რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 76
-
შეკითხვა #977 © ალექსანდრე შულგა
ავსტრალიის ერთ ქალაქში უცნაური შემთხვევა, გნებავთ დამთხვევა მოხდა: ვეტრტმფრენის პილოტმა პატრულირების დროს ხმელეთზე ნიანგი შენიშნა. ნიანგი კარგად რომ შეეთვალიერებინა ქვემოთ დაეშვა. თუმცა დაშვება ზედმეტი მოუვიდა და მიწას შეასკდა. ყურადღება შეკითხვა: ავსტრალიის რომელ ქალაქში მოხდა ეს შემთხვევა?
პასუხი: დარვინი კომენტარი: ალუზიაა დარვინის პრემიაზე, რომელიც ყოვლად უაზრო სიკვდილისათვის გაიცემა. წყარო: www.proua.com/news/world/2009/06/22/125615.html პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/977პასუხი -
შეკითხვა #976 © ვახტანგ ელერდაშვილი
36. შუა საუკუნეების ევროპაში არსებობდნენ კონკრეტული სპეციალიზაციის მქონე ადამიანები, რომელთა ძირითად საქმიანობასაც არითმეტიკული გამოთვლები შეადგენდა. ეს ადამიანები ორ მოქიშპე ბანაკად იყოფოდნენ: მათ, ვინც თავის გამოთვლებში აბაკს იყენებდა, აბაკისტები ერქვათ, ხოლო მათ, ვინც გამოთვლებში ახალ ხილს, არაბულ ციფრებს იყენებდა ერქვათ იქსები. საინტერესოა ისიც, რომ თანამედროვე სამყაროში იქსებს ერთი ნობელიანტის მხარდამჭერებს უწოდებენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნობელიანტი.
პასუხი: ალ გორი კომენტარი: ალგორისმი იმ დროს არაბული ციფრებით გამოთვლების ჩატარებას ნიშნავდა. ალ–ხორეზმის საპატივსაცემოდ მათ ალგორისტები ერქვათ. ალგორისმმა შემდგომში სახე იცვალა და ალგორითმად იქცა. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/976პასუხი -
შეკითხვა #975 © ალექსანდრე ტობენგაუზი
2010 წლის თებერვალში გამართულ საფეხბურთო მატჩში ყაზანის "რუბინი" თელ–ავივის "ჰაპოელს" დაუპირისპირდა. ყაზანში სტუმრებმა თან ორი კილოგრამი იქსი ჩაიტანეს, რათა სახის კანი სიცივისგან დაეცვათ. "რუბინმა" მოწინააღმდეგე დიდი ანგარიშით გაანადგურა, ამასთან დაკავშირებით შეკითხვის ავტორმა იხუმრა, რომ "ჰაპოელის" ფეხბურთელებს იქსმა ვერ უშველა. ყურადღება შეკითხვა: რა სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში იქსით?
პასუხი: ვაზელინი წყარო: www.dynamo.kiev.ua/news/24921.html პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/975პასუხი -
შეკითხვა #974 © ვახტანგ ელერდაშვილი
ერთი კრეაციონისტული ინტერპრეტაციის თანახმად ეს ტეტრაგრამატონი წარმოადგენს აბრევიატურას, რომელშიც ოთხივე სტიქიაა ჩაშიფრული. ამასთან ეს ტეტრაგრამატონი ემთხვევა 1899 წელს დაარსებული კომპანიის სახელწოდებას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს კომპანია.
პასუხი: FIAT კომენტარი: საუბარია ბიბლიურ ციტატაზე Fiat Lux (იქმენ ნათელი), რომელშიც ოთხასოიან სიტყვას (ტეტრაგრამატონს), Fiat განიხილავენ, როგორც აბრევიატურას Flatus, Ignis, Aqua, Terra. აბრევიატურის შემადგენელი ელემენტები კი ოთხი სტიქიის ლათინური სახელწოდებებია. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/974პასუხი -
შეკითხვა #973 © ვახტანგ ელერდაშვილი
ჰანა როსინი თავის საჯარო ლექციაში, რომელიც თანამედროვე დასავლეთ საზოგადოებაში ქალთა როლის აღზევებას ეძღვნება, საუბრობს წარუმატებელ მამაკაცებზე და მათ ორი სიტყვით მოიხსენიებს. ამ ორი სიტყვიდან ერთ–ერთი ბერძნული ანბანის ასოა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ როგორ მოიხსენიებს ჰანა როსინი წარუმატებელ მამაკაცებს?
პასუხი: ომეგა მამრი (ომეგა ძაღლი), Omega-male კომენტარი: ალფა–მამრის (alpha-male) საპირისპიროდ იგი მოიხსენიებს ომეგა–მამრებს. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/973პასუხი -
შეკითხვა #972 © მაქსიმ პოტაშოვი
კატალანურ ენაში არსებობს იდიომა, რომელიც აზრობრივად იგივეს ნიშნავს, რასაც ქართული "როცა ვირი ხეზე ავა", ან რუსული "Когда рак на горе свистнет". კატალანური იდიომა სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ მივიღებთ: "როცა დაბრუნდება იქსი და დაასრულებს იგრეკს". ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.
პასუხი: ანტონიო გაუდი, საგრადა ფამილია კომენტარი: მოგეხსენებათ "საგრადა ფამილია" დღემდე დაუსრულებელია. წყარო: www.lingvoblog.com/j-note176/ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/972პასუხი -
შეკითხვა #971 © რუსლან სულტანოვი
მილორად პავიჩის რომანში მწერლობის ამბიციის მქონე გოგონა ვერაფრით ახერხებს გამომცემლებს საკუთარი ნოველები გამოაცემინოს, თუმცა იგი მაინც პოულობს გამოსავალს და მის ნოველებს გამომცემლები ბეჭდავენ, რაშიც გოგონას ანატოლ ფრანსი, პიერ ლოტი და სხვა ფრანგი მწერლები დაეხმარნენ. ყურადღება შეკითხვა: რომელ ცოცხალ არსებას ადარებს მილორად პავიჩი ამ გოგონას?
პასუხი: გუგულს კომენტარი: როგორც გუგული დებს სხვის ბუდეში კვერცხს, ასევე ამ გოგონამ თავისი ნოველები დასახელებული მწერლების ნაწარმოებებში განათავსა და თარგმანებად გაასაღა. წყარო: lib.ru/INPROZ/PAWICH/vsv.txt პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/971პასუხი -
შეკითხვა #970 © დიმიტრი ჟარკოვი
თქვენს წინაშეა კარიკატურა, რომელსაც ეწოდება "უკანასკნელი ჩანაწერი რობინზონ კრუზოს დღიურში". კარიკატურაზე წაშლილია ორსიტყვიანი დიალოგი. აღადგინეთ ეს ორსიტყვიანი დიალოგი.პასუხი: პარასკევა? შაბათა! კომენტარი: რობინზონ კრუზო შეხვდა ბარონ სამდის, ანუ ბარონ შაბათს, რომელიც გარდაცვლილთა სულების მბრძანებელია ვუდუს პანთეონში. ნებისმიერი პასუხი, სადაც პარასკევი და შაბათია დაფიქსირებული ითვლება. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/970პასუხი -
შეკითხვა #969 © ალექსანდრე შევჩენკო
ერთ მოთხრობაში, რომლის სიუჟეტი ყოფილ საბჭოთა კავშირში ვითარდება, მთავარი გმირი ამბობს: "მშენებლობები არასოდეს დასრულდებოდა რომ არა ისინი". მათი რაოდენობა თანამედროვე საქართველოში არ აღემატება ორ ათეულს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი.
პასუხი: ოფიციალური უქმე დღეები (დღესასწაულები) კომენტარი: ყოფილ საბჭოეთში ცდილობდნენ მშენებლობები რომელიმე ოფიციალური უქმე დღისთვის მოესწროთ (7 ნოემბერი, 1 მაისი), სხვა დროს პროცესს აჭიანურებდნენ ხოლმე. წყარო:- Ю. Поляков. ЧП районного масштаба
- ka.wikipedia.org/wiki/ოფიციალური_უქმე_დღეები_საქარ
პასუხი -
შეკითხვა #968 © ვახტანგ ელერდაშვილი
2007 წელს "მილანი"–"სამპდორიას" თამაშის დროს, "მილანის" ახალწვეულ ფეხბურთელზე გაბრაზებულმა "ინტერის" ფანებმა სტადიონზე გამოფინეს პლაკატი, სადაც ამ ფეხბურთელის შეურაცხმყოფელი ორი სიტყვა ეწერა. საინტერესოა ისიც, რომ იტალიელები ამ ორი სიტყვით მოიხსენიებენ ერთ "ამერიკელს". ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს "ამერიკელი".
პასუხი: რონალდ მაკდონალდი კომენტარი: Ronaldo pagliaccio - იტალიურად ნიშნავს "რონალდო კლოუნი". ამასთან იტალიურში ასე უწოდებენ მაკდონალდსის სიმბოლოს, კლოუნ რონალდს, რომლის გვარიც მაკდონალდია. "ინტერის" ფანებმა რონალდოს "რეალიდან" "მილანში" გადასვლა ვერ აპატიეს. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/968პასუხი -
შეკითხვა #967 © ალექსეი ბოგოსლოვსკი
პოლონელი მოგზაურის პაველ ედმუნდ სტრჟელეცკის მხატვრული ბიოგრაფიის სათაური იწყება ორი ლათინური სიტყვით. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ეს ორი ლათინური სიტყვა თქვენს ფურცლებზე.
პასუხი: Quo Vadis კომენტარი: ალუზიაა ჰენრიკ სენკევიჩის რომანზე, ამასთან პირდაპირ მიუთითებს მის მოგზაურობაზე, ვინაიდან Quo Vadis ლათინურად ნიშნავს "სად მიდიხარ"–ს. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/967პასუხი -
შეკითხვა #966 © მაქსიმ პოტაშოვი
აფრიკის ერთ ქვეყანაში დღესდღეობით არის ათი ობიექტი, რომელთაც არანაირი მოგება არ მოაქვთ, მათი შენახვა კი ქვეყანას მილიონები უჯდება, ამიტომ მათ "თეთრ სპილოებს" უწოდებენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ აფრიკის ქვეყანაც და ეს ობიექტებიც.
პასუხი: სტადიონები სამხრ. აფრიკის რესპუბლიკაში კომენტარი: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ახლად აშენებული სტადიონები მძიმე ტვირთად დააწვა სამხრ. აფრიკის რესპუბლიკას. "თეთრი სპილო" მძიმე ტვირთის სიმბოლოა. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/966პასუხი -
შეკითხვა #965 © დიმიტრი ბოროკი
ჯიმი კარტერმა იქსს გოლფის მოედანი უწოდა. პირველი მცდელობა კი რათა იქსი გამოეყენებინათ, როგორც გოლფის სათამაშო ტერიტორია დაფიქსირდა 1971 წელს, თუმცა უშედეგოდ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: მთვარე კომენტარი: მთვარის კრატერები წააგავს გოლფის ე.წ. "ლუნკებს". ალან შეპარდმა აპოლონ–14–ის ექსპედიციის დროს მთვარის ზედაპირზე სცადა გოლფის თამაში და რამდენიმე დარტყმა განახორციელა. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/965პასუხი -
შეკითხვა #964 © რენატ ხაიბულინი
2008 წელს ჩემპიონთა ლიგის მატჩში იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა ესპანური გრანდი დაამარცხა გასვლაზე. ამ მატჩისადმი მიძღვნილ სტატიაში ხაზგასმული იყო, რომ იტალიურმა იქსმა აჯობა ესპანურ იგრეკს. გაითვალისწინეთ, რომ იქსი იგრეკმა მე–19 საუკუნეში შეცვალა და დაასახელეთ ორივე.
პასუხი: რეალიზმი, რომანტიზმი კომენტარი: რომამ რეალი დაამარცხა. რომანტიზმი რეალიზმმა მე–19 საუკუნეში შეცვალა. წყარო: www.sports.ru/football/4248560.html პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/964პასუხი -
შეკითხვა #963 © ალექსანდრე ჩიჟოვი
ჯეკფრუტი, ანუ იგივე ინდური პურის ხე ავეჯისა და მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად გამოიყენება. ჯეკფრუტის ხის მერქანს აქვს ერთი სასარგებლო თავისებურება, რაც იმაში გამოიხატება, რომ მას ვერ იტანენ ჯარისკაცები და მუშები. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ჯარისკაცები და მუშები ერთი სიტყვით (მიიღება ზუსტი პასუხი).
პასუხი: ტერმიტები კომენტარი: ამ ხეს ტერმიტები არ ეკარებიან, რომელთა შორისაც გამოყოფენ ჯარისკაცებს და მუშებს. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/963პასუხი