თბილისის 42-ე ჩემპიონატი
III ტური
II ლიგა
10 აპრილი, 2011
-
შეკითხვა #1137 © ანტონ ვაჭარაძე
[ყურადღება, შეკითხვაში არის ცვლილება]
ერთ-ერთ ვესტერნში მთავარი გმირი ბოროტმოქმედებს ღორებით უსწორდება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ თუ რა სიტყვაა შეცვლილი სიტყვით – ღორები.პასუხი -
შეკითხვა #1138 © ანტონ ვაჭარაძე
დაასახელეთ ბრენდი, რომლის რეკლამიდან ფრაგმენტსაც თქვენ ეხლა ხედავთ.პასუხი: დაბლმინთი. კომენტარი: სარეჭ რეზინს თქვენ ნათლად ხედავდით, ხოლო გაორმაგებიდან ადვილად მიხვდებოდით პასუხს. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1138პასუხი -
შეკითხვა #1139 © გაგი გაბრიჭიძე
[ყურადღება, შეკითხვაში არის ცვლილება] მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მატჩის, „რომა“ – „შახტარი“-ს მატჩის ქართველმა კომენტატორმა აღნიშნა, რომ ამ ფეხბურთელმა ბევრ კლუბში იხეტიალა. ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით თუ რომელი სიტყვაა შეცვლილი რომელი სიტყვით. დაასახელეთ ეს ფეხბურთელი.
პასუხი: ბორიელო კომენტარი: კომენტატორმა თქვა, რომ მან იბორიალა. წყარო: პირველი არხი. 14.02.2011. რომა–შახტარი. ბმული: http://moazrovne.net/q/1139პასუხი -
შეკითხვა #1140 © გაგი გაბრიჭიძე
ტომი და ჯერის ერთ–ერთ სერიაში, კატა ყინვაში აგდებს თაგვსა და პატარა ლეკვს. კარების დახურვის შემდეგ ტომი (კატა) თავს წარმოიდგენს სხვა ცხოველად. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ცხოველი!
პასუხი: მყრალა (სკუნსი, სქანქი) წყარო: ტომი და ჯერის ერთ–ერთი სერია. ბმული: http://moazrovne.net/q/1140პასუხი -
შეკითხვა #1141 © ანტონ ვაჭარაძე
დასარიგებელ მასალაზე, კითხვის ავტორმა X–ში გამოტოვა Y. X–ში Y პირველად 2002 წელს, ზაუბერში გამოჩნდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ X და Y.პასუხი: ფორმულა 1, მასა კომენტარი: მასალაზე პირველ ფორმულაში, ანუ ფორმულა 1–ში, ავტორმა გამოტოვა m ანუ მასა. ფორმულა 1–ის ჩემპიონატიდან კი ალბათ ფელიპე მასას შესახებაც გსმენიათ. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Felipe_Massa ბმული: http://moazrovne.net/q/1141პასუხი -
შეკითხვა #1142 © გაგი გაბრიჭიძე
გადაცემაში „აპოკრიფი“ (01.02.2011) ამ მწერლის შესახებ თქვეს, რომ XVIII საუკუნეში მან პირველმა შექმნა ფარდობითობის თეორია. დაასახელეთ ეს მწერალი.
პასუხი: ჯონთან სვიფტი. კომენტარი: გულივერი გოლიათად წარმოგვიდგება ლილიპუტებთან მიმართებაში და პირიქით გოლიათებთან მიმართებაში. წყარო: „აპოკრიფი“ (01.02.2011). ბმული: http://moazrovne.net/q/1142პასუხი -
შეკითხვა #1143 © ანტონ ვაჭარაძე
[ყურადღება, შეკითხვაში არის ცვლილება] ალექსანდრ ლევინის წიგნის თავებია: „თვითმკვლელობის დემონი“, „ცნობილი მკვლელები“, „სიკვდილით დასჯის ისტორია“, თავად წიგნის სათაურია – „მენავის მოგონებები“. ყურადღება შეკითხვა: რა ორი სიტყვაა შეცვლილი სიტყვებით – „მენავის მოგონებები“?
პასუხი: ქარონის ქრონიკები. კომენტარი: მენავე ქარონი სიკვდილთან ასოცირდება. ცვლილება ლოგიკური იყო. წყარო: charonchronicles.ru/book/best/ ბმული: http://moazrovne.net/q/1143პასუხი -
შეკითხვა #1144 © ანტონ ვაჭარაძე
დაასახელეთ ფილმი, რომლისთვისაც ერთმა კრეატიულმა საიტმა მოიგონა ეს პოსტერი.პასუხი: რკინის კაცი (Iron Man) კომენტარი:
მენდელეევის ტაბულაში რკინა არის Ferum, აგრეთვე კარგად ხედავთ მამრობითის აღმნიშვნელ გავრცელებულ სიმბოლოს. ბმული: http://moazrovne.net/q/1144პასუხი -
შეკითხვა #1145 © დაჩი ქინქლაძე
ტელესერიალ „საიდუმლო მასალების“ (The X-Files) ერთ-ერთ სერიაში, ქალი პერსონაჟი მთელი სერიის განმავლობაში ამაოდ ცდილობს დაარწმუნოს აგენტი და გარშემომყოფები, რომ ის უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს. ყურადღება შეკითხვა: რა ქვია ამ ქალბატონს.
პასუხი -
შეკითხვა #1146 © ანტონ ვაჭარაძე
კითხვის ავტორი გირჩევთ სხვა კითხვებზეც ამ შეკითხვის პასუხით არ უპასუხოთ.
თქვენს წინაშეა ჩანახატი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მისი ავტორი!პასუხი: ივანე მიჩურინი კომენტარი: ამ ადამიანის გარდა ალბათ გაგიჭირდებოდათ სხვა რუსი ბიოლოგის გახსენება. სხვა კითხვებზე პასუხი „მიჩურინი“ აღარ იქნება :) წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%9C%D0%B8%D1%87%D1%83%D1% ბმული: http://moazrovne.net/q/1146პასუხი -
შეკითხვა #1147 © ნიკოლოზ აგლაძე
ვლადიმირ ნაბოკოვი ერთ-ერთ რომანში აღწერს ადამიანს, რომელიც გასაშლელ კიბეზე წამომჯდარა და თითქოს რაღაცას უარყოფსო, თავს ავტომატივით აქეთ-იქით ატრიალებს. ყურადღება შეკითხვა: მითხარით, რითი არიან დაკავებული ამ დროს იქვე მყოფი რომანის მთავარი გმირები.
პასუხი: ჩოგბურთს თამაშობენ კომენტარი: ის ადამიანი კი მსაჯია. წყარო: Набоков В. Король, дама, валет: Роман – СПб.: Азбука-классика, 2004, стр.164 ბმული: http://moazrovne.net/q/1147პასუხი -
შეკითხვა #1148 © გაგი გაბრიჭიძე
[ყურადღება, შეკითხვაში არის ცვლილება] 2011 წელს, პლანეტა იუპიტერზე უნდა გააგზავნონ კოსმოსური თანამგზავრი სახელად – ატლანტა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რომელი სიტყვაა შეცვლილია სიტყვით – ატლანტა.
პასუხი: ჯუნო (იუნონა) კომენტარი: ანტიკურ მითოლოგიაში იუპიტერის ცოლს ქვია იუნონა. ცვლილების არსი – ატლანტა და ჯუნო ორივე აშშ–ს შტატის დედაქალაქია. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Juno_(spacecraft) ბმული: http://moazrovne.net/q/1148პასუხი -
შეკითხვა #1149 © გაგი გაბრიჭიძე
სატანური ეკლესიის დამაარსებელი ენტონი შანდორ ლავეი უკუღმართი ინგლისური ლოგიკით ამტკიცებდა, რომ „ეს იგივეა რაც ცხოვრება“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს.
პასუხი: ბოროტება კომენტარი: evil უკუღმა იკითხება როგორც live წყარო: Anton Szandor LaVey, The Devil's Notebook ბმული: http://moazrovne.net/q/1149პასუხი -
შეკითხვა #1150 © ანტონ ვაჭარაძე
მულტსერიალ „ფუტურამაში“ ფიგურირებს გასართობი ქალაქი მარს-ვეგასი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქალაქში მდებარე სასტუმროს სახელწოდება, რომელშიც კოსმოსურ ხომალდს შეუძლია გავლა.
პასუხი: მირაჟიო კომენტარი: ალუზია ლას–ვეგასსა და მის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ სასტუმრო „ბილაჯიო“-ზე. წყარო:- მულტსერიალი Futurama: Into the wild green yonder
- en.wikipedia.org/wiki/Bellagio_(hotel_and_casino)
პასუხი -
შეკითხვა #1151 © ანტონ ვაჭარაძე
შეიძლება ითქვას, რომ ამ პოპ-მომღერალი ქალბატონის კარიერაში ზღვარი გაავლო 2001 წლის ალბომმა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს მომღერალი.
პასუხი: სარა კონორი კომენტარი: მთავარი მინიშნება იყო „ზღვარი გაავლო“ ანუ ის იყო ერთგვარი ტერმინატორი. ცნობილია რომ ამ მომღერლის სახელი და გვარი ემთხვევა საკულტო ფილმ „ტერმინატორის“ პერსონაჟის სახელსა და გვარს. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1151პასუხი
- პაკეტის კომენტარები: