რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 74
-
ერთერთმა ცნობილმა ფირმამ, წმინდა ვალენტინის დღესასწაულზე თავის პოტენციურ მყიდველებს ასეთი წერილი გაუგზავნა: „რამ შეიძლება სასიამოვნოდ აგაღელვოთ? იქნებ თითებქვეშ ნამდვილი ტყავის შეგრძნებამ? დიდმა, მომხიბვლელმა სხეულმა? მგრძნობიარე სხეულის მოყვანილობამ? შეიძლება უბრალოდ მოგწონთ როცა თავს უხეშ ძალას უმორჩილებთ? - თუკი ასეა, მაშინ მე მაქვს რაღაც თქვენთვის შესაფერისი“. დაასახელეთ ცხოველი, რომელიც ამ ფირმასთანაა დაკავშირებული.
პასუხი: იაგუარი კომენტარი: ეს იყო საავტომობილო ფირმა „იაგუარის“ წერილი პოტენციური მყიდველებისადმი. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1007პასუხი -
იგი ქალაქში 1931 წელს წამოიჭიმა. „დიდი დეპრესიის“ პერიოდში, როცა მრავალი ფირმა და ორგანიზაცია იძულებული გახდა, რომ შტატები შეემცირებინა და ხალხი სამსახურიდან დაეთხოვა. ამ დროს, ერთერთმა ამერიკულმა გაზეთმა, ამ შენობის დასახელებაში პირველ სიტყვას სახე უცვალა.
შეკითხვა: დაწერეთ სახეცვლილი სიტყვა.პასუხი: empty კომენტარი: საუბარი იყო empire state building-ზე, რომელიც ხალხისგან დაიცალა. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1006პასუხი -
ერთხელ ჰაინრიხ ჰაინემ თქვა: „აუფენბერგი (საუბარია გერმანელ დრამატურგსა და მწერალზე იოზეფ ფონ აუფენბერგზე) მე არ წამიკითხავს. ვიმედოვნებ, რომ ის ძალიან ჰგავს ვიქტორ დ’არლენკურს, რომელიც ...
შეკითხვა: დაასრულეთ ჰაინრიხ ჰაინეს ნათქვამიპასუხი: რომელიც მე ასევე არ წამიკითხავს! პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1005პასუხი -
შუასაუკუნეების ინგლისში დიდგვაროვნებს უფლება ჰქონდათ ეტარებინათ მახვილი. ეს იყო მათი პრივილეგია. კითხვა: რისი ტარება იყო მხოლოდ და მხოლოდ რაინდის პრივილეგია?
პასუხი: დეზების პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1004პასუხი -
ჟურნალი „ფორბსი“ მრავალ რეიტინგთან ერთად ყოველწლიურად აქვეყნებს იმ საქმოსანთა სიას, რომლებიც ეკონომიკური დაღმავლობისას ერთი შეხებით ქმნიან საკუთარ სიმდიდრეს. დაასახელეთ მითოლოგიური პიროვნება, რომელის სახელს ატარებს აღნიშნული სია.
პასუხი: მიდასი პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1003პასუხი -
ერთი ვერსიით, ცნობილი ფრაზა წარმოითქვა, როგორც წყევლა და მუქარა, ხოლო აზრობრივად მას მოსდევდა სიტყვები: „შენც იგრძნობ ძალაუფლების გემოს“. აღადგინეთ ეს ფრაზა.
პასუხი: შენც ბრუტუს! (Et tu, Brute) პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1002პასუხი -
როდესაც ეს ადამიანი 1997 წელს შვედეთის წლის ადამიანად აირჩიეს, მან გულღიად გააფრთხილა ცერემონიაზე შეკრებილი აუდიტორია: „თქვენ „წლის შვედის“ ჯილდოს ანიჭებთ ადამიანს, რომელიც საშინლად ბებერია, ნახევრად ბრმა, ნახევრად ყრუ და ჭკუიდანაც შეიშალა. მსგავსი წოდებები ცოტა უფრო ფრთხილად უნდა დაარიგოთ.“ დაასახელეთ ეს პიროვნება.
პასუხი: ასტრიდ ლინდგრენი წყარო: www.gazeta.ru/culture/2007/11/15/a_2313613.shtml პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1001პასუხი -
ქრისტიანთა დევნის პერიოდში ეს ჟესტი დევნილი მორწმუნეთათვის იყო საიდუმლო ნიშანი ერთმანეთის ამოსაცნობად, შუა საუკუნეებში ერთნი ამ ჟესტით თავს იცავდნენ კუდიანებისგან, მეორენი კი მის გამკეთებელს ბნელი ძალებით შეპყრობილად მიიჩნევდნენ. დღევანდელ დღეს ჟესტი დაკავშირებულია ცრურწმენასთან, იგი გამოსახულია შტატ ორეგონის ლატარეის ლოგოზე. დაასახელეთ ჟესტის სახელწოდება.
პასუხი: ნიჩვრიტი (გადაჯვარედინებული თითები) წყარო: en.wikipedia.org/wiki/Crossed_fingers პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1000პასუხი -
ბორის აკუნინი თავის მოთხრობაში „ნეფრიტის კრიალოსანი“ აღწერს ჩაის სმის ცერემონიას, რომლის ერთ–ერთი მონაწილე საკმაოდ მდიდარი კომერსანტი იყო. ამ პიროვნებას ეცვა ძვირადღირებული ინგლისური ყაიდის კოსტიუმი, ჰალსტუხზე ბრილიანტიც ქონდა დაბნეული და ნატიფი თითებით გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა მას მარჯვენა ხელისგულზე კოჟრები ემჩნეოდა.
ავტორი იქვე დასძენს, რომ ეს იყო არა მძიმე ფიზიკური შრომის ბრალი, არამედ იმდროინდელ მეფის რუსეთში ახლადგავრცელეული და საკმაოდ მოდური ბრიტანული გართობის შედეგი. მაშ, რითი ერთობოდა კომერსანტი პაპახინი, თუ მსგავსმა გართობამ ერთ-ერთ ქართველს გასულ ათწლეულში (1998 წლიდან) ზუსტად 1,234,443 $ მოუტანა?პასუხი: ჩოგბურთს თამაშობდა (მიიღება ასევე ვარიანტი „ლაუნ ტენისი“) პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/999პასუხი -
როდესაც მეგობრები ეკითხებოდნენ მოდილიანის მეუღლეს, ჟანას, თუ რატომ არ ცდილობდა იგი ლოთობისა და ჭლექისაგან მომაკვდავ ქმარზე დადებითი ზეგავლენის მოხდენას, ჟანა პასუხობდა: „მოდიმ იცის, რომ ეს აუცილებელია, რათა ხალხმა იგი გენიოსად აღიაროს“. როგორც დრომ გვიჩვენა, ჟანა მართალი იყო. რაზეა საუბარი?
პასუხი: სიკვდილზე. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/998პასუხი -
დაასრულეთ სალვადორ დალის ფრაზა: „განსხვავება ჩემსა და გიჟს შორის ის არის, რომ...“
პასუხი: მე გიჟი არ ვარ. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/997პასუხი -
ბრიტანელმა ექიმმა, რობრტ მაკკორმაკმა ერთერთ კონფერენციაზე თქვა; „დასანანია დაკარგო ცხოვრების 1/3 ამაში, მაგრამ რას იზამ, ეს აუცილებელია“.
ყურადღებით, შეკითხვა: დაასახელეთ ესპასუხი: ძილი პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/996პასუხი -
ამერიკული კომპანია “Celestis” კრემირებული მიცვალებულის ფერფლის ერთი გრამის იქ განთავსებაში 10 000 დოლარს ითხოვს. იქ უკვე განისვენებს იუჯინ შუმეიკერის ნეშტი. 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს ადგილი.
პასუხი: მთვარე წყარო:- "Discovery", 2009, N2
- ru.wikipedia.org/wiki/Носов,_Николай_Николаевич
პასუხი -
ცნობილ სანთებელა "ზიპოს" თავდაპირველად მხოლოდ სამხედროებისთვის ამზადებდნენ. მას სპეციალური ლითონისგან ასხამდნენ და შავად ღებავდნენ სპეციალური საღებავით, რათა დაეცვათ ჟანგისგან და...
შეკითვა: კიდევ რა მიზნით?პასუხი: რათა სინათლე არ აერეკლა კომენტარი: და მტრისთვის შესამჩნევი არ ყოფილიყო პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/994პასუხი -
ჩაიწერეთ ნაწყვეტი ძველი ტრაქტატიდან: „იგი უდიდესი მბრძანებელია, მას ძალიან პატარა სახელი აქვს, მაგრამ სასწაულებრივ საქმეებს აკეთებს, რადგან მას შეუძლია შიშიც განდევნოს და მწუხარებაც მოსპოს, სიხარულიც შთანერგოს და სიბრალულიც გააღვიძოს“. შეკითვის ავტორის აზრით, შეიძლება ითქვას, რომ სადღეისოდ მეფის ის საუკეთესოა.
შეკითხვა: დაასახელეთ ის.პასუხი: სიტყვა კომენტარი: მხატვრული ფილმი „მეფის სიტყვა“ წლევანდელი ოსკარის გამარჯვებულია. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/993პასუხი