თბილისის 43-ე ჩემპიონატი
I ტური
ჩელენჯ-ლიგა
2 ოქტომბერი, 2011
-
ავთანდილ სილაგაძისა და ანზორ თოთაძის წიგნში „გვარ-სახელები საქართველოში“ ვკითხულობთ, რომ სახელი სულიკო გამოყენების მიხედვით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. რა თავისებურების გამო ხსნიან ამ ფაქტს ავტორები?
პასუხი: სულიკო არის როგორც კაცის, ასევე ქალის სახელი. ბმული: http://moazrovne.net/q/1614პასუხი -
ზოგიერთ ბუდისტურ ტაძარში ხუთი დჰიან-ბუდასათვის მსხვერპლშეწირვის დროს 5 საგანი მიაქვთ: 1) თეთრი ნიჟარა, სარკე, მუსკატი (სურნელოვანი ნაყოფია), შაქრის ნატეხი და აბრეშუმი. 1 წუთის შემდეგ გვითხარით, რის მფარველებად ითვლებიან დჰიან-ბუდები?
პასუხი: ადამიანის შეგრძნებების, 5 გრძნობის ბმული: http://moazrovne.net/q/1615პასუხი -
ბრაზილიაში, საქონლის მდინარეზე გადაყვანისას ჯერ ერთი ძროხა შეყავდათ წყალში, შემდეგ კი - დანარჩენები გადაყავდათ. რისგან თავდასაცავ იქცეოდნენ ასე ბრაზილიელები?
პასუხი: პირანიების. კომენტარი: სანამ თევზები ერთ ძროხას ჭამდნენ, დანარჩენები სასწრაფოდ გადაყავდათ მეორე ნაპირზე. ბმული: http://moazrovne.net/q/1616პასუხი -
შეკითხვა #1617 © ლაშა კილაძე
მოგეხსენებათ, თანამედროვე აშშ-ში პოლიტკორექტულობა ლამის რელიგიის რანგშია აყვანილი. ამ მიმართულებით ფრიად აქტუალური გახდა კლასიკური ლიტერატურული ნაწარმოებების რევიზია. ასე მაგალითად, ამერიკული სასკოლო პროგრამებიდან ამჟამად ამოღებულია მარტ ტვენის „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ იმ მიზეზით, რომ მასში მრავალჯერაა გამოყენებული ეს სიტყვა. დამისახელეთ ეს სიტყვა და ძირს პოლიტკორექტულობა!
პასუხი -
იაპონიაში არსებობს გამოთქმა, რომლითაც პიროვნების სიზარმაცეზე მიუთითებენ: „ჰასიზე მძიმე არაფერი აუწევია“. რა არის ჰასი (ჰაში)?
პასუხი: საჭმელი ჩხირები. ბმული: http://moazrovne.net/q/1618პასუხი -
1941 წელს გამოსული ფილმი, „You’re in the Army Now“ გინესის რეკორდების წიგნში შევიდა ერთი მოქმედების წყალობით, რომელიც 185 წამის განმავლობაში, ანუ ფილმის 1/25 გრძელდებოდა. რა ქმედებაზეა საუბარი?
პასუხი: კოცნაზე. ბმული: http://moazrovne.net/q/1619პასუხი -
2009 წლის 20 იანვრის შემდეგ მისმა ინტერიერმა ცვლილება განიცადა. აგრეთვე, მასში შემავალ ტერიტორიაზე გაჩნდა საკალათბურთო მოედანი. დაასახელეთ ის ორი სიტყვით.
პასუხი: თეთრი სახლი კომენტარი: მიშელ ობამამ თეთრი სახლის ინტერიერი საკუთარ გემოვნებას მოარგო. ბარაკ ობამა კი კალათბურთითაა გატაცებული. წყარო: www.focus.ua/foreign/34000 ბმული: http://moazrovne.net/q/1620პასუხი -
აღადგინეთ სურათზე კითხვის ავტორების მიერ დაფარული ორი სიმბოლო.პასუხი -
იაიდო - იაპონური ხმლის, კატანას გამოყენებით სწრაფი შეტევის ან კონტრშეტევის განხორციელების ხელოვნებაა. იაიდო სამი ძირითადი ეტაპისგან შედგებოდა: 1) ქარქაშიდან კატანას სწრაფად ამოღება; 2) მოწინააღმდეგის ელვისებური ნეიტრალიზაცია; 3) დაასახელეთ მესამე ეტაპი.
პასუხი: კატანას ქარქაშში ჩაგება. წყარო: kochec.blog.ru/51276643.html ბმული: http://moazrovne.net/q/1622პასუხი -
ცნობილია, რომ თავდაპირველად შოკოლადი იმდენად ძვირფასი სასმელი იყო, რომ ყველას არ შეეძლო მისი ყიდვა. თუმცა XVIII საუკუნის დასაწყისში ბრიტანელებმა თავისებურად „სრულჰყვეს“ სასმელი, რის შემდეგაც ცხელი შოკოლადი გლეხებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. რაში მდგომარეობდა ეს „სრულყოფა?“
პასუხი: შოკოლადში რძის შერევა დაიწყეს. წყარო: "Антенна", 2007, N 2. ბმული: http://moazrovne.net/q/1623პასუხი -
ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმაში“ ცხოველები საკუთარი ორგანიზაციის დროშაზე გამოსახავენ ჩლიქსა და რქას. დაასახელეთ ორი საგანი, რომელსაც ალუზიურად უკავშირდება რქა და ჩლიქი.
პასუხი -
ეს ჯარი, რომლის შემადგენლობაშიც სულ 80-90 ადამიანი შედის, ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ის 1400 წელს შეიქმნა და რეგულარული ფორმა 1506 წელს მიეცა. რომელი ქვეყნის საზღვრებს იცავს იგი?
პასუხი -
აშშ-ში არსებობს სპორტული გამოთქმა: „დარტყმა საზღვრიდან სამხრეთით“. რას ვამბობთ ჩვენ იმავე სიტუაციაში?
პასუხი -
გამოცდილი სპეცრაზმელები მჭიდში ჯერ მანათობელ ტყვიებს დებენ, შემდეგ კი - ჩვეულებრივს. რა მიზეზით აკეთებენ ისინი ამას?
პასუხი: იმის მისახვედრად, რომ ტყვიები მთავრდება. ბმული: http://moazrovne.net/q/1627პასუხი -
შეკითხვა #1628 © ლაშა კილაძე
ახლახანს გადავაწყდი ერთერთი ბანკის სარეკლამო საფოსტო ბარათს. მასზე გამოსახულია სამი სიტყვა, კერძოდ, ცოდნა, იღბალი და საჩუქარი. თითოეული მათგანის ზემოთ კი შესაბამისი საგნის გრაფიკული გამოსახულება. საჩუქარს ზემოთ გამოსახულია შეფუთული ყუთი, იღბალს ზემოთ-ნალი. ახლა კი დამისახელეთ ხილი, რომელიც გამოსახულია ცოდნის ზემოთ?
პასუხი: ვაშლი წყარო: თიბისი ბანკის სმარტკლუბის ბარათი „მიიღე უფრო მეტი“ ბმული: http://moazrovne.net/q/1628პასუხი
- პაკეტის კომენტარები: