თბილისის 43-ე ჩემპიონატი
I ტური
II ლიგა
2 ოქტომბერი, 2011
-
შეკითხვა #1569 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
[შეკითხვაში ცვლილებაა] ერთი ნაწარმოების თანამედროვე ეკრანიზაციაში ბეტმენი უსვამს შეკითხვას რობინს. შეკითხვაში, ნაწარმოებიში გაჟღერებული კითხვისგან განსხვავებით, ავღანეთის გარდა ფიგურირებს ერაყიც. დაასახელეთ ვინ და ვინ შევცვალეთ ჩვენ ბეტმენით და რობინით?
პასუხი: ჰოლმსი და უოტსონი კომენტარი: ჰოლმსი ეკითხება უოტსონს, თუ სად იბრძოდა ის, ავღანეთში თუ ერაყში. წყარო: Sherlock - s01e01 ბმული: http://moazrovne.net/q/1569პასუხი -
შეკითხვა #1570 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
ბრიტანელი ფანტასტის, ბრაიან ოლდისის რომანში აღწერილია დედამიწის იძულებით დატოვების ისტორია. ხომალდის ეკიპაჟის ერთერთი წევრი მეცხოველეობის სპეციალისტია. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით მისი მეტსახელი.
პასუხი: ნოე კომენტარი: ალუზია ბიბლიურ ნოეზე. წყარო: Brian Aldiss – Seasons in Flight ბმული: http://moazrovne.net/q/1570პასუხი -
შეკითხვა #1571 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
2004 წელს გამოსული ABC-ს ამ სერიალის საუნდტრეკის ჩაწერისას პერკუსიულ ინსტრუმენტებად თვითმფრინავის ნაწილები გამოიყენეს. რომელ სერიალზეა საუბარი?
პასუხი -
შეკითხვა #1572 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
მშობლები ხშირად არქმევენ შვილებს ფილმების ან ბესტსელერების პოპულარული გმირების სახელებს. მაგრამ ხშირად საპირისპირო ფაქტებიც გვხვდება. მაგალითად 2006 წლის შემდეგ ყაზახეთში მკვეთრად დაიკლო მანამდე პოპულარული სახელის მქონე ბავშვების რიცხვმა. რა სახელზეა საუბარი?
პასუხი: ბორატი ბმული: http://moazrovne.net/q/1572პასუხი -
შეკითხვა #1573 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
ერთი დიზაინერული კომპანიის სახელწოდება ქართულად ითარგმნება, როგორც „24 იქსი“. 1 წუთის შემდეგ გვითხარით, თუ რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ იქსით, თუკი გეტყვით, რომ კომპანიის უპირველესი მიზანი მომხმარებლებისთვის ღიმილის მოგვრაა.
პასუხი: კბილი კომენტარი: ღიმილის დროს ადამიანი მაქსიმუმ 24 კბილის დემონსტრირებას ახდენს. წყარო: www.novate.ru/blogs/291010/15903/ ბმული: http://moazrovne.net/q/1573პასუხი -
შეკითხვა #1574 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
[შეკითხვაში ცვლილებაა] 2008 წელს ვიეტნამელმა ნგუენ ჰიუან ლინმა 100 ვატის სიმძლავრის დინამიკის, 42 დიუმიანი (107 სანტიმეტრის დიაგონალის) პლაზმური ტელევიზორისა და სხვა ნივთების გამოყენებით ააწყო პერსონალური კომპიუტერი. თუმცა, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ის 300 კილოგრამს იწონის, კომპიუტერი არც ისე პერსონალური გამოვიდა. 1 წუთის შემდეგ გვითხარით აბსოლუტურად ზუსტად, რა სიტყვები შევცვალეთ ჩვენ სიტყვებით პერსონალური კომპიუტერი.
პასუხი: მობილური ტელეფონი. კომენტარი: 300 კილოგრამიანი მობილური ტელეფონი სულაც არ იყო მობილური. წყარო: hi-tech.mail.ru/news/item/2400/ ბმული: http://moazrovne.net/q/1574პასუხი -
შეკითხვა #1575 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
მისმა ნახატმა, „მწუხარე თამაშმა“, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია მის კოლეგებში. ჟილ ნერე წერს, რომ მხატვარს სიამოვნებდა მისი ნახატის გარშემო ატეხილი ხმამაღალი სკანდალი. რომელ მხატვარზეა საუბარი?
პასუხი -
შეკითხვა #1576 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
დაასახელეთ ქალაქი, რომელშიც ლეონიდ კაგანოვმა ეს სურათი გადაიღო.პასუხი -
შეკითხვა #1577 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
ევგენი ევტუშენკოს აზრით, ეს არის დამცავი ფარი, სიბრძნის იარაღი, მაგრამ როდესაც ეს სარკაზმად იქცევა, სახიფათო ხდება. ეს ფიგურირებს ელდარ რიაზანოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმის სათაურში. დაასახელეთ ეს.
პასუხი: ირონია კომენტარი: ფილმი - ბედის ირონია, ანუ გაამოთ. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1577პასუხი -
შეკითხვა #1578 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
2010 წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა კალიფორნიაში. ჩვენ არ გეკითხებით, თუ ვის ხვდებოდა ის იქ. დაასახელეთ მედვედევის მიერ დამშვიდობებისას წარმოთქმული ორი ფრაზიდან ერთ-ერთი მაინც.
პასუხი: I’ll be back ან Hasta la vista, baby კომენტარი: ვის უნდა შეხვედროდა, თუ არა შვარცნეგერს. წყარო: www.youtube.com/watch?v=KO6SECqIzIA ბმული: http://moazrovne.net/q/1578პასუხი -
შეკითხვა #1579 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
არსებობს ყოველწლიური პრემია, რომელიც გადაეცემა ადამიანს სხვის პირად ცხოვრებაში ყველაზე უხეშად ჩარევისთვის. პრემია ატარების მის სახელს. დაასახელეთ იგი ორი სიტყვით, თუკი გეტყვით, რომ ინგლისურად ორივე სიტყვა ერთსა და იმავე ასოზე იწყება.
პასუხი: დიდი ძმა (Big Brother) კომენტარი: ორუელის დიდი ძმა წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Премия_Большого_Брата ბმული: http://moazrovne.net/q/1579პასუხი -
შეკითხვა #1580 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
მარილის გადაჭარბებული რაოდენობით მოხმარებას უამრავი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ამის გამო ბრიტანული ქალაქის, სტოკპორტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება მათი სტანდარტული რაოდენობის, ანუ 17-ს 5-მდე შემცირების თაობაზე. (იყო 17, შეამცირეს 5-მდე). რა შეამცირეს სტოკპორტში?
პასუხი: ნახვრეტების რაოდენობა სამარილეებზე კომენტარი: ნაკლები ნახვრეტი - ნაკლები მარილი :) წყარო: ჟურნალი „Огонек“, 2011, N 15 ბმული: http://moazrovne.net/q/1580პასუხი -
შეკითხვა #1581 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
ელვის პრესლის პირადი პარიკმახერი იხსენებს, რომ მომღერლის გარდაცვალებისთანავე მას დაუკავშირდნენ და დაავალეს მიცვალებულის საფეთქლებთან ჭაღარა თმის შეღებვა. პარიკმახერს სპეციალური საღებავი თან არ ჰქონდა, დრო კი ძალიან ცოტა იყო. მდგომარეობიდან ის ერთ-ერთმა იქ მყოფმა ქალბატონმა გამოიყვანა, რომელმაც მას პირადი მოხმარების ეს ნივთი გადასცა. ეს ნივთი სავარაუდოდ რამდენიმე თქვენგანსაც აქვს თან. რაზე საუბარი?
პასუხი: ტუში წამწამებისთვის ბმული: http://moazrovne.net/q/1581პასუხი -
შეკითხვა #1582 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
ანჯეი საპკოვსკის წიგნში „ბედისწერის მახვილი“, დრაკონზე მონადირეებს მოიხსენიებენ სიტყვით, რომელიც მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდება რეალურად არსებული „პროფესიისგან“ (თქვი, რომ ბრჭყალებშია.) 1 წუთის შემდეგ დაწერეთ დრაკონებზე მონადირეთა მეტსახელი აბსოლუტურად ზუსტად.
პასუხი: დრაკონიერები კომენტარი: ბრაკონიერი - დრაკონიერი. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%9C%D0%B5%D1%87_%D0%9F%D1 ბმული: http://moazrovne.net/q/1582პასუხი -
შეკითხვა #1583 © ირაკლი ისაკაძე/დავით გორგილაძე
შვედური ფირმა, „ელექტროლუქსი“, აწარმოებს იქსებს ჩაშენებული კამერით, რომელიც იქსის მეპატრონეს საშუალებას მისცემს ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერი კომპიუტერიდან ან მობილური ტელეფონიდან შეიხედოს იქსში. არ გეკითხებით, რა მიზნით კეთდება ეს. დაასახელეთ იქსი.
პასუხი: მაცივარი. კომენტარი: „ელექტროლუქსი“ საოჯახო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიაა. კამერა იმისთვისაა საჭირო, რომ მაცივრის მფლობელმა შორიდანვე (სამსახურიდანვე) შეძლოს მაცივარში შეხედვა და საყიდლების სიის შედგენა. წყარო: www.nkj.ru/archive/articles/3755/ ბმული: http://moazrovne.net/q/1583პასუხი
- პაკეტის კომენტარები: