თბილისის 43-ე ჩემპიონატი
V ტური
IV ლიგა
20 ნოემბერი, 2011
-
ქალაქ ფილადელფიაში შემოიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც აიკრძალა გარკვეული ქმედება და მრავალ მცირე ბიზნესის მფლობელს საქმიანობის შეწყვეტა მოუწია. ერთ-ერთგაზეთში ირონიულად აღნიშნავდნენ, რომ
„ბიზნესმენები“ წინასწარ ვერც კი წარმოიდგენდნენ გადაწყვეტილებას. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით, თუ რასახის საქმიანობა აიკრძალა ფილადელფიაში.პასუხი: წინასწარმეტყველება (მკითხაობა და ა.შ) წყარო: "Наука и жизнь", 2009, N 9. ბმული: http://moazrovne.net/q/1979პასუხი -
1759 წელს ბრიტანელმა კორსარებმა ხელში ჩაიგდეს ესპანური ხომალდი, რომელიც ამერიკიდან მოემართებოდა. ბრიტანელებმა გემზე ნაპოვნი მთელი ტვირთი ზღვაში გადაყარეს, რადგან თხის ექსკრემენტად ჩათვალეს. რა იყო სინამდვილეში ხომალდის ტვირთი?
პასუხი: კაკაო კომენტარი: ყავა არ ჩაითვლება, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ იზრდებოდა ამერიკაში წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1980პასუხი -
ესპანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ალკოჰოლური სასმელები დადებითად მოქმედებს იქსზე. ქალებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ჟურნალში შეიძლება წაწყდომოდით რამდენიმე რჩევას იქსის გასალღობად. ორი წუთის შემდეგ დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: მამაკაცის გული (კაცის გული) წყარო: www.aztube.az/news/2009-02-12-29 ბმული: http://moazrovne.net/q/1981პასუხი -
ბრიტანულმა პარლამენტმა მაღაზიათა ქსელი მარკს ენდ სპენსერი მოდიფიცირებული იქსების გამოყენებაში დააანაშაულა. იაპონიის მეტროებში თვითმკვლელობების შესამცირებლად პლატფორმებზე იქსები დაამონტაჟეს. დაგვისახელეთ იქსი.
პასუხი: სარკე. კომენტარი: მაღაზიაში დამონტაჟებული იყო მრუდე სარკეები, რომლებშიც მომხმარებლები უფრო გამხდრები ჩანდნენ. იაპონელებმა ჩათვალეს, რომ სარკეში ყურებისას თვითმკვლელობა უფრო რთული იქნებოდა. წყარო: news.bbc.co.uk/2/hi/uk_news/politics/6357035.stm ბმული: http://moazrovne.net/q/1982პასუხი -
ვიკიპედიის თანახმად, რეფორმაციის პერიოდში ამ ცერემონიამ დაკარგა რელიგიური მნიშვნელობა. „ნათლიების“ როლის შესრულება დაიწყეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ნაკურთხი წყლის ნაცვლად კი დაიწყეს სიდრის გამოყენება. ცერემონიის დასასრული წააგავს მოსანათლის ჩაშვებას ემბაზში. 1 წუთის შემდეგ გვითხარით, რა ცერემონიაზეა საუბარი?
პასუხი -
წიგნში „პორი ჰატერი“, რომელიც ჰარი პოტერის პაროდიას წარმოადგენს, გხვდება ორგანიზაცია ინგლიშ-დიუმი. რომელ რეალურ ორგანიზაციას შეესაბამება ის?
პასუხი: სკოტლენდ-იარდს. წყარო: „პორი ჰატერი 3“, „მამა ბრაუნი და ცხოვრების არსი“ ბმული: http://moazrovne.net/q/1984პასუხი -
თქვენს წინაშეა 1992 წელს გამოსული ფილმის პოსტერი. დაწერეთ ფილმის სახელწოდება.პასუხი: Reservoir Dogs (Бешеные псы; ცოფიანი ძაღლები) კომენტარი: პოსტერზე ყველა ძაღლი სხვადასხვა ფერითაა გამოსახული, ფილმის პერსონაჟებს კი მეტსახელებად სხვადასხვა ფერები აქვთ შერჩეული. წყარო: images4.fanpop.com/image/photos/17800000/Reservoir ბმული: http://moazrovne.net/q/1985პასუხი -
ტანკი „Mark I“ - პირველი ტანკი იყო, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენეს. მიუხედავად მრავალი ნაკლისა, მან სწრაფად დაამტკიცა ახალი ტექნოლოგიების უპირატესობა. მას ტყვიების წვიმა არ აშინებდა და საიმედოდ იცავდა ეკიპაჟს. ამ ტანკის თავისებურებას წარმოადგენდა მცირე ზომის ნახვრეტი ჯავშანში, რომლის მეშვეობითაც მყარდებოდა კავშირი შტაბთან. რა სახის კავშირზეა საუბარი?
