რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 37
-
შეკითხვა #1562 © ანტონ ვაჭარაძე
ზამთრის დღეები
გაზაფხულის დღეები
მდუმარე ველი
თქვენს წინაშეა მე-17 საუკუნის ბოლოს შექმნილი ანთოლოგიების სახელწოდებები. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სტილი რომელსაც საფუძველი ამ ანთოლოგიების ავტორმა ჩაუყარა.პასუხი: ჰოკუ (ჰაიკუ) კომენტარი: მაცუო ბასიო არის ლექსის სტილის, ჰოკუს შემქმნელი. მისი ანთოლოგიების სახელწოდებები დასარიგებელ მასალაზე ჰოკუს სტილში იყო განლაგებული, თანაც მარცვლების დაცვით. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1562პასუხი -
შეკითხვა #1561 © ანტონ ვაჭარაძე
თქვენს წინაშეა შარჟი XII საუკუნის დასაწყისის კიევის რუსეთის დიდი მთავრის, ვლადიმერის გამოსახულებაზე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ თუ როგორ დაასათაურა ავტორმა ეს სურათი.პასუხი: ვლადიმირ სტერეომახი. კომენტარი: გამორმაგებული მონო სტერეოა წყარო: en.wikipedia.org/wiki/Vladimir_II_Monomakh პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1561პასუხი -
შეკითხვა #1560 © ანტონ ვაჭარაძე
გოდერძი ჩოხელი თავის მოთხრობაში აღწერს მიტოვების პირას მდგომ სოფელს საიდანაც მოსჩანს რამოდენიმე „იმედის თეთრი ძაფი“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ, თუ რას წარმოადგენენ ზემოხსენებული იმედის თეთრი ძაფები.
პასუხი: საკვამურებიდან ამოსულ კვამლს კომენტარი: რამდენიმე სახლიდან ამომავალ თეთრი კვამლს გოდერძი ჩოხელი უწოდებს იმედის ძაფებს, რადგან მოხარულია იმით, რომ სოფელში ვიღაც კიდევ ცხოვრობს. წყარო: გოდერძი ჩოხელი. ოთხი რომანი, მოთხრობები. „ბაკმი“, თბილისი, 2011, გვ.: 743. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1560პასუხი -
შეკითხვა #1559 © ანტონ ვაჭარაძე
2011 წლის ზაფხულში ჟურნალმა „სანდი თაიმსმა“ გამოაქვეყნა ცნობილი ნახატის კარიკატურა, რომელზეც იმყოფება კიდევ ერთი პერსონაჟი, ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ცნობილი ნახატი.
პასუხი: კივილი. კომენტარი: ნორვეგიელი კითხვაში მთავარ მინიშნებას წარმოადგენდა, რადგან კივილიც ნორვეგიელი მხატვრის, ედუარდ მუნკის შემოქმედებას განეკუთვნება. ამ კარიკატურამ მსოფლიო მასშტაბით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან საზარელი ტერაქტის პაროდირება საზოგადოებამ უსიამოვნოდ მიიღო. წყარო: plus.google.com/100441642353694045036/posts/WeQV18 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1559პასუხი -
შეკითხვა #1558 © ანტონ ვაჭარაძე
2011 წლის 24 ივლისის ერთ–ერთ სატელევიზიო სიუჟეტში განხილული იყო საბერძნეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები. კითხვის ავტორს გაეღიმა შემდეგ ტიტრზე: „იქაურები მკაცრ ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ!“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ თუ სადაურები.
პასუხი: სპარტელები კომენტარი: გაგეღიმება, როდესაც გაიგებ, რომ სპარტელები სიმკაცრეს აპროტესტებენ. წყარო: 24.06.2011, 00.00 „მაესტრო“. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1558პასუხი -
შეკითხვა #1557 © ანტონ ვაჭარაძე
ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვით, თუ რა დამალა კითხვის ავტორმა აღნიშნულ ფოტოზე.პასუხი: ვიოლინოს გასაღები კომენტარი:
წვეთები ნოტებს მოგვაგონებს. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1557პასუხი -
შეკითხვა #1556 © ანტონ ვაჭარაძე
ვიეტნამში მდებარეობს „სამხედრო მუზეუმი“[„War Museum“], სადაც ძირითადად ვიეტნამის ომის დროს მოპოვებული ამერიკული სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი. ჯერემი კლარკსონი ირონიულად აღნიშნავს, რომ სანამ უზარმაზარი ფულის სანაცვლოდ ვიეტნამელები „აპატიებდნენ“ აშშ–ს, მუზეუმის სახელწოდებაში კიდევ ერთი სიტყვა ფიგურირებდა. ყურადღება შეკთხვა: დაასახელეთ ეს სიტყვა.
