თბილისის 43-ე ჩემპიონატი
I ტური
I ლიგა
2 ოქტომბერი, 2011
-
შეკითხვა #1554 © ანტონ ვაჭარაძე
ფორმულა 1–ის ერთ-ერთ უპირველეს რბოლაში, ბოქსებად გამოიყენეს მიტოვებული იქსები. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: საჯინიბო. კომენტარი: ამიტომაა, რომ დღესაც ფორმულა 1–ის გუნდებს საჯინიბოებად მოიხსენიებენ. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%A4%D0%BE%D1%80%D0%BC%D1% ბმული: http://moazrovne.net/q/1554პასუხი -
შეკითხვა #1555 © ანტონ ვაჭარაძე
სტატიაში, რომელიც მიეძღვნა რუსეთის პრეზიდენტ მედვედევის მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ ქალაქში ვიზიტს, ნახსენები იყო იქსი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით, თუ ისინი პირველად 1787 წლისთვის აიგო.პასუხი: პოტიომკინის სოფელი. კომენტარი: პოტიომკინის სოფელი ეწოდება ისეთ ადგილებს, რომლებიც მხოლოდ საჩვენებლად გამოიყენება. ეს პრაქტიკა პირველად ყირიმში თავადმა პოტიომკინმა გამოიყენა ეკატერინე II თავგზაასაბნევად. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1555პასუხი -
შეკითხვა #1556 © ანტონ ვაჭარაძე
ვიეტნამში მდებარეობს „სამხედრო მუზეუმი“[„War Museum“], სადაც ძირითადად ვიეტნამის ომის დროს მოპოვებული ამერიკული სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი. ჯერემი კლარკსონი ირონიულად აღნიშნავს, რომ სანამ უზარმაზარი ფულის სანაცვლოდ ვიეტნამელები „აპატიებდნენ“ აშშ–ს, მუზეუმის სახელწოდებაში კიდევ ერთი სიტყვა ფიგურირებდა. ყურადღება შეკთხვა: დაასახელეთ ეს სიტყვა.
პასუხი: დანაშაულებათა. კომენტარი: მუზეუმს იქამდე ეწოდებოდა „სამხედრო დანაშაულებათა მუზეუმი“ [„War Crimes Museum“], თუმცა შემდეგ ვიეტნამელებმა ეს სიტყვა ამოიღეს. წყარო: Jeremi Clarkson. I know, you got soul. Penguin 2006, pp. 136 ბმული: http://moazrovne.net/q/1556პასუხი -
შეკითხვა #1557 © ანტონ ვაჭარაძე
ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვით, თუ რა დამალა კითხვის ავტორმა აღნიშნულ ფოტოზე.პასუხი -
შეკითხვა #1558 © ანტონ ვაჭარაძე
2011 წლის 24 ივლისის ერთ–ერთ სატელევიზიო სიუჟეტში განხილული იყო საბერძნეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები. კითხვის ავტორს გაეღიმა შემდეგ ტიტრზე: „იქაურები მკაცრ ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ!“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ თუ სადაურები.
პასუხი: სპარტელები კომენტარი: გაგეღიმება, როდესაც გაიგებ, რომ სპარტელები სიმკაცრეს აპროტესტებენ. წყარო: 24.06.2011, 00.00 „მაესტრო“. ბმული: http://moazrovne.net/q/1558პასუხი -
შეკითხვა #1559 © ანტონ ვაჭარაძე
2011 წლის ზაფხულში ჟურნალმა „სანდი თაიმსმა“ გამოაქვეყნა ცნობილი ნახატის კარიკატურა, რომელზეც იმყოფება კიდევ ერთი პერსონაჟი, ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ცნობილი ნახატი.
პასუხი: კივილი. კომენტარი: ნორვეგიელი კითხვაში მთავარ მინიშნებას წარმოადგენდა, რადგან კივილიც ნორვეგიელი მხატვრის, ედუარდ მუნკის შემოქმედებას განეკუთვნება. ამ კარიკატურამ მსოფლიო მასშტაბით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან საზარელი ტერაქტის პაროდირება საზოგადოებამ უსიამოვნოდ მიიღო. წყარო: plus.google.com/100441642353694045036/posts/WeQV18 ბმული: http://moazrovne.net/q/1559პასუხი -
შეკითხვა #1560 © ანტონ ვაჭარაძე
გოდერძი ჩოხელი თავის მოთხრობაში აღწერს მიტოვების პირას მდგომ სოფელს საიდანაც მოსჩანს რამოდენიმე „იმედის თეთრი ძაფი“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ, თუ რას წარმოადგენენ ზემოხსენებული იმედის თეთრი ძაფები.
პასუხი: საკვამურებიდან ამოსულ კვამლს კომენტარი: რამდენიმე სახლიდან ამომავალ თეთრი კვამლს გოდერძი ჩოხელი უწოდებს იმედის ძაფებს, რადგან მოხარულია იმით, რომ სოფელში ვიღაც კიდევ ცხოვრობს. წყარო: გოდერძი ჩოხელი. ოთხი რომანი, მოთხრობები. „ბაკმი“, თბილისი, 2011, გვ.: 743. ბმული: http://moazrovne.net/q/1560პასუხი -
შეკითხვა #1561 © ანტონ ვაჭარაძე
თქვენს წინაშეა შარჟი XII საუკუნის დასაწყისის კიევის რუსეთის დიდი მთავრის, ვლადიმერის გამოსახულებაზე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ თუ როგორ დაასათაურა ავტორმა ეს სურათი.პასუხი: ვლადიმირ სტერეომახი. კომენტარი: გამორმაგებული მონო სტერეოა წყარო: en.wikipedia.org/wiki/Vladimir_II_Monomakh ბმული: http://moazrovne.net/q/1561პასუხი -
შეკითხვა #1562 © ანტონ ვაჭარაძე
ზამთრის დღეები
გაზაფხულის დღეები
მდუმარე ველი
თქვენს წინაშეა მე-17 საუკუნის ბოლოს შექმნილი ანთოლოგიების სახელწოდებები. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სტილი რომელსაც საფუძველი ამ ანთოლოგიების ავტორმა ჩაუყარა.პასუხი: ჰოკუ (ჰაიკუ) კომენტარი: მაცუო ბასიო არის ლექსის სტილის, ჰოკუს შემქმნელი. მისი ანთოლოგიების სახელწოდებები დასარიგებელ მასალაზე ჰოკუს სტილში იყო განლაგებული, თანაც მარცვლების დაცვით. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1562პასუხი -
შეკითხვა #1563 © ანტონ ვაჭარაძე
ერთ სოციალურ პოსტერზე, რომელიც თინეიჯერებს გზებზე გადასვლისას ყურადღებისკენ მოუწოდებს გამოსახულია მიცვალებული, რომელსაც აქვს შემოვლებული თეთრი ხაზი. ყურადღება შეკითხვა: მიხვდით, თუ რისგანაა შემოვლებული აღნიშნული თეთრი ხაზი და დაასახელეთ, თუ რომელი გაჯეტი გდია მიცვალებულის გვერდით.
პასუხი: iPod კომენტარი: თეთრი ხაზი კი აიპოდის ნაუშნიკებისგანაა სტილიზებული. წყარო: nnm.ru/blogs/hunter-666/sovremennaya_reklama_mix_3 ბმული: http://moazrovne.net/q/1563პასუხი -
შეკითხვა #1564 © ანტონ ვაჭარაძე
ვიქტორ პელევინის რომანში – „T“, წყალში ჩავარდნილ მღვდელს წამოეწევა უზარმაზარი გემი, აიყვანს ტრიუმში და უცბად ის აღმოჩნდება სრულ სიბნელეში, რის შემდეგაც მღვდელი თავს წარმოიდგენს იქსად. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: იონა კომენტარი: როგორც იონა ვეშაპის მუცელში. წყარო: Виктор Пелевин. Т. стр. 16. ბმული: http://moazrovne.net/q/1564პასუხი -
შეკითხვა #1565 © ანტონ ვაჭარაძე
თვითმფრინავი კონკორდი შენახვისთვის საჭირო დანახარჯებს თითქმის ვერასოდეს ინაზღაურებდა, რის გამოც ჯერემი კლარქსონი თავის წიგნში წერს, რომ კონკორდი დიდი თეთრი ფრინველის ნაცვლად იყო დიდი იქსი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: თეთრი სპილო კომენტარი: თეთრ სპილოებს უწოდებენ ისეთ ნივთებს, რომელთა შენახვაც უაზროდ ძვირი ჯდება. წყარო:- Jeremi Clarkson. I know, you got soul. Penguin 2006, pp. 1
- en.wikipedia.org/wiki/White_elephant
პასუხი -
შეკითხვა #1566 © ანტონ ვაჭარაძე
ცნობილია შემთხვევა, რომ ამ რამდენიმე წლის წინ, სამი მთვრალი კამბოჯელი გლეხი რიგრიგობით ფეხს ადგამდა ტანკსაწინააღმდეგო მინას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რუსულენოვანი ვიკიპედიის სტატია[ორი სიტვით], რომელშიც კითხვის ავტორი ამ ინფორმაციას წააწყდა.
პასუხი: რუსული რულეტკა კომენტარი: საბოლოოდ, მათი ნარჩენების პოვნა ვერ მოხერხდა. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%A0%D1%83%D1%81%D1%81%D0% ბმული: http://moazrovne.net/q/1566პასუხი -
შეკითხვა #1567 © ანტონ ვაჭარაძე
ეს, 1966 წელს დაბადებული ქართველი ასევე ცნობილია როგორც ჟურნალისტი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: აკა მორჩილაძე კომენტარი: ცნობილია საერთაშორისო აბრევიატურა „also known as” ანუ A.K.A. თან პარალელი გავლებული იყო ისეთ საქმესთან, სადაც ასევე წერაა საჭირო. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1567პასუხი -
შეკითხვა #1568 © ანტონ ვაჭარაძე
თქვენს წინაშეა ვიქტორ პელევინის რომანის „Empire V”–ს ერთ–ერთი თავის სათაური. ყურადღება შეკითხვა: აღადგინეთ თქვენს ფურცლებზე შავად დაფარული ოთხი სიმბოლო.პასუხი: 3,14 კომენტარი: როგორც დღევანდელი ბოლო შეკითხვა, ესეც არის პელევინის წიგნის ბოლო თავის სათაური, ხოლო პის ოთხი სიმბოლოთი სხვანაირად გამოსახვა გაგიჭირდებოდათ. წყარო: lib.rus.ec/b/176351/read#t26 ბმული: http://moazrovne.net/q/1568პასუხი
- პაკეტის კომენტარები: