რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 97
-
შეკითხვა #661 © ლაშა კილაძე
ირლანდიელები ამტკიცებენ, რომ ზურმუხტოვან კუნძულზე გადასვლისთანავე წმინდა პატრიკი ინტენსიურად შეუდგა სამი სასიცოცხლო საქმის კეთებას: კუნძულზე არსებული ყველა გველის გაწყვეტას, წარმართების გაქრისტიანებას და კიდევ ერთ საქმეს, რომელიც იგივე ლეგენდის მიხედვით, ძალიან ეხმარებოდა ქრისტიანობის გავრცელებაში. მაშ, კიდევ რა საქმიანობას ეწოდა წმინდა პატრიკი ირლანდიაში?
პასუხი: ვისკის გამოხდას კომენტარი: მოგეხსენებათ, ვისკის წარმოშობის თაობაზე შოტლანდიელები და ირლანდიელები სხვადსხვა აზრის არიან წყარო: პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/661პასუხი -
შეკითხვა #660 © ლაშა კილაძე
რამდენიმე ხნის წინ ტელეკომპნია ნტვ-ს ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა ერთერთი მატჩის რეპორტაჟის წაყვანის დროს რამდენიმეჯერ აღნიშნა, რომ მოედანზე ადგილი ჰქონდა მილიციური ორთაბრძოლას (милецейское единоборство). დამისახელეთ გუნდები, რომლებიც იმ დღეს ერთმანეთს ხვდებოდნენ!
პასუხი: სარაგოსა და ბარსელონა კომენტარი: მატჩზე რამდენიმეჯერ დაფიქსირდა გაბრიელ მილიტოს და დიეგო მილიტოს ორთაბრძოლა პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/660პასუხი -
შეკითხვა #659 © ლაშა კილაძე
ალბათ ზოგმა ჩვენთაგანმა არ იცის, თუ რას წარმოადგენს მიქაელ მუსკულუსი. თუმცა მისი თავი ძალიან ცნობილი სიმბილოა და მისი სილუეტი ბევრ ფილმში ამა თუ იმ სახით შეგვხვედრია. მაგალითისათვის შემიძლია დაგისახელოთ ბემბი, მძინარე მზეთუნახავი, მეფე-ლომი, პიტერ პენი, ფიფქია და შვიდი ჯუჯა. მაშ, რა სახელით ვიცნობთ ჩვენ მიქაელ მუსკულუსს?
პასუხი: მიკი მაუსი კომენტარი: დაბადების თარიღი - 1928 წელი. მისი თავი არის დისნეის ცნობილი სიმბოლო. მიქაელ მუსკულუსი არის მიკი მაუსის ლათინური სახელწოდება. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Микки_Маус პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/659პასუხი -
შეკითხვა #658 © ლაშა კილაძე
შუა საუკუნეების რუსეთში ეს შეჯიბრი ეკლესიის ახლოს ან სამრეკლოზე ტარდებოდა ხოლმე და ძირითადად გარდაცვლილი ნათესავების სულის მოგონებას ემსახურებოდა. არსებობდა შეჯიბრის ორი ნაირსახეობა - ინდივიდუალური და ჯგუფური. აღსანიშნავია, რომ ორთაბრძოლის ეს სახეობა, ბანქოსთან და კამათლით თამაშთან ერთად, მოიხსენიება რუსულ საეკლესიო წყაროებში 1629 წელს, როცა ვოლოგდის ეპისკოპოსმა ვარლამმა ისინი ყველა ერთად აკრძალა. მაშ, რა შეჯიბრზეა საუბარი, თუკი ის აუცილებლად გაიმართება რუსეთში დაახლოებით ერთი თვის შემდეგ?
პასუხი: კვერცხების დაჭიდება კომენტარი: წითელი კვერცხების დაჭიდება აღდგომაზე წყარო: ec-dejavu.ru/e/Egg.html პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/658პასუხი -
შეკითხვა #657 © ვახო ელერდაშვილი
ფარაონ ჯოსერის მმართველობის ხანამდე ეგვიპტელი ფარაონების სამუდამო განსასვენებელი ე.წ. მასტაბა იყო, რომელიც წარმოადგენდა გვერდებმომრგვალებულ, მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის მიწაყრილს. მისი სიკვდილის შემდეგ არქიტექტორმა იმჰოტეპმა უარი თქვა არსებულ ტრადიციაზე. მან ექვსი, სხვადასხვა ზომის მასტაბა დააშენა ერთი-მეორეს და ასე გახდა ფარაონი ჯოსერი პირველი ეგვიპტური პირამიდის მარადიული ბინადარი. შედეგად მიღებული ნაგებობის გარეგნული იერის გათვალისწინებით ეგვიპტოლოგები მას სიმბოლურად უწოდებენ ისევე, როგორც ეწოდება 1970-იან წლებში შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებს. დაასახელეთ ამ მუსიკალური ნაწარმოების სახელწოდება.
პასუხი: Stairway to Heaven კომენტარი: ჯოსერის პირამიდა ექვსი საფეხურისგან შედგება წყარო:- The Pyramid Age By Emmet John Sweeney, 2006, p.18
- en.wikipedia.org/wiki/Stairway–to–Heaven
პასუხი -
შეკითხვა #656 © ვახო ელერდაშვილი
ფრანც კაფკა ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომამდე ამბობდა, რომ „იქსი არის სუსტი, მაგრამ ერთადერთი შანსი ტურისტისათვის, რომ სწრაფად და ჭეშმარიტად შეაღწიოს პარიზის გულში“. რაიმონ კენოს რომანის გმირისათვის, კი – იქსი წარმოადგენს პროვინციალის ყველა ფანტაზიის კვინტესენციას პარიზის შესახებ. დაასახელეთ ხუთასოიანი სიტყვა, რომელიც დაშიფრულია იქსით ამ კითხვაში.
პასუხი: მეტრო კომენტარი: რაიმონ კენოს რომანს ეწოდება "ზაზი მეტროში" წყარო: Колин Джонс / Париж : биография великого города, Москва, «Эксмо», с. 643 პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/656პასუხი -
შეკითხვა #655 © ვახო ელერდაშვილი
მე–19–20 საუკუნეების მიჯნაზე მათი რაოდენობა მთელი მსოფლიო მასშტაბით ერთ მილიარდ ერთეულს აჭარბებდა, მათ შორის 250 ათას ერთეულს ითვლიდა ქალაქი პარიზი. ბუნებრივია, მათი ასეთი დიდი რაოდენობა გულისხმობდა გარკვეული კატეგორიის ადამიანების ჭარბი რაოდენობით არსებობასაც, რომელთა შესახებაც 1948 წელს გადაღებულ იქნა მხატვრული ფილმი. დაასახელეთ ამ ფილმის რეჟისორი.
პასუხი: ვიტორიო დე სიკა კომენტარი: საუბარია ველოსიპედებზე, ადამიანებზე – ველოსიპედების გამტაცებლებზე და ვიტორიო დე სიკას ფილმზე "ველოსიპედების გამტაცებლები" წყარო:- en.wikipedia.org/wiki/Bicycle–Thieves
- en.wikipedia.org/wiki/Bycicle
- Париж: история великого города / Колин Джонс, Москва, Эксмо, 2007, с. 552
პასუხი -
შეკითხვა #654 © ვახო ელერდაშვილი
ჯეისონ ლუისი 13 წლის განმავლობაში მოგზაურობდა დედამიწის გარშემო. ამასთან ის გადაადგილდებოდა მხოლოდ იმ საშუალებებით, რომლებიც მოძრაობაში მოდის ადამიანის კუნთების მეშვეობით. მან ველოსიპედის, წყლის ველოსიპედის, კანოეს, კატამარანის, გორგოლაჭების და ციგურების საშუალებით მოიარა ხუთი კონტინენტი და შინ მშვიდობით დაბრუნდა. დასახლებული პუნქტი, საიდანაც მან აიღო სტარტი და სადაც მან დაასრულა თავისი 13-წლიანი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო არც-თუ შემთხვევით იყო შერჩეული. დაასახელეთ ეს დასახლებული პუნქტი და გაითვალისწინეთ, რომ მის სახელში სამი ერთნაირი ხმოვანია.
პასუხი: გრინვიჩი კომენტარი: მასზე გადის ნულოვანი მერიდიანი წყარო: en.wikipedia.org/wiki/Jason–Lewis–(adventurer) პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/654პასუხი -
შეკითხვა #653 © ვახო ელერდაშვილი
XX საუკუნეში ერთმა იტალიელმა განაცხადა: – მე რომ შემეძლოს მათი ყველა სახელის დამახსოვრება მაშინ ბოტანიკოსი გამოვიდოდიო. ისინი წარმოადგენენ 1990-იან წლებში დაწერილი რომანის სახელწოდებას. დაასახელეთ ამ რომანის სახელწოდება.
პასუხი: "ელემენტარული ნაწილაკები" კომენტარი: ასე განაცხადა ენრიკო ფერმიმ ელემენტარულ ნაწილაკებზე, ასევე ეწოდება 1998 წელს დაწერილ მიშელ უელბეკის რომანსაც – "ელემენტარული ნაწილაკები", რომელიც ქართულად თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა წყარო:- en.wikipedia.org/wiki/The–Elementary–Particles
- Gaither's Dictionary of Scientific Quotations by Carl C. Gaither and Alma E. Cavazos-Gaither, Springer, 2007, p.1068
პასუხი -
შეკითხვა #652 © ვახო ელერდაშვილი
მარლენ დიტრიხი ამბობდა რომ იქსი ჩემი საფირმო პროდუქტია, მე მას ჩემს გამოსვლებში ვყიდი და ის ძალიან ძვირი ღირსო. იგრეკის სიგრძე კი – ვიკიპედიის მტკიცებით 4444 კილომეტრია. დაასახელეთ ორივე თუ იგრეკი იქსის შემადგენელი ნაწილია.
