რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 7
-
შეკითხვა #2012 © ალექსეი ნაძიოჟნი
თავის ერთ-ერთ ენციკლიკაში რომის პაპმა, ბენედიქტ XVI-მ „რაბინის ვაჟს“ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი უწოდა. ყურადღება შეკითხვა: რა სახელითაა ჩვენთვის ცნობილი ზემოხსენებული „რაბინის ვაჟი“?
პასუხი: ბარაბა კომენტარი: ბარაბა არამეულიდან ითარგმნება როგორც „რაბინის ვაჟი“ (ბარ რაბა) ნიშნავს. იგი თავისუფლებისათვის იბრძოდა რისთვისაც შეიპყრეს და შემდეგ რაც მოხდა ბიბლიიდანაა ცნობილი. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2012პასუხი -
შეკითხვა #2011 © ვახო ელერდაშვილი
ოპონენტები აშშ-ს ექსპრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს, საღი აზრის ნაკლებობაში ადანაშაულებდნენ და უწოდებდნენ იქსს. ამის გათვალისწინებით, დარიგებულ ფოტოს, რომელიც 2006 წლის ივლისშია გადაღებული, შეგვიძლია ვუწოდოთ ოთხი იქსი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.პასუხი: მთვარეული კომენტარი: სურათზე ჯორჯ ბუშის გარდა სამი ასტრონავტი: ნილ არმსტრონგი, ბაზ ოლდრინი და მაიკლ კოლინზი არიან წარმოდგენილნი. ფოტო აპოლონ-11-ის მთვარეზე დაჯდომის 35-ე წლის იუბილეზე, 2006 წლის 21 ივლისსაა გადაღებული.
ჩათვლა: ლუნატიკი წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2011პასუხი -
შეკითხვა #2010 © ასია სამოილოვა
ერთი ვერსიით ეს იდიომატური გამოთქმა მომდინარეობს ლუი XIV-ისგან, რომელსაც იმდენად არ აინტერესებდა ქვეყნის პოლიტიკური საქმეები, რომ ქაღალდებს წინასწარ აწერდა ხელს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს იდიომატური გამოთქმა.
პასუხი: კარტ-ბლანში კომენტარი: ცარიელ ფურცელს (ფრ. Carte Blanche - თეთრი ქაღალდი) ის წინასწარ აწერდა ხელს, მისი მინისტრები შემდეგ ამ ფურცლებზე რა ბრძანებაც მოესურვებოდათ იმას წერდნენ, ანუ მოქმედების სრული თავისუფლება ჰქონდათ. წყარო: В. Мединский «Мифы о России». პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2010პასუხი -
შეკითხვა #2009 © კონსტანტინ სმოლი
პუშკინის შემოქმედების ერთ-ერთმა კომენტატორმა შენიშნა, რომ „ევგენი ონეგინში“ რამდენიმე სიუჟეტი პარალელურად ვითარდება, რისი დამამტკიცებელიცაა ის ფაქტი, რომ ერთი და იმავე ზამთრის იქსი გვხვდება ორ სხვადასხვა თავში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: პირველი თოვლი კომენტარი: ეს ამ ტურის „პირველი შეკითხვა“ იყო. წყარო: lit.lib.ru/i/isao_j/onegin_statya.shtml პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2009პასუხი -
არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ მეცამეტე საუკუნეში მცხოვრებმა მოხუცმა მეშუშემ, ფლორენციელმ ასალვინო დელიარმატიმ ერთი შემთხვევის შემდეგ სრულიად ახლებურად შეხედა სამყაროს. მის საფლავზე წერია, რომ სალვინო პირველია, ვინც ეს დაამზადა. დაასახელეთეს.
პასუხი: სათვალე. კომენტარი: გაციებულ და გამრუდებულ შუშაში გახედვისას მან შეამჩნია, რომ მინა არა მარტო ადიდებდა საგნებს, არამედ საგნების უკეთ გარჩევაშიც ეხმარებოდა. წყარო: www.publiclibrary.ru/readers/kaleidoskop/goods-och პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2008პასუხი -
სარეკლამო პოსტერი, რომელიც თქვენ დაგირიგდათ, ეკუთვნის ერთ ესპანურ ბრენდს. მას სულ ცოტა ხნის წინ 50 წელი შეუსრულდა. რა ბრენდზეა საუბარი?პასუხი: ჩუპა-ჩუპსზე. წყარო: www.korrespondent.net/tech/technews/691618 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2007პასუხი -
როგორც ალექსანდრ გენისი წერს, ამ ადამიანს, რომელიც განათლებით მხატვარი იყო, ცნობა ცოლის გარდაცვალების შესახებ ორი კვირის დაგვიანებით მიუვიდა. 1 წუთის შემდეგ გვითხარით, თუ რის გამო მიიღო მან დიდი ფულადი პრემია ევროპის რამდენიმე ქვეყნისგან მეცხრამეტე საუკუნის შუაში?
