თბილისის 43-ე ჩემპიონატი
I ტური
უმაღლესი ლიგა
2 ოქტომბერი, 2011
-
შეკითხვა #1534 © ირაკლი გუნია
ბავშვობაში ალფრედს დედა ცუდად მოქცევის შემთხვევაში საათობით გაუნძრევლად დგომას აიძულებდა. დაასახელეთ მისი გვარი.
პასუხი: ჰიჩკოკი კომენტარი: ბავშვობისეული გამოცდილება მოგვიანებით აისახა მის შემოქმედებაში წყარო: en.wikipedia.org/wiki/Alfred_Hitchcock#Hitchcock.2 ბმული: http://moazrovne.net/q/1534პასუხი -
შეკითხვა #1535 © ოლეგ პელიპეიჩენკო
დაასახელეთ სიტყვა, რომელიც თქვენთვის დაფარულია.პასუხი: ბოულინგი კომენტარი: ფეხსაცმელს აქვს კეგლის ფორმა. წყარო: blog.echoenduring.com/2009/09/20/echoes-week-5-aug ბმული: http://moazrovne.net/q/1535პასუხი -
შეკითხვა #1536 © ალექსანდრე ზაგოროდნევი
სტეფანი მაიერის რომანის გმირი ეუბნება გოგონას, რომელმაც სხვა ამოარჩია, რომ თავის შანსს დაელოდება იქსზე. ერთი ჟურნალისტი ახსენებს იქსს საკადრო რეზერვზე საუბრისას. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით, თუ ისინი ერთი და იმავე სიტყვაზე იწყებიან.
პასუხი: სათადარიგოთა სკამი წყარო:- Стефани Майер. Затмение. – М.: АСТ, 2009. - С. 609
- www.nvspb.ru/stories/skameyka-zapasnyh-42842
პასუხი -
შეკითხვა #1537 © გაგი გაბრიჭიძე
დევიდ ბრინის რომანში აღწერილია მომავალი, როდესაც ამზადებენ ადამიანთა დუბლიკატებს. ისეთ დუბლიკატებს, რომლებიც დამზადებისას სრულყოფილნი არ გამოდიან, მოიხსენიებენ ფრენკის სახელით. დაასახელეთ იმ ადამიანის გვარი, რომლის მიხედვითაც მიიღეს მათ სახელი.
პასუხი -
შეკითხვა #1538 © ანდრეი სმეტანინი
ბიბლიოფილი უილიამ ბლეიდსი მეთხუთმეტე საუკუნის წიგნის აღწერისას ამბობს, რომ იქსებს შორის ყველაზე ჯიუტმა მიაღწია 87-ე გვერდს. თავად ბლეიდს ასევე შეიძლება ვუწოდოთ იქსი. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: წიგნის ჭია წყარო: www.gutenberg.org/files/1302/1302-h/1302-h.htm ბმული: http://moazrovne.net/q/1538პასუხი -
შეკითხვა #1539 © ირაკლი გუნია
1982 წელს ლივერპულში დადგეს ძეგლი, რომელიც ეძღვნება ყველა მარტოხელა ადამიანს. დაასახელეთ ქალი, რომელსაც ეძღვნება ეს ძეგლი.
პასუხი: ელინორ რიგბი კომენტარი: ბითლზის ამავე სახელწოდების ცნობილი სიმღერის პერსონაჟის მიხედვით. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Eleanor_Rigby ბმული: http://moazrovne.net/q/1539პასუხი -
შეკითხვა #1540 © ალექსეი შერედეგა
იენ მაკკიუენის გმირი-ჟურნალისტი ინტერესდება, თუ როგორ აგვარებენ ისინი კამათებს. ამაზე ისინი პასუხობენ, რომ მათ სახეზე არის კბენის ნაკვალევები. მათი სახელები ითარგმნება, როგორც "მარცხენა" და "მარჯვენა". დაასახელეთ ისინი.