პასუხი: საფოსტო მტრედებზე. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Mark_I_(танк) ბმული: http://moazrovne.net/q/1986პასუხი -
მინსკის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს მონუმენტი, რომელზეც გამოსახულია ბელარუსიის რუკა და წარწერა „0 კილომეტრი“. ამ მონუმენტს ხშირად უწოდებენ ბელარუსიის იქსს. გვითხარით, რა ორი სიტყვა შევცვალეთ ჩვენ იქსით, თუკი გეტყვით, რომ ერთ-ერთი მათგანი ლათინური წარმომავლობისაა?
პასუხი -
არსებობს სინდრომი, რომლის დროსაც ადამიანს აღენიშნება დროისა და სივრცის აღქმის დარღვევა, საკუთარი სხეულისა და გარემოს აღქმის უნარის დაკარგვა, არასწორად აღიქვამს საგნების ზომებს, აქვს ჰალუცინაციები. ამ სინდრომის დასახელებაში ფიგურირებს 1865 წელს შექმნილი პერსონაჟის სახელი. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
პასუხი: ალისა წყარო: www.psyche.net.ua/index.php?name=Pages&op=page ბმული: http://moazrovne.net/q/1988პასუხი -
ჟურნალი „Наука и жизнь“ გვთავაზობს მარტივად, ორი მობილური ტელეფონის გამოყენებით დავადგინოთ, უსაფრთხოა თუ არა იქსი. „მოათავსეთ ერთი მობილური იქსის შიგნით და დარეკეთ მასზე მეორე ტელეფონით. თუკი ზარი გავიდა, ესეიგი თქვენი იქსი უსაფრთხო არაა და გამოსხივებას ატარებს.“ დაგვისახელეთ აბსოლიტურად ზუსტად, ორი სიტყვით, თუ რა არის იქსი.
პასუხი: მიკროტალღური ღუმელი კომენტარი: ესეიგი ღუმელი გამოსხივებას ატარებს. წყარო: "Наука и жизнь", 2008, N 9 ბმული: http://moazrovne.net/q/1989პასუხი -
აღმოჩნდა, რომ რუსეთში ხუთი იქსია, ჩინეთში - ოთხი. პოლონეთში - 3, ინდოეთში - 2, დაასახელეთ ყველაზე ცნობილი იქსი, თუკი გეტყვით, რომ მისი მშენებლობა მეთორმეტე საუკუნეში დაიწყო.
პასუხი: პიზას კოშკი კომენტარი: საუბარი იყო დახრილ კოშკებზე წყარო: en.wikipedia.org/wiki/List_of_leaning_towers ბმული: http://moazrovne.net/q/1990პასუხი -
ტოლკინის „ჰობიტში“ აღწერილია ერთი ჰობიტისა და გობლინთა მეთაურის ბრძოლა. ჰობიტმა კომბლის ერთი დარტყმით წააცალა თავი მოწინააღმდეგეს. თავმა რამდენიმე ასეული იარდი გაირბინა და ბოლოს კურდღლის სოროში ჩავარდა. რა შეიქმნა ასე ტოლკინის თანახმად?
პასუხი: გოლფი კომენტარი: გობლინთა მეთაურს გოლფიმბული ერქვა. წყარო: ჯ.რ.რ.ტოლკინი - „ჰობიტი, ანუ იქით და აქეთ“ ბმული: http://moazrovne.net/q/1991პასუხი -
რომელი „განმათავისუფლებლის“ სახელს ატარებს ჰოლანდიაში მდებარე ეს ხიდი?პასუხი: მოსეს კომენტარი: ხიდზე გადასვლისას იქმნება ილუზია, თითქოს წყალი ორადაა გაყოფილი. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1992პასუხი -
აშშ-ს ჯარში მათი შეყვანა სანიტარულმა კომისიამ მოითხოვა ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის დროს, რადგან „ერთი გამოცდილი ის ათ ექიმს უდრის“. ერთ ცნობილ ფილმში ფლოტში მომსახურე ერთ-ერთი მათგანი მთელ ქალაქს გადაარჩენს ატომური აფეთქებისგან. ვისზეა საუბარი?
პასუხი: მზარეულებზე. კომენტარი: სტივენ სიგალის პერსონაჟი ფილმში „Under Siege“ უბრალო კოკია. წყარო: Hermann Hattaway & Archer Jones, "How the Norh Won. A military History of the Civil War" ბმული: http://moazrovne.net/q/1993პასუხი
- პაკეტის კომენტარები: