რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 96
-
შეკითხვა #676 © ლაშა კილაძე
ამტკიცებენ, რომ გასული საუკუნის 20-იან წლებში აიოვას უნივერსიტეტის ერთმა სტუდენტმა რამდენიმე ათეულ თანაკურსელს მიმართა თხოვნით, დაესახელებინათ გოგონა, რომლის გაცნობაც ყველაზე მეტად სურდათ. უმრავლესობამ დაასახელა ადგილობრივი გაზეთის მეპატრონის ქალიშვილი ვინმე ოფელია მილერი. ნახევარი წლის შემდეგ იგი ზემოხსენებული სტუდენტის ცოლი გახდა. დამისახელეთ ამ სტუდენტის ვინაობა!
პასუხი: ჯორჯ ჰორეის გელაპი წყარო: shkolazhizni.ru/archive/0/n-13363/ პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/676პასუხი -
შეკითხვა #675 © ლაშა კილაძე
უკრაინის პრეზიდენტის 1999 წლის 29 ნოემბრის ბრძანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ სიმბოლოებად მიღებულია საპრეზიდენტო სტანდარტი, პრეზიდენტის ნიშანი, გერბიანი ბეჭედი და კიდევ ერთი რამ. რა?
პასუხი: კვერთხი, გურზი კომენტარი: კაზაკთა ატამანების ძალაუფლების სიმბოლო წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Государственные_символы_През პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/675პასუხი -
შეკითხვა #674 © ლაშა კილაძე
როცა იგი 1607 პავლე მეხუთესაგან რომში ეპისკოპოსად კურთხევას იღებდა, პაპი ერთობ დააეჭვა მისმა ახალაგაზდრულმა ასაკმა. მაშინ მან პაპი დაარწმუნა, რომ საეპისკოპოსო ასაკი უკვე შეუსრულდა, თუმცა კურთხევის შემდეგ გამოტყდა სიცრუეში და პაპისაგან ამ ცოდვის შენდობა მოითხოვა. „ეს ბიჭუნა დიდი გაიძვერა ვინმე დადგება“ - თქვა მაშინ შორსმჭვრეტელმა პავლე მეხუთემ. მაშ, დამისახელეთ ეს გაიძვერა ბიჭუნა!
პასუხი: კარდინალი რიშელიე კომენტარი: Всемирное остроумие. Москва. Терра - Книжный клуб. 1999. ст. 104 პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/674პასუხი -
შეკითხვა #673 © ლაშა კილაძე
ფრანგი მხატვარი ნიკოლა პუსენი ამბობდა, რომ ნამდვილი ხელოვანისთვის „სიკვდილი“ აუცილებელი პირობაა. ცნობილია, ბევრი „მკვდარი“ პოეტი, მათ შორის ეფიმ პრიდვოროვი, ან თუნდაც ტერენტი გრანელი. ხოლო ჟან პოლი ამბობდა, რომ „სიკვდილი“ არის ბევრი ნაკლის და იმავდოულად ყველა გამოგონების დედა. დამისხელეთ სიტყვა, რომელიც მე შევცვალა სიტყვით „სიკვდილი“!
პასუხი: სიღარიბე კომენტარი: ეფიმ პრიდვოროვი – დემიან ბედნი. მოგეხსენებათ, სიმღერა ”სიკვდილი და სიღარიბე” წყარო: Жизнь замечательных людей, художники. Ацт Астрель. 1999. ст. 302; Словарь парадоксальных опредений. Москва, Крон Пресс. 1995. ст. 31 პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/673პასუხი -
შეკითხვა #672 © ლაშა კილაძე
გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს აშშ საპროტესტო მოძრაობამ მოიცვა. ამავე დროს გააქტიურდნენ მოსახლეობის სხვადასხვა ფენების უფლებათა დამცველი ორგანიზაციები. პიკს მიაღწია ფემინისტურმა მოძრაობამ, შეიქმნა შავკანიან ამერიკელთა ორგანიზაცია ”შავი ავაზები”. ამავე პერიოდში აშშ-ში მოსახლეობის სწრაფად მზარდმა ჯგუფმა შექმა საკუთარი უფლებების დამცველი საზოგადოება სახელწოდებით ”რუხი ავაზები”. რა კატეგორიის ამერიკელების უფლებებს იცავდა საზოგადოება „რუხი ავაზები“?
პასუხი: ხანშიშესულების (რუხი - ჭაღარა) წყარო: Мыло, секс и сигареты. Дж.Сивулка. Питер. 2002. ст. 369 პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/672პასუხი -
შეკითხვა #671 © ლაშა კილაძე
ტორდესილიასის სასახლის კომენდანტი მარკიზი დენია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მეთვალყურეობდა კასტილიის დედოფალ ხუანა შეშლილს ერთერთ პატაკში წერდა: „დედოფალმა აპეტიტი დაკარგა, შეუფერებლად აცვია, დროულად არ იძინებს“. იქვე მარკიზი აღნიშნვდა, რომ მის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ დედოფალი აღარ აკეთებს ამას, რაც საბოლოოდ ადასტურებს მის ავადმყოფობას. კითხვა: დედოფლის მიერ რაზე უარის თქმამ შეაშფოთა ასე მარკიზი დენია?
პასუხი: მესაზე დასწრება კომენტარი: მე-16 საუკუნის ესპანეთი კათოლიციზმის მსოფლიო ბურჯი გახლდათ და შესაბამისად, მისი მონარქები რადიკალური ღვთისმოსაობით გამოირჩეოდნენ წყარო: Вивиен Грин, Безумные короли. Москва, Зевс, 1997, ст. 153 პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/671პასუხი -
შეკითხვა #670 © ლაშა კილაძე
არსებობს პოლიტიკური ხუმრობა, რომელიც უკანასკნელი 183 წლის განმავლობაში რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მმართველების მონაცვლეობას ეფუძნება და რომელიც ამტკიცებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ადგილი აქვს პარადოქსულ კანონზომიერებას. ერთი შეხედვით, ეს კანონზომიერება დაირღვა მაშინ, როცა სტალინის შემდეგ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა მალენკოვი, მაგრამ, მწერალი ვლადიმერ სავჩენკო ამტკიცებს, რომ იმ პერიოდის საბჭოთა კავშირს რეალურად ბერია მართავდა, შესაბამისად, კანონზომიერება არ დარღვეულა. მაშ, რა თავისებურება აქვს ამ ხუმრობა-პარადოქსის მიხედვით რუსეთის ყოველ მეორე მმართველს?
პასუხი: ის მელოტია კომენტარი: კანონზომიერების მიხედვით ხდება მელოტი-თმებიანის მონაცვლეობა წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Лысый-волосатый პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/670პასუხი -
შეკითხვა #669 © ლაშა კილაძე
როგორც ამტკიცებს ვიკიპედია, იგი ბერგამოს მკვიდრია, რომელმაც უკეთესი ცხოვრების ძებნაში ვენეციაში იპოვა ნავთსაყუდელი. თავდაპირველად ის მიამიტი და გულუბრყვილო იყო და მრავალრიცხოვანი საკერებლებით დაფარულ კოსტიუმს ატარებდა, თუმცა მოგვიანებით ეშმაკ და ენამახვილ ინტრიგნად ჩამოყალიბდა და შესაბამისად, კოსტიუმის საკერებლებმაც გაცილებით ესთეტიური სახე მიიღეს. ახლა კი დამისახელეთ ბულგარელი ემილ დიმიტროვის ცნობილი სიმღერა, რომლითაც იგი გასული საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა კავშირში განსაკუთრებით პოპულარული გახდა!
პასუხი: არლეკინო კომენტარი: მუსიკა: ემილ დიმიტროვი, ტექსტი: ბორის ბარკასი, მღერის: ალა პუგაჩოვა წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Арлекин პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/669პასუხი -
შეკითხვა #668 © ლაშა კილაძე
მისი მოძებნის პროცესმა კითხვის ავტორს, იმერეთის ერთი სოფლის მკვიდრისაგან განსხვავებით, დიდი სიამოვნება ვერ მოუტანა. სამაგიეროდ, მოთხრობისა და ფილმისაგან განსხვავებით, ჩვენს შემთხვევაში ძებნის შედეგი ერთობ კონკრეტული აღმოჩნდა, კერძოდ კი სიმფეროპოლისა და ყირიმის ეპისკოპოსი პოლიკარპ ვასილიევიჩ გულევიჩი, რომელიც 1937 წლის 2 დეკემბერს დახვრიტეს ბოლშევიკებმა. მაშ, რა სახელითაა ცნობილი ეპისკოპოსი გულევიჩი 2000 წლის შემდეგ?
პასუხი: წმინდა პორფირე კომენტარი: ლაპარაკია წმ.პორფირეს ხატზე ფილმიდან „შერეკილები“ წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Порфирий_(Гулевич) პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/668პასუხი -
შეკითხვა #667 © ლაშა კილაძე
იგი 1884 წელს დაიბადა ლუქსემბურგში, 20 წლის ასაკში გადაბარგდა აშშ-ში სადაც ხელმისაწვდომი რადიოკომპლექტების წარმოება დაიწყო. ვიკიპედია ამტკიცებს, რომ სწორედ მას ეკუთვნის ტერმინი „television“ და ტერმინი „scientifiction“ (სამეცნიერო ფანტასტიკა). ასევე იგია ავტორი მოთხრობების სერიისა ”ბარონ მიუნჰაუზენის სამეცნიერო თავგადასავლები”. მე არ გეკითხვბით მის გვარს, უბრალოდ, დამისახელეთ მისი სახელი!
პასუხი: ჰიუგო გერნსბეკი კომენტარი: პრემია „ჰიუგო“ დაარსდა მის პატივსაცემად 1953 წელს და გადაეცემა ფანტასტიკის და ფენტეზის ჟანრში მოღვაწე ავტორებს წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Хьюго_Гернсбек პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/667პასუხი -
შეკითხვა #666 © ლაშა კილაძე
მე-19 საუკუნის შუახანებში გერმანიასა და ავსტრიაში პოპულარული გახდა სატრფიალო ბარათების ნაცვლად საყვარელი ქალისთვის ყვავილების თაიგულის გაგზავნა, რომელშიც ყველა ყვავილი გარკვეულ აზრობრივ დატვირთვას ატარებდა. ასე, მაგალითად ნარშავის (чертополох) ყვავილი ქალს აუწყებდა: „სიცოცხლის პოეზია ისე ჩაგივლის გვერდით, რომ ყურადღებას არ მოგაქცევს“, იორდასალამი (პიონი) ნიშნავდა: „შენ საოცრად ამაყი ხარ შენი სიმშვნეიერით“. დამისახელეთ ყვავილი, რომელიც ნიშნავდა შემდეგს: „შენ ისეთი ფლეგმატური და მძინარა ხარ, რომ ჩემი გულის ხმა არ გესმის“!
პასუხი: ყაყაჩო წყარო: nauka.relis.ru/50/9803/50803155.htm პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/666პასუხი -
შეკითხვა #665 © ლაშა კილაძე
1928 წელს სამი კომკავშირელი პოეტი, ჟაროვი, უტკინი და ბეზიმენსკი შემოქმედებითი მივლინებით ევროპაში გამეგზავრნენ. ევროპელები სრულიად სამართლიანად უყურებდნენ მათ როგორც ბოლშევიკ აგიტატორებს და ამიტომ მკვეთრად შეუმცირეს თითოეულ პუნქტში გაჩერების ვადა. დამისახელეთ სახელწოდება, რომლითაც რუსეთში დაბრუნებულმა პოეტებმა დაასათაურეს თავიანთი ჩანახატი ამ მოგზაურობის შესახებ!
პასუხი: Голопам по Европам წყარო: nauka.relis.ru/50/0203/50203038.htm პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/665პასუხი -
შეკითხვა #664 © ლაშა კილაძე
როგორც ამტკიცებენ სპეციალისტები, თენსპოტების, იგივე სოუბაკების სამსახურის საშუალო განგრძლივობა - 18 თვეა, დაბლ სოუბაკებისა - 25 თვე. მათგან ყველაზე გამძლეა სი-ნოუტი, რომლისათვის ეს ვადა 60 თვეს შეადგენს. ახლა კი დამისახელეთ სი-ნოუთების კიდევ ერთი მეტსახელი, რომელიც მას ერთი უდარდელი ექიმის სეხნიად ხდის!
პასუხი: ბენჟამინი კომენტარი: ლაპარაკია 10, 20 და 100 დოლარიანი კუპიურების ამერიკულ მეტსახელებზე და მათი ბრუნვაში ყოფნის საშუალო ხანგრძლივობაზე.
უდარდელი ექიმი: ბენჟამენ ღლონტი წყარო: www.americaru.com/news/12960 პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/664პასუხი -
შეკითხვა #663 © ლაშა კილაძე
ამ ეგზოტიკური „დაწესებულების“ სახელწოდების არაბული ვარიანტი გამოიყენება როგორც ჩვენთვის ცნობილი შინაარსით, ასევე ნებისმიერი წმინდა ადგილის აღსანიშნავად. მისი მეორე სახელწოდება წარმოდგება იტალიური სიტყვისაგან „შემოსაზღვრული ადგილი, სამხეცე“, კიდევ ერთი სახელი ჰინდური წარმოშობისაა და ჰინდის ენაზე ”ფარდას” ნიშნავს. მოცარტმა აჩვენა, რომ იქ შესანიშნვად მღერიან, ხოლო ერთი რუსული ინტერნეტ–საიტი ამტკიცებს, რომ იქ არ არსებობენ ცუდი მოცეკვავეები. დამისახელეთ ეს „დაწესებულება“!
პასუხი: ჰარამხანა (ჰარემი, სერალი, ფურდახი) წყარო: ec-dejavu.ru/h/Harem.html პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/663პასუხი -
შეკითხვა #662 © ლაშა კილაძე
ფილმში „აპოლო 13“ არის ასეთი ეპიზოდი: როცა ხომალდი მიწას უახლოვდება, ასტრონავტი თიშავს ყველა მოწყობილობას და ამბობს: „ახლა კი შტურვალთანაა ვალიკო მიზანდარი“ . დამისახელეთ სახელი და გვარი, რომელიც მე ვალიკო მიზანდარით შევცვალე!
პასუხი: ისააკ ნიუტონი კომენტარი: ასტრონავტს მხედველობაში აქვს ის, რომ ახლა უკვე ყველაფერი დედამიწის მიზიდულობაზეა დამოკიდებული წყარო: მხატვრული ფილმი „აპოლო 13“ პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/662პასუხი