რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 65
-
შეკითხვა #1142 © გაგი გაბრიჭიძე
გადაცემაში „აპოკრიფი“ (01.02.2011) ამ მწერლის შესახებ თქვეს, რომ XVIII საუკუნეში მან პირველმა შექმნა ფარდობითობის თეორია. დაასახელეთ ეს მწერალი.
პასუხი: ჯონთან სვიფტი. კომენტარი: გულივერი გოლიათად წარმოგვიდგება ლილიპუტებთან მიმართებაში და პირიქით გოლიათებთან მიმართებაში. წყარო: „აპოკრიფი“ (01.02.2011). პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1142პასუხი -
შეკითხვა #1141 © ანტონ ვაჭარაძე
დასარიგებელ მასალაზე, კითხვის ავტორმა X–ში გამოტოვა Y. X–ში Y პირველად 2002 წელს, ზაუბერში გამოჩნდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ X და Y.პასუხი: ფორმულა 1, მასა კომენტარი: მასალაზე პირველ ფორმულაში, ანუ ფორმულა 1–ში, ავტორმა გამოტოვა m ანუ მასა. ფორმულა 1–ის ჩემპიონატიდან კი ალბათ ფელიპე მასას შესახებაც გსმენიათ. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Felipe_Massa პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1141პასუხი -
შეკითხვა #1140 © გაგი გაბრიჭიძე
ტომი და ჯერის ერთ–ერთ სერიაში, კატა ყინვაში აგდებს თაგვსა და პატარა ლეკვს. კარების დახურვის შემდეგ ტომი (კატა) თავს წარმოიდგენს სხვა ცხოველად. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ცხოველი!
პასუხი: მყრალა (სკუნსი, სქანქი) წყარო: ტომი და ჯერის ერთ–ერთი სერია. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1140პასუხი -
შეკითხვა #1139 © გაგი გაბრიჭიძე
[ყურადღება, შეკითხვაში არის ცვლილება] მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მატჩის, „რომა“ – „შახტარი“-ს მატჩის ქართველმა კომენტატორმა აღნიშნა, რომ ამ ფეხბურთელმა ბევრ კლუბში იხეტიალა. ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით თუ რომელი სიტყვაა შეცვლილი რომელი სიტყვით. დაასახელეთ ეს ფეხბურთელი.
პასუხი: ბორიელო კომენტარი: კომენტატორმა თქვა, რომ მან იბორიალა. წყარო: პირველი არხი. 14.02.2011. რომა–შახტარი. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1139პასუხი -
შეკითხვა #1138 © ანტონ ვაჭარაძე
დაასახელეთ ბრენდი, რომლის რეკლამიდან ფრაგმენტსაც თქვენ ეხლა ხედავთ.პასუხი: დაბლმინთი. კომენტარი: სარეჭ რეზინს თქვენ ნათლად ხედავდით, ხოლო გაორმაგებიდან ადვილად მიხვდებოდით პასუხს. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1138პასუხი -
შეკითხვა #1137 © ანტონ ვაჭარაძე
[ყურადღება, შეკითხვაში არის ცვლილება]
ერთ-ერთ ვესტერნში მთავარი გმირი ბოროტმოქმედებს ღორებით უსწორდება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ თუ რა სიტყვაა შეცვლილი სიტყვით – ღორები.პასუხი: კოლტი კომენტარი: ღორების ჯოგს კოლტი ეწოდება. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1137პასუხი -
შეკითხვა #1136 © ანტონ ვაჭარაძე
2001 წელს ერთი იაპონელი ქალბატონი დაიღუპა ჩრდილოეთ დაკოტას შტატში, $920.000–ის ძებნისას. დაასახელეთ ქალაქი, რომელთან ახლოს მოხდა ეს შემთხვევა.
პასუხი: ფარგო კომენტარი: ის ეძებდა ფულს, რომელიც ამ ადგილას ძმები კოენების საკულტო ფილმ „ფარგოში“ სტივ ბუშემის პერსონაჟმა დამალა. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Takako_Konishi_(office_worke პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1136პასუხი -
შეკითხვა #1135 © ირაკლი გუნია
ბრიტანელი ესეისტი უოლტერ ბაჯოტი ამბობდა, რომ „დრომ“ შექმნა მრავალი მინისტრთა კაბინეტი. „დროის“ ფასი ერთი გირვანქა სტერლინგია. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა შეცვალა სიტყვით „დრო“.
პასუხი: „თაიმსი“ (ბრიტანული გაზეთი) წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1135პასუხი -
შეკითხვა #1134 © ალიონა სეროპიანი
Regina Astris, Mixtus Orbis, Fatum, Solaris, Lacteus Orbis, Sidereus Orbis, Dominus.
მწერალ ბერნარ ვერბერის ერთ-ერთ რომანში, გნოსტიკოსები ჰარმონიას ეძებენ სამყაროს წყობაში და მას შემდეგი თანმიმდევრობით წარმოიდგენენ: მთვარე (ვარსკვლავთა დედოფალი), დედამიწა (არეული სამყარო), ბედისწერა, მზე, ირმის ნახტომი, ვარსკვლავიანი ცა და ღმერთი. მათი აზრით, ეს თანმიმდევრობა შეესაბამება მათ. დაასახელეთ ისინი.პასუხი: მუსიკალური ნოტები კომენტარი: ლათინური სახელწოდების პირველი ორი ან სამი ასო წარმოადგენს ნოტის სახელს. წყარო: Вербер Бернар. Тайна богов. – М.: Рипол классик, 2009. – С. 353 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1134პასუხი -
შეკითხვა #1133 © მაქსიმ მერზლიაკოვი
პოლ ვალერის ნაწარმოებში მომაკვდავი მიმართავს ამას: „ნახვამდის! ჩვენ ვეღარასოდეს შევხვდებით“. დაასახელეთ ეს ერთი სიტყვით.
პასუხი: სარკე კომენტარი: ვალერი საუბრობს სარკეზე, რომელიც მიაქვთ მომაკვდავის სუნთქვის შესამოწმებლად. წყარო: www.dico-citations.com/adieu-dit-le-mourant-au-mir პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1133პასუხი -
შეკითხვა #1132 © მიხაილ სეროპიანი
კუნძულ ხივა-ოეს ჟანდარმი სერჟანტი შარპიიე არაერთხელ მოახსენებდა ხელმძღვანელობას იმის შესახებ, რომ ადგილობრივები უარს ამბობდნენ გადასახადების გადახდაზე. ადგილობრივთა თქმით, ისინი გადაიხდიდნენ მაშინ, როცა გადაიხდიდა ეს ადამიანი. ადგილობრივთა ენაზენ გაჩნდა ქართული გამოთქმის „როცა ვირი ხეზე ავა“ ეკვივალენტური „როცა იგი გადაიხდის“. დაასახელეთ ამ ადამიანის გვარი.
პასუხი: პოლ გოგენი კომენტარი: გოგენი არცთუ მისაბაძ მაგალითს აძლევდა ფრანგული პოლინეზიის მკვიდრებს. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1132პასუხი -
შეკითხვა #1131 © მიხაილ სეროპიანი
2010 წლის 13 ოქტომბრის ტელე-სიუჟეტი, რომელიც ეძღვნებოდა ამ ადამიანის 85 წლის იუბილეს, იწყებოდა სიტყვებით „მასთან ერთად არაფერი იჟანგება“. დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: მარგარეთ ტეტჩერი წყარო: Эфир "5-го канала" от 13.10.10 , 22.25, программа "Сейчас" პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1131პასუხი -
შეკითხვა #1130 © ივანე ერიომინი
„გულადი ჯარისკაცი შვეიკის“ ერთ-ერთი პერსონაჟი ხუმრობით ამბობს, რომ ეს ჩრდილოური კოლონია ავსტრია-უნგრეთის იმპერიას ყინულის მოსაპოვებლად სჭირდება. დაასახელეთ ეს ტერიტორია, თუ იგი 1926 წლიდან სხვა ქვეყნის საკუთრებაა.
პასუხი: ფრანც-იოსების მიწა (რუსეთისაა) წყარო:- Я. Гашек. Похождения бравого солдата Швейка. - М.: Правда, 1990. - С. 312
- en.wikipedia.org/wiki/Franz_Josef_Land
პასუხი -
შეკითხვა #1129 © ოლეგ ანისიმოვიჩი
Calf roping; Steer wrestling; Barrel racing; Pole bending; Saddle bronc riding.
თქვენს წინაშეა სპორტის ერთი სახეობის კლასიკური დისციპლინები. დაასახელეთ სპორტის ეს სახეობა.პასუხი: როდეო კომენტარი: დისციპლინათა სახელებში ფიგურირებს ზმნები „მოთოკვა“, „ჭიდაობა“, „რბოლა“, „მოღუნვა“, „ჭენება“ წყარო:- "Популярная механика" июнь 2010. – С. 119
- en.wikipedia.org/wiki/Rodeo#Timed_events
პასუხი -
შეკითხვა #1128 © ანტონ ვაჭარაძე
კითხვის ავტორის აზრით, ბუბა კიკაბიძის კინოგმირი ფილმიდან „არ დაიდარდო“ შესაძლებელია მოვიხსენიოთ 1922 წელს შექმნილი [ამერიკული] ლიტერატურურის პერსონაჟის სახელითა და გვარით. დაასახელეთ ეს ლიტერატურული პერსონაჟი.
პასუხი: ბენჯამინ ბატონი წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1128პასუხი