პასუხი -
შეკითხვა #1541 © სერაფიმ შიბანოვი
მწერალმა ალექსანდრე ნილინმა საბჭოთა ჰოკეის უწოდა ერთ-ერთი ნაღმი, რომელმაც ააფეთქა იქსი. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: რკინის ფარდა წყარო: Нилин А. ХХ век. Спорт. – М., 2005. – С. 373 ბმული: http://moazrovne.net/q/1541პასუხი -
შეკითხვა #1542 © ირაკლი გუნია
1668 წელს ამ პიროვნებამ დაწერა წიგნი ’ბეჰემოთი’. დაასახელეთ ეს პიროვნება.
პასუხი: თომას ჰობსი კომენტარი: მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია "ლევიათანი". ბეჰემოთი და ლევიათანი ბიბლიური ურჩხულებია. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Behemoth_(book) ბმული: http://moazrovne.net/q/1542პასუხი -
შეკითხვა #1543 © ვლადიმერ ოსტროვსკი
მცირე ხნის წინ სერბეთში დაიწყეს წყალზე გარკვეული წარწერების და ტელეფონის ნომრების პროეცირება. ამავე მიზნით ამერიკის რამდენიმე ქალაქში მოძრაობენ ავტობუსები, რომელთა სახურავზე შევხვდებით მოწოდებებს. დაასახელეთ თუ ვისთვის არის ისინი განკუთვნილი.
პასუხი: თვითმკვლელები კომენტარი: სერბეთში მთავარი ხიდების ქვეშ არის იმგვარი წარწერები, რომელსაც მხოლოდ ხიდის ნაპირზე მდგომი ადამიანი დაინახავს. ეს წარწერებია სასწრაფო დახმარების ტელეფონი და გამამხნევებელი სიტყვები. იმავე შინაარსი აქვს მოწოდებებს ამერიკულ ავტობუსებზე. წყარო: www.adme.ru/suicide-prevention-office/v-serbii-raz ბმული: http://moazrovne.net/q/1543პასუხი -
შეკითხვა #1544 © დენის სარკანიჩი
ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებაა. სიკვდილის წინ გოგოლმა მეგობრებს სთხოვა "კვამლი წყალზე". დაასახელეთ თუ რა არის შეცვლილი სიტყვებით "კვამლი წყალზე".
პასუხი: კიბე ზეცისკენ კომენტარი: ერთი ცნობილი სიმღერის სათაურით შეცვლილია მეორე. წყარო: А.Жолковский «Блуждающие сны» М СП 1992 г с 91 ბმული: http://moazrovne.net/q/1544პასუხი -
შეკითხვა #1545 © ივან სემუშინი
როდესაც პრუსტის პერსონაჟი აკეთებს ამას, მას ეჩვენება, რომ ორი ფარდა უშლის ხელს დაინახოს ზღვა. ეს ქმედება გვხვდება 1999 წლის ფილმის სახელწოდებაში. დაასახელეთ ამ ფილმის რეჟისორი.
პასუხი: სტენლი კუბრიკი კომენტარი: ეს ქმედებაა თვალების ფართოდ დახუჭვა. წყარო: მარსელ პრუსტი, ტყვე-ქალი ბმული: http://moazrovne.net/q/1545პასუხი -
შეკითხვა #1546 © რატი შუბლაძე
თქვენს წინაშეა ორი ოჯახი. დაასახელეთ ორივე სახელწოდება, თუ ისინი ერთმანეთისგან ერთი სიტყვით განსხვავდებიან.პასუხი -
შეკითხვა #1547 © იგორ იაშკოვი
მოისმინეთ სამეცნიერო ანეკდოტი. სამსახურიდან დაბრუნებული იქსის ცოლი იქსს ეკითხება: "საყვარელი კარადაშია?" დაასახელეთ იქსის გვარი.
პასუხი: [ერვინ რუდოლფ იოზეფ] შრედინგერი წყარო: gosh.org.ru/2010/05/28/vozvrashhaetsya-kak-to-zhen ბმული: http://moazrovne.net/q/1547პასუხი -
შეკითხვა #1548 © ირაკლი გუნია
მალიკ და დილჰან ფერნანდოების მიერ დაარსებული ეს კომპანია 2001-2008 წლებში იყო შრი-ლანკის კრიკეტის ნაკრების სპონსორი. დაასახელეთ ეს კომპანია.
პასუხი: დილმა კომენტარი: ცეილონური ჩაის ბრენდად ქცეული კომპანიის სახელწოდება მიღებულია დამაარსებლების სახელების შეერთებით (დილ + მა) წყარო: en.wikipedia.org/wiki/Dilmah ბმული: http://moazrovne.net/q/1548პასუხი -
შეკითხვა #1549 © გრიგორი სმისლოვი
ჰარიმა - ეთიოპური ადრექრისტიანული ლეგენდების პერსონაჟია. სიცოცხლის ბოლოს მან დააარსა მონასტერი, რომელშიც სახარება ერთ დღეში გადაწერა. თქმულების მიხედვით, როდესაც ჰარიმამ დაინახა, რომ სამუშაოს ვერ ასწრებდა, ღმერთმა მისი ლოცვით გააკეთა ეს ქმედება. დაასახელეთ ადამიანი, რომელმაც ერთხელ გააკეთა იგივე ქმედება.
პასუხი: ისუ ნავესი კომენტარი: მან გააჩერა მზე. წყარო:- "Вокруг Света", N10 за 2010. - С. 146
- ru.wikipedia.org/wiki/Иисус_Навин
პასუხი -
შეკითხვა #1550 © ანდრეი ოსტროვსკი
ჯგუფ "ბელფასტის" სიმღერის გმირები აპირებენ კალენდარში ერთი დღე შემოხაზონ არა ჩვეულებრივად წითლით, არამედ სხვა ფერით. დაასახელეთ არა ეს ფერი, არამედ ეს დღე.
პასუხი: წმინდა პატრიკის დღე (17 მარტი) კომენტარი: ბელფასტი ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქია, ფერი კი შესაბამისად მწვანეა. წყარო: www.belfast.ru/html/texts.htm#15 ბმული: http://moazrovne.net/q/1550პასუხი -
შეკითხვა #1551 © ირაკლი გუნია
თქვენს წინაშეა ერთი ამერიკული იუმორისტული გამოცემის გარეკანი. მას ჩამოცილებული აქვს სათაური, რომელიც ალუზიას წარმოადგენს ცნობილ პერსონაჟზე. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.პასუხი: დიდი ძმა კომენტარი:
რაკურსი არის კარის ჭუჭრუტანადან. სათაური არის ამგვარი - პატარა ძმა გითვალთვალებს. გამოცემის წელია 1984. წყარო: lampoon.rwinters.com/Lampoon1984.htm ბმული: http://moazrovne.net/q/1551პასუხი -
შეკითხვა #1552 © ელენა კონკოვა
მაიაკოვსკის ერთ-ერთ ლექსში ეს იმდენად ახალგაზრდაა, რომ თანამგზავრების გარეშე მისი გაშვება სარისკოა. ერთ სომხურ მითში კი მისი სახე ნაყვავილარია. დაასახელეთ ეს.
პასუხი -
შეკითხვა #1553 © დაჩი ქინქლაძე
სილვია პლატის მისტიური პოემა ‘ქალბატონი ლაზარეს’ ბოლოს მთავარი გმირი გადაიქცევა იქსად. წინა წინადადების ერთ-ერთ სიტყვაში კითხვის ავტორმა გამოტოვა სამი ასო. კითხვა: დაწერეთ ეს 3 ასო!
პასუხი: ფენ[იქსად] კომენტარი: პოემის სათაური წარმოადგენს ალუზიას ბიბლიურ ლაზარეზე, რომელიც მკვდრეთით აღსდგა. ფენიქსსაც აქვს თვისება ფერფლიდან აღსდგეს. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Lady_Lazarus ბმული: http://moazrovne.net/q/1553პასუხი
- პაკეტის კომენტარები: