თბილისის 42-ე ჩემპიონატი
II ტური
II ლიგა
27 მარტი, 2011
-
შეკითხვა #1034 © გაგი გაბრიჭიძე
ამერიკელებში ათდოლარიანი კუპიურის ერთ–ერთი მეტსახელია – იგრეკი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იგრეკი.
პასუხი: იქსი წყარო: en.wikipedia.org/wiki/United_States_ten-dollar_bil ბმული: http://moazrovne.net/q/1034პასუხი -
შეკითხვა #1035 © ნიკოლოზ აგლაძე
პიტერ უოტკინსმა, ექვს კაცზე გაწყობილი სასადილო მაგიდით, 210 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. დამისახელეთ 2 ინგლისური სიტყვა, რომლითაც ხუმრობით მოიხსენიებენ ამ მიღწევას.
პასუხი: fast food კომენტარი: 210 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი საჭმელი სწაფია, ფასტ ფუდი კი სწრაფი კვების რესტორნების კრებითი სახელწოდებაა. წყარო:- Вокруг света. №11 (2842), ноябрь 2010. стр. 18
- www.kolesa.ru/news/2010/09/07/britanets_zastavil_s
პასუხი -
შეკითხვა #1036 © ნიკოლოზ აგლაძე
ძველი ბერძნული მითოლოგიის ერთ გმირს უწოდებდნენ „პანოპტესს“. დამისახელეთ ის რაც, ლეგენდის თანახმად, მას 100 ჰქონდა.
პასუხი: თვალი კომენტარი: არგუსი ასთვალაა, ამიტომ მას ეძახიან პანოპტესს: პან-ყველაფერი, ოპტეს-ხედვა. გასაკვირი არაა ამდენი თვალით ის მართლაც ყველაფერს ხედავდა. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%90%D1%80%D0%B3%D1%83%D1% ბმული: http://moazrovne.net/q/1036პასუხი -
შეკითხვა #1037 © დაჩი ქინქლაძე
ევთანაზიის ლეგალიზაციის მოწინააღმდეგები თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად ხშირად ახსენებენ ამ ბერძენს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ის.
პასუხი: ჰიპოკრატე კომენტარი: მათი აზრით ექიმის მხრიდან ევთანაზიის ჩატარება ანუ ადამიანის მოკვდინება თუნდაც საკუთარი ნებით, ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევაა. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%AD%D0%B2%D1%82%D0%B0%D0% ბმული: http://moazrovne.net/q/1037პასუხი -
შეკითხვა #1038 © ნინო ბიჩინაშვილი
ერთ–ერთ იუმორისტულ კოლაჟზე ედვარდ მუნკის "კივილის" წინ დგას ბიჭუნა, რომელსაც ხელში უჭირავს იქსი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით, რომელიც მსოფლიოს ენებში მოხვდა ნგუნის დიალექტიდან.
პასუხი -
შეკითხვა #1039 © გაგი გაბრიჭიძე
ერთ ფილმში აღწერილია ახლო მომავალი, როდესაც შესაძლებელი გახდა ადამიანის კლონირება, მაგრამ ეს აკრძალულია პირველი ღამის კანონით. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი კითხვაში სიტყვებით – პირველი ღამე.
პასუხი: მეექვსე დღე კომენტარი: მეექვსე დღეს ღმერთმა შექმნა ადამიანი. წყარო: en.wikipedia.org/wiki/The_6th_Day ბმული: http://moazrovne.net/q/1039პასუხი -
შეკითხვა #1040 © ანტონ ვაჭარაძე
ძველ საბერძნეთში ამ სიტყვით მოიხსენიებდნენ პატარა წარწერიან დაფას, რომელსაც კრედიტორი მოვალის მიწის ნაკვეთზე ათავსებდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს სიტყვა.
პასუხი: იპოთეკა წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%98%D0%BF%D0%BE%D1%82%D0% ბმული: http://moazrovne.net/q/1040პასუხი -
შეკითხვა #1041 © ანტონ ვაჭარაძე
რეკლამირების ხერხს, როდესაც ადამიანს წინ და უკან აქვს ბილბორდი მიფარებული და ასე ეწევა პროდუქტის რეკლამირებას, ეწოდება ნაპოლეონი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ თუ რომელი სიტყვაა შეცვლილი სიტყით – ნაპოლეონი.
