რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 66
-
შეკითხვა #1127 © მიხაილ სეროპიანი
1958 წელს საბჭოთა პოეტმა სერგეი მიხალკოვმა ამ გვარს გაურითმა სიტყვები „მტერი“ ("враг") და „მარცვლოვანი“ ("злак"). დაასახელეთ ეს გვარი.
პასუხი: პასტერნაკი კომენტარი: 1958 წელს ნობელის პრემიის მინიჭების გამო ბორის პასტერნაკი ქვეყნის მწერალთა კავშირიდან გარიცხეს. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1127პასუხი -
შეკითხვა #1126 © ირაკლი გუნია
1960 წელს დაბადებული რეზა კიროს ფეჰლევი არის უკანასკნელი იქსი. 1989 წელს იქსის შექმნისას დიზაინერმა ჯორდან მეჰნერმა გამოიყენა თავისი ძმის აკრობატული მოძრაობები. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: სპარსეთის პრინცი (პერსიის პრინცი) კომენტარი: ჯორდან მეჰნერი საკულტო თამაშ „Prince of Persia”-ს შემქმნელია, შაჰის შვილი რეზა კიროს ფეჰლევი 1979 წლიდან სპარსეთის უკანასკნელი პრინცი გახდა. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1126პასუხი -
შეკითხვა #1125 © სერგეი ოვსიანკინი
მწერალ რობერტ ვილსონის გმირი სახელად ჯეისონი, მოიფიქრებს პლანეტა მარსის ტერაფორმირების (საცხოვრებლად ვარგისიანობის) საშუალებას. ამისთვის ჯეისონი წინადადებით გამოდის პლანეტა მარსის მდელოებზე დათესონ ისინი. დაასახელეთ ისინი ორი სიტყვით.
პასუხი: დრაკონის კბილები კომენტარი: ალუზია ბერძნულ მითოლოგიაზე. ჯეისონის იასონის ინგლისური ფორმაა, იასონმა კი აიეტის დავალებით არესის მდელოზე დათესა დრაკონის კბილები. წყარო: lib.rus.ec/a/33603 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1125პასუხი -
შეკითხვა #1124 © არმენ გამბარიანი
მწერალ სერგეი ლუკიანენკოს ერთ მოთხრობას ეწოდება „ექიმი ლემი და ნანოტექები“. დაასახელეთ მთავარი გმირის გვარი.
პასუხი: გულივერი კომენტარი: ლემი ლემუელის შემოკლებული ფორმაა, „ნანო“ კი ბერძნულად „ჯუჯას“ აღნიშნავს. წყარო: lib.rus.ec/b/34167/read პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1124პასუხი -
შეკითხვა #1123 © ანტონ ვაჭარაძე
დაასახელეთ, თუ რა სახელით ვიცნობთ მონიშნულ ტერიტორიას.პასუხი: დალმაცია კომენტარი: სწორედ ამ ადგილიდანაა ცნობილი დალმატინელის ჯიშის ძაღლი, რომელსაც აგრეთვე შავი ლაქები აქვს. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Dalmatia პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1123პასუხი -
შეკითხვა #1122 © კონსტანტინე ნაუმენკო
ცნობილი ალპინისტი ჰაინრიხ ჰარერი იხსენებდა, თუ რამდენად ძვირი ღირდა ამის დაქირავება ალპების ძირში არსებულ სოფლებში. ნამცხვრის გასინჯვის შემდეგ ამას საკუთარ თავს ადარებდა ალისა. დაასახელეთ ეს ერთი სიტყვით.
პასუხი: ტელესკოპი (ჭოგრიტი) წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1122პასუხი -
შეკითხვა #1121 © რატი შუბლაძე
რუსი ჟურნალისტის, სევა ნოვგოროდცევის აზრით, ინგლისში ამ დაწესებულებების ხანგრძლივმა ტრადიციამ განაპირობა ინგლისელების დამახასიათებელი თვისებები: მკაცრი გაანგარიშება, სიტუაციის რაციონალურად შეფასება და მომავლის განჭვრეტა. დაასახელეთ ეს დაწესებულებები.
პასუხი: საბუკმეკერო კანტორები (ტოტალიზატორები) წყარო: seva.ru/rock/?id=1123&y=1999 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1121პასუხი -
შეკითხვა #1120 © მიხაილ სეროპიანი
2002 წლის ოქტომბრის ერთ საღამოს ავსტრიულმა მხარემ ვენის ოპერაში დაპატიჟა სტუმრები უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და თურქეთიდან. ერთობლივად მათ მოუსმინეს იტალიელი კომპოზიტორის დიდებულ ქმნილებას. შემდგომ გამართულ ვახშამზე მათ მიიღეს ერთსულოვანი გადაწყვეტილება. დაასახელეთ ოპერა, რომელსაც მათ იმ საღამოს მოუსმინეს.
პასუხი: ნაბუკო (ნავუხოდონოსორი) კომენტარი: მათ მიიღეს გადაწყვეტილება მილსადენის გაყვანის შესახებ. „ნაბუკო“ ვერდის ოპერაა წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1120პასუხი -
შეკითხვა #1119 © ირაკლი გუნია
მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე გარკვეული ხნით ადრე, მილიარდერი უორენ ბაფეტი აფრთხილებდა ყველას, რომ 90-იან წლებში, ზრდა საფონდო ბირჟაზე იყო მოჩვენებითი. ამასთან დაკავშირებით, მას უწოდეს „უოლ სტრიტის მედეა“. დაასახელეთ სახელი, რომელიც შეცვლილია სახელით „მედეა“.
პასუხი: კასანდრა კომენტარი: ბაფეტი კასანდრასავით მართალი იყო და არავინ უჯერებდა. წყარო:- The Bear Book: Survive and Profit in Ferocious Markets, p.81 (2000)
- en.wikipedia.org/wiki/Cassandra_(metaphor)#Corpora
პასუხი -
შეკითხვა #1118 © ივან მხითაროვი
იეზუიტთა აზრით, ისინი საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანებმა დაინახონ ჯოჯოხეთური ტანჯვა. უკანასკნელ წლებში ყველაზე ცნობილ მათგანზე ჟურნალისტებს შესთავაზეს მნემოტექნიკა ანუ დამახსოვრების მეთოდი. ამ მეთოდში ფიგურირებდა ერთი წამოძახილი, ფიატი და იოგურტი. დაასახელეთ ისინი.
პასუხი: ვულკანები კომენტარი: უკანასკნელი წლების ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ეიაფიატლაიოკუდლი (ეია+ფიატ+იოგურტი). წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1118პასუხი -
შეკითხვა #1117 © სანდრო რაჩკოვსკი
ამერიკელ კალათბურთელ ფრედ ჯონსს, რომელმაც თავისი საუკეთესო წლები გუნდ „პეისერზის“ შემადგენლობაში გაატარა, მეტსახელად ეძახიან 1981 წელს გამოჩენილი პერსონაჟის სახელს. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
პასუხი: ინდიანა ჯონსი კომენტარი: პეისერსი შტატ ინდიანას გუნდია წყარო: forums.interbasket.net/f45/b-ball-player-nicknames პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1117პასუხი -
შეკითხვა #1116 © მიშელ მატვეევი
თავის წიგნში ბორის აკუნინი, ამ სიტყვის წარმოშობაზე საუბრის დროს აკეთებს შედარებას ლურჯ ვეშაპთან, რომელსაც წესით ოკეანეში არავისი უნდა ეშინოდეს. ყურადღება შეკითხვა: რომელი სიტყვის წარმოშობაზე საუბრობს ბორის აკუნინი?
პასუხი: დრედნოუტი კომენტარი: dreadnought ინგლისურად უშიშარს ნიშნავს. მათი შექმნის ეპოქაში დრედნოუტები ყველაზე დიდი გემები იყო ოკეანეში, ლურჯი ვეშაპის მსგავსად. წყარო: Б. Акунин. Ничего святого პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1116პასუხი -
შეკითხვა #1115 © ვიტალი პროტასოვი
ის, რაც ოლიმპიადების ემბლემატიკაში ძირითადად გამოისახება ხოლმე ორი ან ოთხი სიმბოლოთი ამ ქალაქში გამართულ ზაფხულის ოლიმპიადაზე გამოსახული იყო ხუთი სიმბოლოთი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ქალაქი.
პასუხი: რომი კომენტარი: ჩატარების წელი, 1960 გამოსახული იყო რომაული ციფრებით MCMLX წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Летние_Олимпийские_игры_1960 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1115პასუხი -
შეკითხვა #1114 © კონსტანტინე ნაუმენკო
1886 წელს ვრუბელმა შექმნა ესკიზი, რომელიც მისი ჩანაფიქრით ორმაგ იღბლიანობას გამოხატავდა. დაახლ. 40 წლის შემდეგ შეიქმნა ბრენდი, რომლის ლოგოც ძალიან წააგავს ვრუბელის ესკიზს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ბრენდი.
პასუხი: შანელი კომენტარი: ვრუბელმა ცხენის ორი ნალი ერთმანეთზე გადააჭდო, ისევე როგორც შანელის ლოგოზეა გადაჭდობილი ორი ასო C. წყარო:- syyf.3dn.ru/news/2007-02-12-52
- Уго Ди Фонте. "Дегустатор"
პასუხი -
შეკითხვა #1113 © ვახტანგ ელერდაშვილი
რუსულ ინტერნეტში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს 1940 წელს დაწერილი ნაწარმოების სათაურით მოიხსენიებენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.
პასუხი: არკადი გაიდარი კომენტარი: საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს უწოდებენ ასე: "თემური და მისი რაზმი", რომელიც არკადი გაიდარის მოთხრობაა. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1113პასუხი