რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 35
-
კარიკატურაზე, სახელად „გლობალური დათბობა“ გამოსახულია კონტინენტების საკმაოდ უცნაური, თეთრ და ყვითელ ფერებში შესრულებული რუკა. ჩვენ არ გეკითხებით, რა მასალისგანაა დამზადებული ეს რუკა, 1 წუთის შემდეგ გვითხარით, რაზე იმყოფებიან კონტინენტები?
პასუხი: ტაფაზე კომენტარი: კარიკატურაზე გამოსახულია ტაფაზე შემწვარი ერბო-კვერცხი, რომელსაც კონტინენტების ფორმა აქვს. წყარო: rian.ru/ecocartoon/20090928/186741176.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1592პასუხი -
2007 წლის 23 აპრილს მევიოლინე დენის შაპოვალოვმა ექსტრემალური კონცერტი ჩაატარა. ის შუბერტისა და ბახის მუსიკას ასრულებდა. კონცერტის შემდეგ მან განაცხადა: „აქ საზღვრები არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მე მთელი დედამიწისთვის ვუკრავდი.“ სად ჩატარდა კონცერტი?
პასუხი: ჩრდილოეთ პოლუსზე. კომენტარი: http://www.denisshapovalov.com/north-pole პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1591პასუხი -
თქვენს წინაშეა სტოკჰოლმის ერთ-ერთ ქუჩაზე 1967 წლის 3 სექტემბერს გადაღებული ფოტო. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ, თუ რა შეიცვალა 1967 წლის 3 სექტემბერს შვედეთში.პასუხი: მოძრაობის წესები, მოძრაობა მარცხენა ზოლიდან მარჯვენა ზოლში გადავიდა. წყარო:- "Вокруг света", 2008, N 9
- ru.wikipedia.org/wiki/Файл:Sweden1967.jpg
პასუხი -
1897 წელს ინდიანას შტატის ასსამბლეამ დაამტკიცა ბილი N 246, რომლის თანახმადაც ეს ოთხს უდრიდა. ამის მიუხედავად დღეს ყველამ იცის, რომ ეს უდრის.. რამდენს?
პასუხი: 3,14-ს (რიცხვი პი) წყარო: www.agecon.purdue.edu/crd/localgov/secondlevel pages/indiana_pi_bill.htm პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1589პასუხი -
პოლ გოგენმა მას „მაქმანებიანი ლითონის გოთიკა“ უწოდა. 1 წუთის შემდეგ დაწერეთ 2 სიტყვა, რომლითაც ჩვენ ამას მოვიხსენიებთ.
პასუხი: ეიფელის კოშკი წყარო: პ. სმირნოვი - საფრანგეთი პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1588პასუხი -
თანამედროვე მაიმუნების ინტელექტუალური შესაძლებლობების ზრდასთან ერთად იცვლება ადამიანების დამოკიდებულება მათ მიმართ. აშშ-ში ხშირად მსჯელობენ მათი უფლებების შესახებ. 1999 წელს შეიქმნა ორგანიზაცია, რომელიც იბრძვის მაიმუნებთან სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ. მათი დევიზი შემდეგნაირად ჟღერს: „მაიმუნებიც ადამიანები არიან. ყოველ შემთხვევაში, ოდესმე გადაიქცევიან ადამიანებად.“ რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით მაიმუნი?
პასუხი: რობოტები წყარო: www.nkj.ru/archive/articles/5065/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1587პასუხი -
თანამედროვე ისლანდიელი დიზაინერები სუვენირების დასამზადებლად ორ კოლექციონერულ ჰობის აერთიანებენ. იღებენ ძველ საფოსტო მარკას, უკეთებენ ლამინირებას, შემდეგ კი მასზე ამაგრებენ ამას. რას ამაგრებენ მაგნიტზე ისლანდიელები?
პასუხი: მაგნიტს. კომენტარი: ამით ისინი მარკების და მაცივრების მაგნიტების შეგროვებას აერთიანებენ წყარო: GEO Traveller 2010, N 25 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1586პასუხი -
2010 წელს ესპანეთში უცნაური ჩემპიონატი ჩატარდა. ეკვადორელი გამარჯვებული შეჯიბრის დროს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა . მისი იქსი 70 დეციბალს შეადგენდა. 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ იქსი!
პასუხი: ხვრინვა. წყარო: www.msnbc.msn.com/id/39816469/ns/world_news-weird_ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1585პასუხი -
ალექსანდრე მაკედონელი ამბობდა: ფილიპეს დამსახურებაა, რომ მე ვცხოვრობ, მაგრამ მისი დამსახურებაა, რომ ვცხოვრობ ღირსეულად. ვისზე საუბრობდა მაკედონელი?
