რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 64
-
ჩჟეცზიანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ჩინეთის დიდი კედლის ბლოკების ერთმანეთზე დასამაგრებლად გამოყენებული ხსნარის შემადგენლობაში ეს პროდუქტიც შედიოდა. ეცადეთ არ დაიბნეთ და მიხვდეთ, თუ რაზეა საუბარი!
პასუხი: ბრინჯი წყარო: www.membrana.ru/lenta/?10457 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1157პასუხი -
Dog sees Ada.
თქვენს წინაშეა ლიტერატორ გორდონ დოუს ერთი მოთხრობის პირველი ფრაზა. როგორც თვითონ მწერალი ამბობს, ასეთი მოთხრობების წერა საკმაოდ ძნელია. კითხვა: 1 წუთის შემდეგ დაწერეთ ამ მოთხრობის ბოლო, სამსიტყვიანი ფრაზა.პასუხი: Ada sees God კომენტარი: საუბარია მოთხრობა-პალინდრომებზე. ძაღლის მიერ ადას დანახვა ადასა და ღმერთის შეხვედრით დასრულდა წყარო: www.growndodo.com/wordplay/palindromes/ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1156პასუხი -
კომპანია პეპსიმ ჩინეთისთვის განკუთვნილი თუნუქის ქილების დამზადებისას, ტრადიციული X-ის ნაცვლად გამოიყენა Y, რომელიც, უფრო მის კონკურენტ კომპანიასთან ასოცირდება. კითხვა: დაასახელეთ X-იც და Y-იც!
პასუხი: X – ლურჯი ფერი, Y - წითელი ფერი (ითვლება აზრობრივად სწორი ყველა პასუხი) კომენტარი: კომუნისტური ჩინეთის მაცხოვრებლებს წითელი ფერის ქილები უფრო მოეწონებოდათ. კონკურენტი კომპანია - კოკა-კოლა წყარო: www.adme.ru/pepsi/pepsi-vpervye-perekrasila-banki- პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1155პასუხი -
შეკითხვა #1154 © ზურაბ კუპატაძე
ერთხელ იუმორისტმა ჯოშ ბილინგსმა თქვა: „ცხოვრებაში გვხდება ორი მოულოდნელობა, რომლისთვისაც არასოდეს ვართ მზად. ეს არის „თევზები“. კითხვა: რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით თევზები?
პასუხი: ტყუპები :) წყარო: www.brainyquote.com/quotes/quotes/j/joshbillin1283 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1154პასუხი -
ანდრეი ბელი ერთერთ ნაწარმოებში წერს, რომ ამან ქვედა ყბა გამოწია, რათა მის წინ მჯდომ ადამიანს მისთვის კბილებში თითები ერტყა. ვის ან რას გულისხმობდა ბელი?
პასუხი: პიანინოს (ფორტეპიანოს) კომენტარი: კბილებში იგულისხმება კლავიშები. წყარო: az.lib.ru/b/belyj_a/text_0350.shtml პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1153პასუხი -
შეკითხვა #1152 © გიორგი მახარაძე
„იქსი“ მე-18 საუკუნის დასაწყისში უილიამ პენმა 11 კვაკერთან ერთად დაარსა. შეკითხვის ავტორის მეგობარს „იქსი“ აერია „იგრეკში“, რომელიც რუმინეთის ერთ-ერთ პროვინციას წარმოადგენს. დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც!
პასუხი: პენსილვანია და ტრანსილვანია კომენტარი: რუმინეთის პროვინცია, რა თქმა უნდა, გახლავთ ვლად ცეპეშის სამშობლო ანუ ტრანსილვანია. უილიამ პენმა კი დაარსა პენსილვანია. წყარო: გივი ბოლოთაშვილი, მსოფლიოს ცივილიზაციის ისტორიები, გვ.213, 2004 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1152პასუხი -
შეკითხვა #1151 © ანტონ ვაჭარაძე
შეიძლება ითქვას, რომ ამ პოპ-მომღერალი ქალბატონის კარიერაში ზღვარი გაავლო 2001 წლის ალბომმა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს მომღერალი.
პასუხი: სარა კონორი კომენტარი: მთავარი მინიშნება იყო „ზღვარი გაავლო“ ანუ ის იყო ერთგვარი ტერმინატორი. ცნობილია რომ ამ მომღერლის სახელი და გვარი ემთხვევა საკულტო ფილმ „ტერმინატორის“ პერსონაჟის სახელსა და გვარს. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1151პასუხი -
შეკითხვა #1150 © ანტონ ვაჭარაძე
მულტსერიალ „ფუტურამაში“ ფიგურირებს გასართობი ქალაქი მარს-ვეგასი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქალაქში მდებარე სასტუმროს სახელწოდება, რომელშიც კოსმოსურ ხომალდს შეუძლია გავლა.
პასუხი: მირაჟიო კომენტარი: ალუზია ლას–ვეგასსა და მის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ სასტუმრო „ბილაჯიო“-ზე. წყარო:- მულტსერიალი Futurama: Into the wild green yonder
- en.wikipedia.org/wiki/Bellagio_(hotel_and_casino)
პასუხი -
შეკითხვა #1149 © გაგი გაბრიჭიძე
სატანური ეკლესიის დამაარსებელი ენტონი შანდორ ლავეი უკუღმართი ინგლისური ლოგიკით ამტკიცებდა, რომ „ეს იგივეა რაც ცხოვრება“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს.
პასუხი: ბოროტება კომენტარი: evil უკუღმა იკითხება როგორც live წყარო: Anton Szandor LaVey, The Devil's Notebook პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1149პასუხი -
შეკითხვა #1148 © გაგი გაბრიჭიძე
[ყურადღება, შეკითხვაში არის ცვლილება] 2011 წელს, პლანეტა იუპიტერზე უნდა გააგზავნონ კოსმოსური თანამგზავრი სახელად – ატლანტა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რომელი სიტყვაა შეცვლილია სიტყვით – ატლანტა.
პასუხი: ჯუნო (იუნონა) კომენტარი: ანტიკურ მითოლოგიაში იუპიტერის ცოლს ქვია იუნონა. ცვლილების არსი – ატლანტა და ჯუნო ორივე აშშ–ს შტატის დედაქალაქია. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Juno_(spacecraft) პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1148პასუხი -
შეკითხვა #1147 © ნიკოლოზ აგლაძე
ვლადიმირ ნაბოკოვი ერთ-ერთ რომანში აღწერს ადამიანს, რომელიც გასაშლელ კიბეზე წამომჯდარა და თითქოს რაღაცას უარყოფსო, თავს ავტომატივით აქეთ-იქით ატრიალებს. ყურადღება შეკითხვა: მითხარით, რითი არიან დაკავებული ამ დროს იქვე მყოფი რომანის მთავარი გმირები.
პასუხი: ჩოგბურთს თამაშობენ კომენტარი: ის ადამიანი კი მსაჯია. წყარო: Набоков В. Король, дама, валет: Роман – СПб.: Азбука-классика, 2004, стр.164 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1147პასუხი -
შეკითხვა #1146 © ანტონ ვაჭარაძე
კითხვის ავტორი გირჩევთ სხვა კითხვებზეც ამ შეკითხვის პასუხით არ უპასუხოთ.
თქვენს წინაშეა ჩანახატი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მისი ავტორი!პასუხი: ივანე მიჩურინი კომენტარი: ამ ადამიანის გარდა ალბათ გაგიჭირდებოდათ სხვა რუსი ბიოლოგის გახსენება. სხვა კითხვებზე პასუხი „მიჩურინი“ აღარ იქნება :) წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%9C%D0%B8%D1%87%D1%83%D1% პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1146პასუხი -
შეკითხვა #1145 © დაჩი ქინქლაძე
ტელესერიალ „საიდუმლო მასალების“ (The X-Files) ერთ-ერთ სერიაში, ქალი პერსონაჟი მთელი სერიის განმავლობაში ამაოდ ცდილობს დაარწმუნოს აგენტი და გარშემომყოფები, რომ ის უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს. ყურადღება შეკითხვა: რა ქვია ამ ქალბატონს.
პასუხი: კასანდრა კომენტარი: მისი არავის სჯერა. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1145პასუხი -
შეკითხვა #1144 © ანტონ ვაჭარაძე
დაასახელეთ ფილმი, რომლისთვისაც ერთმა კრეატიულმა საიტმა მოიგონა ეს პოსტერი.პასუხი: რკინის კაცი (Iron Man) კომენტარი:
მენდელეევის ტაბულაში რკინა არის Ferum, აგრეთვე კარგად ხედავთ მამრობითის აღმნიშვნელ გავრცელებულ სიმბოლოს. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1144პასუხი -
შეკითხვა #1143 © ანტონ ვაჭარაძე
[ყურადღება, შეკითხვაში არის ცვლილება] ალექსანდრ ლევინის წიგნის თავებია: „თვითმკვლელობის დემონი“, „ცნობილი მკვლელები“, „სიკვდილით დასჯის ისტორია“, თავად წიგნის სათაურია – „მენავის მოგონებები“. ყურადღება შეკითხვა: რა ორი სიტყვაა შეცვლილი სიტყვებით – „მენავის მოგონებები“?
პასუხი: ქარონის ქრონიკები. კომენტარი: მენავე ქარონი სიკვდილთან ასოცირდება. ცვლილება ლოგიკური იყო. წყარო: charonchronicles.ru/book/best/ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1143პასუხი