რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 36
-
შეკითხვა #1577 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
ევგენი ევტუშენკოს აზრით, ეს არის დამცავი ფარი, სიბრძნის იარაღი, მაგრამ როდესაც ეს სარკაზმად იქცევა, სახიფათო ხდება. ეს ფიგურირებს ელდარ რიაზანოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმის სათაურში. დაასახელეთ ეს.
პასუხი: ირონია კომენტარი: ფილმი - ბედის ირონია, ანუ გაამოთ. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1577პასუხი -
შეკითხვა #1576 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
დაასახელეთ ქალაქი, რომელშიც ლეონიდ კაგანოვმა ეს სურათი გადაიღო.პასუხი: პიზა წყარო: lleo.aha.ru/dnevnik/2010/06/15.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1576პასუხი -
შეკითხვა #1575 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
მისმა ნახატმა, „მწუხარე თამაშმა“, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია მის კოლეგებში. ჟილ ნერე წერს, რომ მხატვარს სიამოვნებდა მისი ნახატის გარშემო ატეხილი ხმამაღალი სკანდალი. რომელ მხატვარზეა საუბარი?
პასუხი: სალვადორ დალიზე წყარო: Gilles Neret – Dali პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1575პასუხი -
შეკითხვა #1574 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
[შეკითხვაში ცვლილებაა] 2008 წელს ვიეტნამელმა ნგუენ ჰიუან ლინმა 100 ვატის სიმძლავრის დინამიკის, 42 დიუმიანი (107 სანტიმეტრის დიაგონალის) პლაზმური ტელევიზორისა და სხვა ნივთების გამოყენებით ააწყო პერსონალური კომპიუტერი. თუმცა, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ის 300 კილოგრამს იწონის, კომპიუტერი არც ისე პერსონალური გამოვიდა. 1 წუთის შემდეგ გვითხარით აბსოლუტურად ზუსტად, რა სიტყვები შევცვალეთ ჩვენ სიტყვებით პერსონალური კომპიუტერი.
პასუხი: მობილური ტელეფონი. კომენტარი: 300 კილოგრამიანი მობილური ტელეფონი სულაც არ იყო მობილური. წყარო: hi-tech.mail.ru/news/item/2400/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1574პასუხი -
შეკითხვა #1573 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
ერთი დიზაინერული კომპანიის სახელწოდება ქართულად ითარგმნება, როგორც „24 იქსი“. 1 წუთის შემდეგ გვითხარით, თუ რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ იქსით, თუკი გეტყვით, რომ კომპანიის უპირველესი მიზანი მომხმარებლებისთვის ღიმილის მოგვრაა.
პასუხი: კბილი კომენტარი: ღიმილის დროს ადამიანი მაქსიმუმ 24 კბილის დემონსტრირებას ახდენს. წყარო: www.novate.ru/blogs/291010/15903/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1573პასუხი -
შეკითხვა #1572 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
მშობლები ხშირად არქმევენ შვილებს ფილმების ან ბესტსელერების პოპულარული გმირების სახელებს. მაგრამ ხშირად საპირისპირო ფაქტებიც გვხვდება. მაგალითად 2006 წლის შემდეგ ყაზახეთში მკვეთრად დაიკლო მანამდე პოპულარული სახელის მქონე ბავშვების რიცხვმა. რა სახელზეა საუბარი?
პასუხი: ბორატი პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1572პასუხი -
შეკითხვა #1571 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
2004 წელს გამოსული ABC-ს ამ სერიალის საუნდტრეკის ჩაწერისას პერკუსიულ ინსტრუმენტებად თვითმფრინავის ნაწილები გამოიყენეს. რომელ სერიალზეა საუბარი?
პასუხი: Lost წყარო: www.imdb.com/title/tt0411008/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1571პასუხი -
შეკითხვა #1570 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
ბრიტანელი ფანტასტის, ბრაიან ოლდისის რომანში აღწერილია დედამიწის იძულებით დატოვების ისტორია. ხომალდის ეკიპაჟის ერთერთი წევრი მეცხოველეობის სპეციალისტია. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით მისი მეტსახელი.
პასუხი: ნოე კომენტარი: ალუზია ბიბლიურ ნოეზე. წყარო: Brian Aldiss – Seasons in Flight პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1570პასუხი -
შეკითხვა #1569 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
[შეკითხვაში ცვლილებაა] ერთი ნაწარმოების თანამედროვე ეკრანიზაციაში ბეტმენი უსვამს შეკითხვას რობინს. შეკითხვაში, ნაწარმოებიში გაჟღერებული კითხვისგან განსხვავებით, ავღანეთის გარდა ფიგურირებს ერაყიც. დაასახელეთ ვინ და ვინ შევცვალეთ ჩვენ ბეტმენით და რობინით?
პასუხი: ჰოლმსი და უოტსონი კომენტარი: ჰოლმსი ეკითხება უოტსონს, თუ სად იბრძოდა ის, ავღანეთში თუ ერაყში. წყარო: Sherlock - s01e01 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1569პასუხი -
შეკითხვა #1568 © ანტონ ვაჭარაძე
თქვენს წინაშეა ვიქტორ პელევინის რომანის „Empire V”–ს ერთ–ერთი თავის სათაური. ყურადღება შეკითხვა: აღადგინეთ თქვენს ფურცლებზე შავად დაფარული ოთხი სიმბოლო.პასუხი: 3,14 კომენტარი: როგორც დღევანდელი ბოლო შეკითხვა, ესეც არის პელევინის წიგნის ბოლო თავის სათაური, ხოლო პის ოთხი სიმბოლოთი სხვანაირად გამოსახვა გაგიჭირდებოდათ. წყარო: lib.rus.ec/b/176351/read#t26 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1568პასუხი -
შეკითხვა #1567 © ანტონ ვაჭარაძე
ეს, 1966 წელს დაბადებული ქართველი ასევე ცნობილია როგორც ჟურნალისტი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: აკა მორჩილაძე კომენტარი: ცნობილია საერთაშორისო აბრევიატურა „also known as” ანუ A.K.A. თან პარალელი გავლებული იყო ისეთ საქმესთან, სადაც ასევე წერაა საჭირო. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1567პასუხი -
შეკითხვა #1566 © ანტონ ვაჭარაძე
ცნობილია შემთხვევა, რომ ამ რამდენიმე წლის წინ, სამი მთვრალი კამბოჯელი გლეხი რიგრიგობით ფეხს ადგამდა ტანკსაწინააღმდეგო მინას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რუსულენოვანი ვიკიპედიის სტატია[ორი სიტვით], რომელშიც კითხვის ავტორი ამ ინფორმაციას წააწყდა.
პასუხი: რუსული რულეტკა კომენტარი: საბოლოოდ, მათი ნარჩენების პოვნა ვერ მოხერხდა. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%A0%D1%83%D1%81%D1%81%D0% პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1566პასუხი -
შეკითხვა #1565 © ანტონ ვაჭარაძე
თვითმფრინავი კონკორდი შენახვისთვის საჭირო დანახარჯებს თითქმის ვერასოდეს ინაზღაურებდა, რის გამოც ჯერემი კლარქსონი თავის წიგნში წერს, რომ კონკორდი დიდი თეთრი ფრინველის ნაცვლად იყო დიდი იქსი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: თეთრი სპილო კომენტარი: თეთრ სპილოებს უწოდებენ ისეთ ნივთებს, რომელთა შენახვაც უაზროდ ძვირი ჯდება. წყარო:- Jeremi Clarkson. I know, you got soul. Penguin 2006, pp. 1
- en.wikipedia.org/wiki/White_elephant
პასუხი -
შეკითხვა #1564 © ანტონ ვაჭარაძე
ვიქტორ პელევინის რომანში – „T“, წყალში ჩავარდნილ მღვდელს წამოეწევა უზარმაზარი გემი, აიყვანს ტრიუმში და უცბად ის აღმოჩნდება სრულ სიბნელეში, რის შემდეგაც მღვდელი თავს წარმოიდგენს იქსად. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: იონა კომენტარი: როგორც იონა ვეშაპის მუცელში. წყარო: Виктор Пелевин. Т. стр. 16. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1564პასუხი -
შეკითხვა #1563 © ანტონ ვაჭარაძე
ერთ სოციალურ პოსტერზე, რომელიც თინეიჯერებს გზებზე გადასვლისას ყურადღებისკენ მოუწოდებს გამოსახულია მიცვალებული, რომელსაც აქვს შემოვლებული თეთრი ხაზი. ყურადღება შეკითხვა: მიხვდით, თუ რისგანაა შემოვლებული აღნიშნული თეთრი ხაზი და დაასახელეთ, თუ რომელი გაჯეტი გდია მიცვალებულის გვერდით.
პასუხი: iPod კომენტარი: თეთრი ხაზი კი აიპოდის ნაუშნიკებისგანაა სტილიზებული. წყარო: nnm.ru/blogs/hunter-666/sovremennaya_reklama_mix_3 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1563პასუხი