პასუხი: ტელეგრაფის გამოგონების. (მორზეს აპარატი) კომენტარი: ერთი ვერსიით სწორედ იმ შემთხვევის შემდეგ გადაწყვიტა სწრაფი კავშირის საშუალების გამოგონება წყარო: dic.academic.ru/dic.nsf/brokgauz_efron/69189/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2006პასუხი -
იქსს შებრტყელებული სხეული და მომრგვალებული თავი აქვს. აგრეთვე - წყვილი მარტივი თვალი, მჩხვლეტავ-მწუწნავი პირის აპარატი და ძლიერი უკანა ფეხები. იგრეკს კი სამი წყვილი კიდური აქვს და საშუალოდ 45-60 დღეს ცოცხლობს. 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.
პასუხი: რწყილი და ჭიანჭველა. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2005პასუხი -
კიპლინგის ნაწარმოების პერსონაჟები ლიროიდი, მალვენი და ორტერისი თავიანთ ქვედანაყოფში ყველაზე მოხერხებულები არიან და მუდამ მზად არიან თავგადასვლებისთვის. ნაწარმოების დასახელება ემთხვევა სხვა 1844 წლის პოპულარული ნაწარმოების სათაურს. დაწერეთ ეს სათაური.
პასუხი: სამი მუშკეტერი წყარო: lib.ru/KIPLING/trimush.txt პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2004პასუხი -
ამ სიაში შეხვდებით ოცზე მეტ იურისტს, რამდენიმე ფერმერს, რამდენიმე დიპლომატს და თითო-თითო შერიფსა და მსახიობს. რა სიაზეა საუბარი?
პასუხი: აშშ-ს პრეზიდენტების (პროფესიების) წყარო: www.heptune.com/preslist.html%23Pre-Presidential პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2003პასუხი -
გასული საუკუნის დასაწყისში შეყვარებულმა წყვილებმა თავისებური საიდუმლო „ენა“ გამოიგონეს, რომელიც მათ ეხმარებოდა მიმოწერის დროს სხვებისგან დაფარულად გადაეცათ ერთმანეთისთვის რაიმე სახის ცნობები. მაგალითად, თუ „ფრანკი“ გადახრილი იყო ჰორიზონტალურად მარცხნივ, ეს ნიშნავდა კი-ს. თუკი მარჯვნივ - ეს ნიშნავდა არას. თუკი ის ოდნავ იყო გადახრილი მარჯვნივ, ეს ნიშნავდა „მე შენ მიყვარხარ“ და ა.შ. რა შევცვალეთ ჩვენ ფრანკით?
პასუხი: მარკა წყარო: rodich2007.livejournal.com/302198.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2002პასუხი -
კითხვის ავტორმა შენიშნა, რომ პითაგორას ხსენებისას როგორც წესი სამკუთხედზე ვფიქრობთ, თუმცა ზოგიერთს შეიძლება ჰამილტონიც გაახსენდეს. რა შევცალეთ სიტყვით პითაგორა?
პასუხი: ბერმუდი. კომენტარი: ჰამილტონი ბერმუდის კუნძულების დედაქალაქია წყარო: en.wikipedia.org/wiki/Bermuda პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2001პასუხი -
სტატიაში, რომელიც რობოტების ფსიქოლოგიას ეხებოდა, გამოტანილი იყო ეს ილუსტრაცია და წარწერა, რომელიც 1966 წელს გამოსული ფილმის სათაურს ემთხვევა. დაწერეთ ამ ფილმის სათაური.პასუხი: კარგი, ცუდი და ბოროტი. კომენტარი: კარგი - რობოტი ვერტერი ფილმიდან „სტუმრები მომავლიდან“; ცუდი - რობოტი ბენდერი - „ფუტურამადან“; ბოროტი - რობოტიT-1000 ფილმიდან“ტერმინატორი 2” წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2000პასუხი -
მოისმინეთ ჩინური გამოცანა: „გრძელფეხება სტვირზე უკრავს და ოთახში შეიპარა, მას წითელი ღვინის გასინჯვა სურს“. ვისზე ან რაზეა საუბარი?
პასუხი: კოღოზე. წყარო: А.Н. Журинский. Загадки народов Востока. Систематизированное собрание. — გვ. 356. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1999პასუხი -
„ოჰო, რა მძიმე ყოფილა!“. „გამარჯობა, სიმპათიური ყოფილხარ“. „ნუ ტირი, ჯულიეტა“. „ალბათ მისგან საყურეებს დავამზადებ“. მიხვდით, თუ სად წარმოითქვა ზემოთ მოყვანილი რეპლიკები და გვითხარით, თუ ვისგან ან რისგან აპირებდნენ საყურეების დამზადებას.
პასუხი: ოსკარის ქანდაკებებისგან. კომენტარი: „ნუ ტირი, ჯულიეტა“ ფელინიმ უთხრა მეუღლეს, ჯულიეტა მაზინას. წყარო: events.ru.msn.com/movies/oscar/article.aspx?cp-doc პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1998პასუხი