჩვენ იმავე სიტუაციაში?
პასუხი: დარტყმა წელს ქვემოთ. წყარო: "СЭ", 2000, N 10 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1626პასუხი -
ეს ჯარი, რომლის შემადგენლობაშიც სულ 80-90 ადამიანი შედის, ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ის 1400 წელს შეიქმნა და რეგულარული ფორმა 1506 წელს მიეცა. რომელი ქვეყნის საზღვრებს იცავს იგი?
პასუხი: ვატიკანის კომენტარი: საუბარია შვეიცარიელ გვარდიელებზე პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1625პასუხი -
ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმაში“ ცხოველები საკუთარი ორგანიზაციის დროშაზე გამოსახავენ ჩლიქსა და რქას. დაასახელეთ ორი საგანი, რომელსაც ალუზიურად უკავშირდება რქა და ჩლიქი.
პასუხი: ნამგალი და ურო. წყარო: lib.ru/ORWELL/animalfarm.txt პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1624პასუხი -
ცნობილია, რომ თავდაპირველად შოკოლადი იმდენად ძვირფასი სასმელი იყო, რომ ყველას არ შეეძლო მისი ყიდვა. თუმცა XVIII საუკუნის დასაწყისში ბრიტანელებმა თავისებურად „სრულჰყვეს“ სასმელი, რის შემდეგაც ცხელი შოკოლადი გლეხებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. რაში მდგომარეობდა ეს „სრულყოფა?“
პასუხი: შოკოლადში რძის შერევა დაიწყეს. წყარო: "Антенна", 2007, N 2. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1623პასუხი