პასუხი: გლ<strong>ამური</strong>, ამური წყარო: პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/652პასუხი -
შეკითხვა #651 © ვახო ელერდაშვილი
ზოგიერთი ისტორიკოსი ფეოდალური ხანის და ზოგადად რაინდების ეპოქის დასაწყისად ასახელებს თარიღს, ჩვ. წ.–ის 450 წელს (მე–5 საუკუნე), როდესაც დამპყრობელი მომთაბარეების წყალობით ეს გამოგონება ევროპაში მოხვდა. დაასახელეთ ეს გამოგონება, თუ პირველად მის შესახებ შეკითხვის ავტორმა სკოლაში, რუსულის გაკვეთილზე შეიტყო, როდესაც მოუხდა გამონაკლისი არსებითი სახელების დაზუთხვა.
პასუხი: უზანგი კომენტარი: რუსულად - стремя, რომელიც საშუალო სქესისაა და გამონაკლისს წარმოადგენს, ისევე როგორც время, вымя, имя, племя, бремя, знамя, пламя, семя, темя – სულ ასეთი არსებითი სახელი რუსულ ენაში ათია წყარო:- en.wikipedia.org/wiki/Stirrup
- Science and its times: understanding the social significance of scientific discovery / Neil Schlager, editor, Gale Group, 2001, p. xviii
პასუხი -
შეკითხვა #650 © ვახო ელერდაშვილი
2007 წლის ივნისში დიდი რვიანის წევრი ქვეყნების პრეზიდენტების სამიტის წინ, მიხეილ სააკაშვილი ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად რუსეთს ეწვია. ორი მეზობელი სახელმწიფოს პრეზიდენტს უნდა ემსჯელათ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, სავიზო რეჟიმის, ენერგო ბლოკადის, ღვინის ექსპორტის და მრავალი სხვა დღემდე მოუგვარებელი პრობლემის შესახებ. ამ ვიზიტთან დაკავშირებით გაზეთ «24 საათში» დაჩი ღირსიაშვილმა გამოაქვეყნა სტატია, რომლის სათაურიც ემთხვევა 1996 წელს შექმნილი ფილმის სახელწოდებას. დაასახელეთ ამ ფილმის სათაური.
პასუხი: "შეუძლებელი მისია" (Mission impossible) პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/650პასუხი -
შეკითხვა #649 © ვახო ელერდაშვილი
მოისმინეთ შოთა ამირანაშვილის პოეტური მინიატურა: „– ამ ბოლო დროს დავალებებს, რატომ არ წერ გოჩა? – ავად არის პაპაჩემი, ვერა და ვერ მორჩა“. განვაგრძოთ შეკითხვა – 2008 წლის მარტში, ვილიარეალთან მატჩის შემდეგ, ბარსელონას მცველმა, აბიდალმა თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ დაღლილობა არასოდეს არ არის ის, რაც ეწოდება ამ პოეტურ მინიატურას. დაასახელეთ მისი სათაური ორი სიტყვით.
პასუხი: საპატიო მიზეზი კომენტარი: ვილიარეალთან ბარსელონა დამარცხდა საკუთარ მოედანზე 1-2 წყარო: barcamania.ge/?p=185 პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/649პასუხი -
შეკითხვა #648 © ვახო ელერდაშვილი
ასწლიანი ომის დროს, აზენკურის ბრძოლის წინ, 1415 წლის ოქტომბერში, ფრანგები იქადნებოდნენ, რომ ინგლისელთა მშვილდოსნებს, მას შემდეგ რაც ისინი ფრანგების ტყვეობაში ჩავარდებოდნენ, მოკვეთდნენ სხეულის იმ ნაწილს, რომელიც ბრძოლაში მათთვის ყველაზე ძვირფასი იყო. როგორც მოგეხსენებათ ბრძოლა ფრანგების გამანადგურებელი მარცხით დასრულდა. ლეგენდის თანახმად სწორად ამ ბრძოლის შემდეგ, ინგლისელები ჩადიან ქმედებას, რომელიც პირადად ჩემთვის (კითხვის ავტორისათვის) ასოცირდება ქალის სახელთან. დამისახელეთ ქალის ეს სახელი.
პასუხი: ვიქტორია კომენტარი: საუბარია საჩვენებელი და არათითებით გამარჯვების მიმანიშნებელ ჟესტზე „ვიქტორიზე“, ზუსტად ამ თითებს იყენებდნენ ინგლისელი მშვილდოსნები სროლის დროს წყარო: en.wikipedia.org/wiki/V-sign პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/648პასუხი -
შეკითხვა #647 © ვახო ელერდაშვილი
იქსი გასული საუკუნის 50-იან წლებში ავსტრიული წარმოშობის ამერიკელმა, რობერტ ადლერმა შექმნა. აშშ-ს ერთ-ერთმა კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ დღესდღეობით ყოველ ამერიკულ ოჯახში საშუალოდ არის 4 იქსი, სხვა მონაცემებით ეს რიცხვი 5-ს და 6-საც კი აღწევს. თითოეული იქსი კი – საშუალოდ შეიცავს 30-დან 50 იგრეკამდე. დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.
პასუხი: იქსი – დისტანციური მართვის პულტი, იგრეკი – ღილაკი პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/647პასუხი