პასუხი: არისტოტელეზე კომენტარი: ფილიპე მისი მამა იყო, არისტოტელე კი - მასწავლებელი პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1584პასუხი -
შეკითხვა #1583 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
შვედური ფირმა, „ელექტროლუქსი“, აწარმოებს იქსებს ჩაშენებული კამერით, რომელიც იქსის მეპატრონეს საშუალებას მისცემს ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერი კომპიუტერიდან ან მობილური ტელეფონიდან შეიხედოს იქსში. არ გეკითხებით, რა მიზნით კეთდება ეს. დაასახელეთ იქსი.
პასუხი: მაცივარი. კომენტარი: „ელექტროლუქსი“ საოჯახო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიაა. კამერა იმისთვისაა საჭირო, რომ მაცივრის მფლობელმა შორიდანვე (სამსახურიდანვე) შეძლოს მაცივარში შეხედვა და საყიდლების სიის შედგენა. წყარო: www.nkj.ru/archive/articles/3755/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1583პასუხი -
შეკითხვა #1582 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
ანჯეი საპკოვსკის წიგნში „ბედისწერის მახვილი“, დრაკონზე მონადირეებს მოიხსენიებენ სიტყვით, რომელიც მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდება რეალურად არსებული „პროფესიისგან“ (თქვი, რომ ბრჭყალებშია.) 1 წუთის შემდეგ დაწერეთ დრაკონებზე მონადირეთა მეტსახელი აბსოლუტურად ზუსტად.
პასუხი: დრაკონიერები კომენტარი: ბრაკონიერი - დრაკონიერი. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%9C%D0%B5%D1%87_%D0%9F%D1 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1582პასუხი -
შეკითხვა #1581 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
ელვის პრესლის პირადი პარიკმახერი იხსენებს, რომ მომღერლის გარდაცვალებისთანავე მას დაუკავშირდნენ და დაავალეს მიცვალებულის საფეთქლებთან ჭაღარა თმის შეღებვა. პარიკმახერს სპეციალური საღებავი თან არ ჰქონდა, დრო კი ძალიან ცოტა იყო. მდგომარეობიდან ის ერთ-ერთმა იქ მყოფმა ქალბატონმა გამოიყვანა, რომელმაც მას პირადი მოხმარების ეს ნივთი გადასცა. ეს ნივთი სავარაუდოდ რამდენიმე თქვენგანსაც აქვს თან. რაზე საუბარი?
პასუხი: ტუში წამწამებისთვის პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1581პასუხი -
შეკითხვა #1580 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
მარილის გადაჭარბებული რაოდენობით მოხმარებას უამრავი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ამის გამო ბრიტანული ქალაქის, სტოკპორტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება მათი სტანდარტული რაოდენობის, ანუ 17-ს 5-მდე შემცირების თაობაზე. (იყო 17, შეამცირეს 5-მდე). რა შეამცირეს სტოკპორტში?
პასუხი: ნახვრეტების რაოდენობა სამარილეებზე კომენტარი: ნაკლები ნახვრეტი - ნაკლები მარილი :) წყარო: ჟურნალი „Огонек“, 2011, N 15 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1580პასუხი -
შეკითხვა #1579 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
არსებობს ყოველწლიური პრემია, რომელიც გადაეცემა ადამიანს სხვის პირად ცხოვრებაში ყველაზე უხეშად ჩარევისთვის. პრემია ატარების მის სახელს. დაასახელეთ იგი ორი სიტყვით, თუკი გეტყვით, რომ ინგლისურად ორივე სიტყვა ერთსა და იმავე ასოზე იწყება.
პასუხი: დიდი ძმა (Big Brother) კომენტარი: ორუელის დიდი ძმა წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Премия_Большого_Брата პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1579პასუხი -
შეკითხვა #1578 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
2010 წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა კალიფორნიაში. ჩვენ არ გეკითხებით, თუ ვის ხვდებოდა ის იქ. დაასახელეთ მედვედევის მიერ დამშვიდობებისას წარმოთქმული ორი ფრაზიდან ერთ-ერთი მაინც.
პასუხი: I’ll be back ან Hasta la vista, baby კომენტარი: ვის უნდა შეხვედროდა, თუ არა შვარცნეგერს. წყარო: www.youtube.com/watch?v=KO6SECqIzIA პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1578პასუხი