რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 75
-
როგორც ცნობილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციას თავის სამუშაო ენებად აღიარებული აქვს 6 ენა, მაგრამ 1945 წელს წელს, სან ფრანცისკოს დამფუძნებელ კონფერენციაზე სამუშაო ენები იყო მხოლოდ ორი. შეკითხვა: დაასახელეთ ორივე ენა
პასუხი: ინგლისური და ფრანგული კომენტარი: სადღეისოდ - ინგლისური, ფრანგული, ჩინური, რუსული, არაბული, ესპანური. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/992პასუხი -
დაასრულეთ ჰერბერტ სპენსერის სიტყვები: „რათა მივაღწიოთ პატივისცემას კანონის მიმართ, უნდა შევქმნათ ...“
შეკითხვა: დაასრულეთ ფრაზაპასუხი: პატივისცემის ღირსი კანონები პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/991პასუხი -
КВН - ის ხუმრობებიდან. განცხადება: 15-სულიანი ოჯახი, ეძებს 17-სულიან ოჯახს.
შეკითხვა: უპასუხეთ მაქსიმალურად ზუსტად, რა მიზნით?პასუხი: 32 - სულიანი ოჯახის შესაქმნელად პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/990პასუხი -
„მთვარე არ არის ცუდი ადგილი. ის ნამდვილად იმსახურებს ხანმოკლე ვიზიტს“.
შეკითხვა: დაასახელეთ ამ სიტყვების ავტორი!პასუხი: ნილ არმსტრონგი კომენტარი: პირველი ადამიანი, რომელმაც ფეხი დადგა მთვარეზე. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/989პასუხი -
შეკითხვა #988 © ვახტანგ ელერდაშვილი
ერთ ჰოლივუდურ ჰორორის ჟანრის ფილმში სტუდენტების ჯგუფი პოულობს ინკვიზიციის დროინდელ არტეფაქტს, ერთგვარ სამაგიდო თამაშს, რომელშიც დამარცხებული არამხოლოდ ეთიშება მას, არამედ ჰკარგავს სიცოცხლესაც. თამაშის დასრულებას იუწყება კარტი, რომელზეც ორსიტყვიანი ლათინური ფრაზა აწერია. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ეს ორსიტყვიანი ლათინური ფრაზა.
პასუხი: Vae Victis კომენტარი: Vae Victis - ითარგმნება, როგორც „ვაი, დამარცხებულებს“. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/988პასუხი -
შეკითხვა #987 © ვახტანგ ელერდაშვილი
2008 წელს ოცმილიონევროიანი პროექტი დამტკიცდა, კოდური სახელწოდებით „ფონდაციონე ბუჩინტორო“. ეს პროექტი მიზნად ისახავს 1798 წელს განადგურებული ნაგებობის აღდგენას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქალაქი, სადაც მდებარეობდა ეს ნაგებობა.
პასუხი: ვენეცია კომენტარი: საუბარია დოჟების მთავარ გალერაზე „ბუცენტავრზე“ (იტალ. Bucintoro), რომელიც ნაპოლეონმა 1798 წელს დაანგრევინა ვენეციის რესპუბლიკის დამარცხების ნიშნად. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Bucentaur პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/987პასუხი -
შეკითხვა #986 © ელენა კამინსკაია
წიგნში "ანტიკური ლიტერატურის სამყარო" ავტორი წერს, რომ ესქილემ თავის ტრაგედიაში "ორესტეა" პირველმა დასვა პირველის და მეორის პრობლემის საკითხი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ავტორი ნაწარმოებისა: პირველი და მეორე.
პასუხი: დოსტოევსკი კომენტარი: წიგნის ავტორის აზრით ესქილემ პირველმა დააყენა დანაშაულის და სასჯელის პრობლემის საკითხი. წყარო: Г. Пiдлiсна "Свiт античноi лiтератури", К., "Наукова думка", 1981, с. 71. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/986პასუხი -
შეკითხვა #985 © ტატიანა სნეგოვსკაია-არში
ერთმა ინტერნეტ იუზერმა გამოაცხო ნუშის პური და ეს კულინარული შედევრი შარშან გარდაცვლილი ადამიანის ხსოვნას მიუძღვნა. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ადამიანისათვის პატივის მისაგებად ყვავილოვანი კომბოსტოს, ან ბროკოლისგან დამზადებული კერძიც ერთობ სიმბოლური იქნებოდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: ბენუა მანდელბროტი კომენტარი: მისი გვარი ითარგმნება, როგორც "ნუშის პური". ყვავილოვან კომბოსტოს და ბროკოლის ფრაქტალური ბუნება აქვს, ანუ ისეთი რაც უშუალოდ მასთან, ფრაქტალების მკვლევართან, ასოცირდება. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/985პასუხი -
შეკითხვა #984 © ვახტანგ ელერდაშვილი
2005 წელს ინგლისის ქალაქ ნორსჰემპტონში ამ წყვილის საპატივსაცემოდ სკულპტურული კომპოზიცია დაიდგა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს წყვილი.პასუხი: ფრენსის კრიკი და ჯეიმს უოტსონი კომენტარი: სკულპტურა ეძღვნება კრიკის და უოტსონის მიერ ორმაგი სპირალის აღმოჩენას. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/984პასუხი -
შეკითხვა #983 © იგორ ვოლოდარსკი
ერთ ფრანგულ კინოკომედიაში ცდილობენ ამ დასახლებული პუნქტის სახელწოდების გაშიფრვას და დაადგენენ, რომ ის ითარგმნება როგორც „წყალი, წყალი“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს დასახლებული პუნქტი.
პასუხი: ვატერლოო კომენტარი: Water + l’eau წყარო: К/ф "Коко" (реж. Гад Эльмале, 2009). პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/983პასუხი -
შეკითხვა #982 © ვახტანგ ელერდაშვილი
1992 წელს აშშ–ში, პენსილვანიის შტატის ქალაქ ფრანკლინთაუნში გრანდიოზული სკულპტურა დაიდგა. სკულპტურის სახელი ემთხვევა ევროპის ქალაქის ღირსშესანიშნაობის სახელწოდებას. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება სკულპტურას?
პასუხი: ბიგ ბენი კომენტარი: ბენჯამენ ფრანკლინის სკულპტურას „ბიგ ბენი“ ჰქვია. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/982პასუხი -
შეკითხვა #981 © ვახტანგ ელერდაშვილი
ერთი ვერსიით ეს სიტყვა წარმოიშვა კლასიკური ლათინური "აბეცედარიუმის" სამი შუალედური ელემენტის სახელწოდების შეერთებით. დაასახელეთ ეს სიტყვა.
პასუხი: ელემენტი კომენტარი: "აბეცედარიუმი" ლათინურად ანბანია, რომელშიც კლასიკურ ეპოქაში 23 ასო იყო (J, U და W აკლდა). სამი შუალედური ასოს (LMN) სახელწოდებები ლათინურში არის "ელ–ემ–ენ". წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/981პასუხი -
შეკითხვა #980 © ვახტანგ ელერდაშვილი
ვიკიპედიის სტატიაში მოთავსებულია ინგლისელი მხატვრის, ჰენრი ჰოლიდეის ნახატი (იხ. სურათი). ნახატზე აღბეჭდილია მომენტი, როდესაც დაიწყო ის, რაც სტატიის სათაურს წარმოადგენს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სტატიის სათაური.პასუხი: ახალი ცხოვრება კომენტარი: საუბარია დანტე ალიგიერის ნაწარმოებზე La vita nuova (ახალი ცხოვრება). სურათზე აღბეჭდილია მომენტი, როდესაც დანტემ პირველად იხილა ბეატრიჩე, რის შემდეგაც მისი "ახალი ცხოვრება" დაიწყო. წყარო: en.wikipedia.org/wiki/La_Vita_Nuova პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/980პასუხი -
შეკითხვა #979 © მაქსიმ პოტაშოვი
ინდონეზიელთათვის პირველს ცვლის სპილო, მეორეს – ადამიანი და მესამეს კი – ყურბელა (მწერია ასეთი!). ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ პირველიც, მეორეც და მესამეც ნებისმიერი თანამიმდევრობით.
პასუხი: ქვა, მაკრატელი, ქაღალდი კომენტარი: სპილო ჭყლეტს ადამიანს, ადამიანი ჭყლეტს ყურბელას და ყურბელა კლავს სპილოს. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Rock-paper-scissors პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/979პასუხი -
შეკითხვა #978 © ვახტანგ ელერდაშვილი
რაიან ფილდმა დაწერა სასიყვარულო რომანი ორი არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცის შესახებ, რომლებსაც უყვართ ერთმანეთი მიუხედავად სოციალური, პოლიტიკური და ფინანსური ბარიერებისა. რომანის სათაურის შერჩევისას ავტორი მარტივად მოიქცა: აიღო მე–19 საუკუნის კლასიკური რომანის სახელწოდება და წინ დაუმატა მოკლე და "მხიარული" სიტყვა. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ რაიან ფილდის რომანის სახელწოდება.
პასუხი: Gay pride and prejudice კომენტარი: რაიან ფილდმა ჯეინ ოსტინის რომანს, "Pride and prejudice" წინ დაუმატა "Gay" და მიიღო – "Gay pride and prejudice". Gay ინგლისურად მხიარულია. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/978პასუხი