პასუხი: დანაშაულებათა. კომენტარი: მუზეუმს იქამდე ეწოდებოდა „სამხედრო დანაშაულებათა მუზეუმი“ [„War Crimes Museum“], თუმცა შემდეგ ვიეტნამელებმა ეს სიტყვა ამოიღეს. წყარო: Jeremi Clarkson. I know, you got soul. Penguin 2006, pp. 136 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1556პასუხი -
შეკითხვა #1555 © ანტონ ვაჭარაძე
სტატიაში, რომელიც მიეძღვნა რუსეთის პრეზიდენტ მედვედევის მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ ქალაქში ვიზიტს, ნახსენები იყო იქსი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით, თუ ისინი პირველად 1787 წლისთვის აიგო.პასუხი: პოტიომკინის სოფელი. კომენტარი: პოტიომკინის სოფელი ეწოდება ისეთ ადგილებს, რომლებიც მხოლოდ საჩვენებლად გამოიყენება. ეს პრაქტიკა პირველად ყირიმში თავადმა პოტიომკინმა გამოიყენა ეკატერინე II თავგზაასაბნევად. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1555პასუხი -
შეკითხვა #1554 © ანტონ ვაჭარაძე
ფორმულა 1–ის ერთ-ერთ უპირველეს რბოლაში, ბოქსებად გამოიყენეს მიტოვებული იქსები. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: საჯინიბო. კომენტარი: ამიტომაა, რომ დღესაც ფორმულა 1–ის გუნდებს საჯინიბოებად მოიხსენიებენ. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%A4%D0%BE%D1%80%D0%BC%D1% პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1554პასუხი -
შეკითხვა #1553 © დაჩი ქინქლაძე
სილვია პლატის მისტიური პოემა ‘ქალბატონი ლაზარეს’ ბოლოს მთავარი გმირი გადაიქცევა იქსად. წინა წინადადების ერთ-ერთ სიტყვაში კითხვის ავტორმა გამოტოვა სამი ასო. კითხვა: დაწერეთ ეს 3 ასო!
პასუხი: ფენ[იქსად] კომენტარი: პოემის სათაური წარმოადგენს ალუზიას ბიბლიურ ლაზარეზე, რომელიც მკვდრეთით აღსდგა. ფენიქსსაც აქვს თვისება ფერფლიდან აღსდგეს. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Lady_Lazarus პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1553პასუხი -
შეკითხვა #1552 © ელენა კონკოვა
მაიაკოვსკის ერთ-ერთ ლექსში ეს იმდენად ახალგაზრდაა, რომ თანამგზავრების გარეშე მისი გაშვება სარისკოა. ერთ სომხურ მითში კი მისი სახე ნაყვავილარია. დაასახელეთ ეს.
პასუხი: მთვარე წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1552პასუხი -
შეკითხვა #1551 © ირაკლი გუნია
თქვენს წინაშეა ერთი ამერიკული იუმორისტული გამოცემის გარეკანი. მას ჩამოცილებული აქვს სათაური, რომელიც ალუზიას წარმოადგენს ცნობილ პერსონაჟზე. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.პასუხი: დიდი ძმა კომენტარი:
რაკურსი არის კარის ჭუჭრუტანადან. სათაური არის ამგვარი - პატარა ძმა გითვალთვალებს. გამოცემის წელია 1984. წყარო: lampoon.rwinters.com/Lampoon1984.htm პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1551პასუხი -
შეკითხვა #1550 © ანდრეი ოსტროვსკი
ჯგუფ "ბელფასტის" სიმღერის გმირები აპირებენ კალენდარში ერთი დღე შემოხაზონ არა ჩვეულებრივად წითლით, არამედ სხვა ფერით. დაასახელეთ არა ეს ფერი, არამედ ეს დღე.
პასუხი: წმინდა პატრიკის დღე (17 მარტი) კომენტარი: ბელფასტი ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქია, ფერი კი შესაბამისად მწვანეა. წყარო: www.belfast.ru/html/texts.htm#15 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1550პასუხი -
შეკითხვა #1549 © გრიგორი სმისლოვი
ჰარიმა - ეთიოპური ადრექრისტიანული ლეგენდების პერსონაჟია. სიცოცხლის ბოლოს მან დააარსა მონასტერი, რომელშიც სახარება ერთ დღეში გადაწერა. თქმულების მიხედვით, როდესაც ჰარიმამ დაინახა, რომ სამუშაოს ვერ ასწრებდა, ღმერთმა მისი ლოცვით გააკეთა ეს ქმედება. დაასახელეთ ადამიანი, რომელმაც ერთხელ გააკეთა იგივე ქმედება.
პასუხი: ისუ ნავესი კომენტარი: მან გააჩერა მზე. წყარო:- "Вокруг Света", N10 за 2010. - С. 146
- ru.wikipedia.org/wiki/Иисус_Навин
პასუხი -
შეკითხვა #1548 © ირაკლი გუნია
მალიკ და დილჰან ფერნანდოების მიერ დაარსებული ეს კომპანია 2001-2008 წლებში იყო შრი-ლანკის კრიკეტის ნაკრების სპონსორი. დაასახელეთ ეს კომპანია.
პასუხი: დილმა კომენტარი: ცეილონური ჩაის ბრენდად ქცეული კომპანიის სახელწოდება მიღებულია დამაარსებლების სახელების შეერთებით (დილ + მა) წყარო: en.wikipedia.org/wiki/Dilmah პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1548პასუხი