რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 34
-
ჯონათან ფოერის რომანის ერთერთი პერსონაჟი, პატარა ბიჭი, წაიკითხავს რა სტატიას იმის თაობაზე, რომ ამჟამად დედამიწაზე იმაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ოდესმე დახოცილა, ამბობს, რომ თუ ყველა ერთდროულად გადაწყვეტს ჰამლეტის როლის თამაშს, ვერ მოახერხებენ, რადგან ვერ იშოვიან საკმარის ამას. რაზეა საუბარი?
პასუხი: თავის ქალაზე. კომენტარი: ჰამლეტის ცნობილი მონოლოგი თავის ქალით ხელში პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1607პასუხი -
თქვენს წინაშეა ფოტო, რომელსაც შეკითხვის ავტორი ერთ-ერთ საიტზე წააწყდა. სურათის ქვეშ ეწერა კომენტარი: „დიდი კანიონის“ კანადური მხარე. რა ორი სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვებით „დიდი კანიონი“?პასუხი: რაშმორის მთა წყარო: en.wikipedia.org/wiki/Mount_Rushmore პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1606პასუხი -
სასტუმრო მაცუსიროს დირექცია დამსვენებლებს სამი იქსის შემთხვევაში უფასო შამპანურს სთავაზობს. ოთხის შემთხვევაში - ოთახის ფასი 50%-ით იაფდება, ხოლო ხუთი იქსის შემთხვევაში - სტუმარი მთლიანად თავისუფლდება გადასახადისგან. რა შევცვალეთ იქსით?
პასუხი: მიწისძვრა. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1605პასუხი -
ეს ამერიკული კომპანია 1916 წელს შეიქმნა. მისმა პროდუქციამ იმდენად კარგი რეპუტაცია მოიპოვა, რომ სულ მალე ელ-რიადში იგი მიიღო „მეფე ხალიდმა“, პარიზში - „შარლ დე გოლმა“, თელ-ავივში - „ბენჰურიონმა“. ჯიდაში - „მეფე აბდელ აზიზმა“, აშშ-ში კი - „ჯონ კენედიმ.“ 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს კომპანია.
პასუხი: ბოინგი. კომენტარი: ჩამოთვლილი იყო აეროპორტები. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1604პასუხი -
ქალებისთვის განკუთვნილ ერთ ჟურნალში დაიბეჭდა სარეკლამო პოსტერი, რომელზეც გამოსახული იყო შავებში ჩაცმული ქალი, ქვემოთ კი წარწერა იყო გაკეთებული: „მოიშორეთ ზედმეტი ტვირთი მხრებიდან.“ რის რეკლამირებას ეწეოდა პოსტერი?
პასუხი: შამპუნის. კომენტარი: ტვირთი მხრებზე - ქერტლი. წყარო: "Cosmopoliten", N05/98. - გვ. 180 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1603პასუხი -
ზოგიერთ სურათზე, რომელზეც სამოთხეა გამოსახული, შეამჩნევთ ერთ თავისებურებას, ამ ნახატებს ერთი დეტალი აკლია, ამის მიზეზი თითქოს ისაა, რომ ყველა საგანი ღვთაებრივ სინათლეს გამოსცემს. დაასახელეთ ნაკლული დეტალი.
პასუხი: ჩრდილი წყარო:- "Вокруг света", 2010, N 11.
- www.cultinfo.ru/onmc/centrs/okdd/kolleczia.htm
პასუხი -
მოისმინეთ რეკლამა-ხუმრობა: „ახალი იაპონური ავტომობილი. ავარიის შემთხვევაში ავტომანქანა იკეთებს...“ რას აკეთებს ავტომობილი ავარიის შემთხვევაში?
პასუხი: ხარაკირის. წყარო: "Телегид", N 26, 23 ივნისი - 4 ივლისი 2004 წელი. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1601პასუხი -
დაასახელეთ არსება, რომელსაც 5 თვალი, 5 ღვიძლი, ხუთი დიდი ნერვი და მხოლოდ ერთი პირი აქვს.
პასუხი: ზღვის ვარსკვლავი. წყარო: "Вокруг света", 2008, N 4. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1600პასუხი -
[შეკითხვაში ცვლილებაა] ემოების ენაზე სიტყვა „ემო“ ნიშნავდა ომებს. ატილას ლაშქრობის დროს რომში პოპულარული იყო გამოთქმა: „ემოები გადაარჩენენ რომს!“. დაასახელეთ ისინი, ვინც ჩვენ შეკითხვაში შევცვალეთ ემოებით.
პასუხი: გოთები. კომენტარი: საუბარია გერმანულ ტომზე. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1599პასუხი -
ალექსანდრე დიუმამ წმინდა ლუდოვიკოს სამარხში ყოფნისას თქვა, რომ სამარხში ვერაფრით გაერთობი, თუმცა ბევრი დრო გრჩება ამის საკეთებლად. ცოტა ხანში კი დაამატა, რომ ამის კეთება ძნელია 5-6 ადამიანის თანდასწრებით. დაგვიმტკიცეთ, რომ დიუმა ცდებოდა და გვიპასუხეთ, რის კეთებაზე საუბრობდა ის?
პასუხი: ფიქრზე. კომენტარი: ვერაფრით გაერთობი, ამიტომ ფიქრის გარდა არაფერი დაგრჩენია; პასუხის გასაცემად საჭირო იყო თქვენს ხუთეულთან ერთად გეფიქრათ. წყარო: "Вокруг света", 2008, N 7 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1598პასუხი -
რამდენიმე წლის წინ ლივერპულში, მერსისაიდის რაიონში ხმარებაში შემოვიდა საავტომობილო ნომრების ახალი პარტია. ლივერპულში მაშინვე მკვეთრად დაეცა მანქანების რეგისტრაციის რიცხვი. მოსახლეობას ფეხით სიარული ერჩივნა მანქანაზე ნომრის მიმაგრებას. რომელი ორი ასოსგან შედგებოდა საავტომობილო ნომრების სერია?
პასუხი: MU კომენტარი: მერსისაიდში, სადაც ლივერპულს გულშემატკივრობენ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ აბრევიატურიანი ნომრის შეძენა არ სურდათ. წყარო: "Спорт-экспресс Футбол", 28.09.01 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1597პასუხი -
ჩიკაგოში მდებარე ერთი სასტუმროს ადმინისტრაცია სპეციალურ მანეკენს იყენებს, რომელსაც მოფერებით ლუდოვიკო XIV-ს ეძახიან. მანეკენს განსაზღვრულ შემთხვევებში სუფრასთან სვამენ ხოლმე, დანარჩენ სტუმრებთან ერთად და ჩვეულებრივი ადამიანივით ემსახურებიან. 1 წუთის შემდეგ მითხარით, რა შემთხვევაში სვამენ მანეკენს მაგიდასთან?
პასუხი: თუკი სუფრასთან 13 ადამიანი ზის. კომენტარი: აი ასეთი ცრუმორწმუნეები არიან ჩიკაგოელები + შეკითხვა მეცამეტე იყო. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1596პასუხი -
სერგეი ჩერნოვი, რომელიც თევზებისგან დამზადებულ კერძებზე სპეციალიზდება, ამბობს: „კარგ, ახალი თევზე ზღვის სუნი უნდა ასდიოდეს და არა ამის“. მაშ, რისი სუნი არ უნდა ჰქონდეს თევზს ჩერნოვის აზრით?
პასუხი: თევზის. წყარო: gurman.tv/?a=full&id=33 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1595პასუხი -
ასე იხსნებდა ალექსეი ბერესტი დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ მომხდარ ამბავს: „ბნელოდა. გვესმოდა ავტომატის გაბმული ჯერი, ყუმბარების აფეთქების ხმა. საარტილერიო ცეცხლის გამო კიბეები დანგრეულიყო, რის გამოც ცოცხალი კიბის ორგანიზება მოგვიწია.“ რა გააკეთა მან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ თავის მეგობრებთან ერთად?
პასუხი: აღმართა საბჭოთა დროშა რაიხსტაგის თავზე. კომენტარი: საბჭოთა მასალებში უფრო ხშირად იმ მეგობრებს, ქანთარიასა და ეგოროვს მოიხსენიებენ. წყარო: www.vest-news.ru/show_article.php?aid=2422 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1594პასუხი -
ტომ უეიტსი ირონიულად ამბობდა: „სადამ ჰუსეინმა აწყენინა მამა ბუშს, უმცროსმა ბუშმა კი საპასუხოდ ომი გამოუცხადა ერაყს. ობამა რომ ველოსიპედიდან ჩამოვარდეს, ამერიკა ალბათ ელექტრომაგნეტიზმს გამოუცხადეს ომს“. რა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით ელექტრომაგნეტიზმი?
პასუხი: გრავიტაცია კომენტარი: ელექტრომაგნეტიზმი, ისევე როგორც გრავიტაცია, ერთერთი ფუნდამენტური ურთიერთქმედებაა. წყარო: "Ровесник", 2009, N 12 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1593პასუხი