პასუხი: სენდვიჩი კომენტარი: ცვლილების არსი: საკვებებს – ნაპოლეონსა და სენდვიჩს ადამიანის მიხედვით შეერქვათ სახელი. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1041პასუხი -
შეკითხვა #1042 © ლევან ცაგარელი
ერთ–ერთი კრეატიული ჯგუფის მიერ შექმნილი უჩვეულო ბუტერბროდის დასამზადებლად საჭიროა ღორის ხორცი, სალიამი და სხვადასხვა სახეობის ყველი – ყველაფერი ერთად 27 ნაჭერი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ არქიტექტორი, რომლის გვარიც ამ ბუტერბროდის სახელწოდებაში ფიგურირებს.
პასუხი: [ერნიო] რუბიკი კომენტარი: ბუტერბროდი წარმოადგენს თავისებურ კუბიკ რუბიკს. წყარო: www.novate.ru/blogs/300709/12597/ ბმული: http://moazrovne.net/q/1042პასუხი -
შეკითხვა #1043 © ანტონ ვაჭარაძე
თქვენს წინაშეა ერთი ევროპული ქვეყნის სარეკლამო სლოგანი (აკა „თბილისი, ქალაქი რომელსაც უყვარხარ“). მასალაზე კითხვის ავტორმა წაშალა 4 ასო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ქვეყანა.პასუხი: სლოვენია კომენტარი: I FEEL SLOVENIA. დამატებითი მინიშნებაა ფერი, რომელიც სლოვენიის სავიზიტო ბარათია, გაიხსენეთ მათი სპორტული ფორმები.
ბმული: http://moazrovne.net/q/1043პასუხი -
შეკითხვა #1044 © ანტონ ვაჭარაძე
ერთ–ერთ სერიალში, რთული ამოცანების ამოხსნისას მთავარი გმირი პრაქტიკულად იყენებს ცოდნას და შეიძლება ითქვას, რომ ყველა ჭანჭიკს შესაბამის სახრახნისს არგებს. ყურადღება შეკთხვა: დაასახელეთ 1897 წელს დაპატენტებული ნივთი, რომელსაც იგი მუდმივად თან ატარებს.
პასუხი: შვეიცარიული დანა (ჩათვლა: ვიქტორინოქსი, ვენგერი). კომენტარი: მრავალფუნქციონალური დანები, რომლითაც მართლაც ყველა ჭანჭიკი იღება. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1044პასუხი -
შეკითხვა #1045 © თორნიკე კორძაია
დუგლას ადამსის ფანტასტიკურ რომანში აღწერილია პატარა თევზი, რომელსაც გარკვეული მიზნით მოგზაურის ყურის ნიჟარაში ათავსებენ. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ტოპონიმი, რომელიც თევზის დასახელებაში ფიგურირებს.
პასუხი: ბაბილონი კომენტარი: „ბაბილონის“ თევზი ყველა არსებული ენის თარჯიმანია მოგზაურებისთვის. წყარო: Douglas Adams – “The Hitchhiker's Guide to the Galaxy” ბმული: http://moazrovne.net/q/1045პასუხი -
შეკითხვა #1046 © ლევან ცაგარელი
ერთ–ერთ რომანში მთხრობელის როლს ასრულებს სმენადაკარგული ბავშვი.
ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქალაქი, სადაც მიმდინარეობს რომანის მოქმედება.პასუხი: ჰამელნში კომენტარი: ბავშვი ყრუა. შესაბამისად ჰამელნელ თაგვიჭერიას მხოლოდ ის გადაურჩა და ისტორიასაც ის მოგვითხრობს. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1046პასუხი -
შეკითხვა #1047 © ანტონ ვაჭარაძე
ნატრულობდა – [იქსს] და [იგრეკს]
ძველრომაელ მოქალაქეთა წყება
დღეს რომ ნახონ, ახდა მათი ოცნება
ერი ცისფერ ეკრანებთან ძღება.
თქვენს წინაშეა იგორ გუბერმანის ლექსის კითხვის ავტორისეული თარგმანი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი და იგრეკი.პასუხი: პური, სანახაობა. კომენტარი: ლექსის ორიგინალი:
Сбываются - глазу не веришь –
мечты древнеримских трудящихся:
хотевшие хлеба и зрелищ
едят у экранов светящихся. წყარო: guberman.lib.ru/gariki/4ZG/03.htm ბმული: http://moazrovne.net/q/1047პასუხი -
შეკითხვა #1048 © დაჩი ქინქლაძე
როჯერ ფედერერს მოწოდების სისწრაფის გამო უწოდეს მეტსახელი, რომელიც ემთხვევა 1971 წელს დაარსებული საერთაშორისო კომპანიის სახელს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს კომპანია.
პასუხი: Fedex კომენტარი: სიტყვათა თამაში – მოწოდება როგორც გზავნილი, ასევე საჩოგბურთო მოწოდება. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1048პასუხი
- პაკეტის კომენტარები: