რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 98
-
შეკითხვა #646 © ვახო ელერდაშვილი
სემაფორულ ანბანში ინგლისური ანბანის მეთოთხმეტე ასო გამოისახება ორი დროშით, როდესაც მარცხენა და მარჯვენა ხელი, ორივე დაბლაა დაშვებული მხრების დონეზე. ინგლისური ანბანის მეოთხე ასო კი გამოისახება ორი დროშის საშუალებით, როდესაც მარჯვენა ხელი მაღლაა აწეული, მარჯვენა დაბლა და ორივე ხელი ერთმანეთთან გაშლილ კუთხეს ადგენენ. ამ ორი სიმბოლოს და კიდევ ერთი მარადიული სიმბოლოს გაერთიანებით 1958 წლის თებერვალში ჯერალდ ჰოლტომმა შექმნა ახალი სიმბოლო, რომელიც ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა გამოსახოთ თქვენს ფურცლებზე.
პასუხი: საუბარია ბირთვული განიარაღების სიმბოლოზე კომენტარი: მეთოთხმეტე ასო არის "N", მეოთხე – "D", ორივე ერთად წარმოადგენენ Nuclear Disarmament-ის აბრევიატურას. საუბარია წრეში ჩახატულ «ქათმის ფეხზე» – როგორც მას ასე ხშირად მოიხსენიებენ. პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/646პასუხი -
შეკითხვა #645 © ვახო ელერდაშვილი
კანადელი ასტრონომის, დევიდ ლევის აზრით «ისინი კატებს ჰგვანან, იქცევიან ისე, როგორც მოესურვებათ და მათაც, კატების მსგავსად გააჩნიათ იქსი». იქსი ფიგურირებს ზედსართავ სახელში, რომლითაც დავით კლდიაშვილი ახასიათებს საკუთარ პერსონაჟებს, აღწერს რა აზნაურებს, რომელთაც არაფერი გააჩნიათ და მაინც თავის გვარიშვილობას და წარსულ დიდებას არ ივიწყებენ. მე არ გეკითხებით არც იმას, თუ რის შესახებ თქვა დევიდ ლევიმ ეს სიტყვები და არც იმას თუ რა არის იქსი. დამისახელეთ ზედსართავი სახელი.
პასუხი: კუდაბზიკა კომენტარი: იქსი არის კუდი, ასტრონომი საუბრობდა კომეტებზე წყარო: sandtracker.tripod.com/Cats3.html პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/645პასუხი -
შეკითხვა #644 © ვახო ელერდაშვილი
ეს ორი სიტყვა აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა აქტიურად გამოიყენება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. პაციფისტური იდეებით გამსჭვალული და რეგიონში მშვიდობის დამყარების მსურველი პირები ამ სიტყვების საშუალებით მიუთითებენ მათ „ბუკვალურ” მნიშნველობაზე და აცხადებენ – ისევე როგორც მათ აქვთ ერთი წარმომავლობა, ასევე ებრაელ და პალესტინელ ხალხსაც საერთო წარსული აქვსო. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელ-პალესტინური პაციფისტური შეხვედრები სიმბოლურად, და არა მხოლოდ სიმბოლურად, იწყება სწორად ამ ორი სიტყვით. დაასახელეთ ორივე თუ მათი „ბუკვალური“ მნიშვნელობა მე უკვე ვახსენე კითხვის წაკითხვის პროცესში.
პასუხი: სალაამ და შალომ – სალამი და შალომიც მიიღება კომენტარი: ერთი არაბულად ნიშნავს „მშვიდობას” და მეორე ივრითზე, ორივე წარმოადგენენ მისალმების სიტყვებს წყარო: en.wikipedia.org/wiki/Peace–symbol პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/644პასუხი -
შეკითხვა #643 © ვახო ელერდაშვილი
თქვენს წინაშეა დათო ევგენიძის პოეტური მინიატურა:
„გეუბნები რომ მიყვარხარ
მეასეჯერ!
X Y Z
არასოდეს მყვარებიხარ!“.
აღადგინეთ სამი გამოტოვებული სიტყვა «X, Y, Z» ნაცვლად!პასუხი: მე ასე ჯერ წყარო: vasasi.free.fr/page7/page9/page9.html პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/643პასუხი -
შეკითხვა #642 © ვახო ელერდაშვილი
ამ პარამეტრით მეორე პოზიციაზე იმყოფებიან განიმედე, კალისტო, იო და ევროპა. მესამე ადგილი უკავია ტიტანს, მეოთხე – იაპეტს, მეხუთე კი – რეას. თუ მიხვდით რა პრინციპით არიან ცხრილში განლაგებული ეს ციური სხეულები, დაასახელეთ რომელი ციური სხეული იკავებს პირველ პოზიციას.
პასუხი: მთვარე კომენტარი: მზის სისტემის პლანეტების ყველაზე ადრე აღმოჩენილი თანამგზავრი, განიმედე, იო, ევროპა და კალისტო აღმოაჩინა გალილეიმ 1610 წელს, ტიტანი ჰერშელმა – 1655 წელს, ტიტანი – 1671 წელს და რეა – 1672 წელს წყარო: en.wikipedia.org/wiki/List_of_moons_by_diameter პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/642პასუხი -
შეკითხვა #641 © ვახო ელერდაშვილი
ალბერტ შვაიცერი ამბობდა, რომ არსებობს ორი საშუალება ამქვეყნიური გაჭირვებისგან თავის ასარიდებლად, ეს არის მუსიკა და ისინიო. ისინი ფიგურირებენ მუსიკალური ნაწარმოების სათაურში, რომლის პრემიერაც გაიმართა ლონდონში 1981 წლის 11 მაისს. დაასახელეთ ამ მუსიკალური ნაწარმოების ავტორი.
პასუხი: ენდრიუ ლოიდ ვებერი კომენტარი: საუბარია კატებზე და ენდრიუ ლოიდ ვებერის მიუზიკლზე "The Cats" წყარო: პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/641პასუხი -
შეკითხვა #640 © ვახო ელერდაშვილი
1967 წლის 21 ივნისს აშშ-ს საპატენტო ბიუროს მიერ გაცემულ იქნა პატენტი ახალი მოწყობილობის შექმნისათვის. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საავტორო უფლების დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტში ის სახელი, რომლითაც ცნობილია ეს მოწყობილობა, მოხსენიებული არ არის. თუმცა, ის ფიგურირებს გასული საუკუნის 20-იან წლებში შექმნილი პერსონაჟის სახელში, რომლის ნამდვილი სახელი მინერვა გახლავთ. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
პასუხი: მინი მაუსი კომენტარი: მოწყობილობა არის კომპიუტერის მაუსი წყარო:- Charles Petzold, Programming Windows with C#, 2002, chapter 8.
- en.wikipedia.org/wiki/Minnie–Mouse
პასუხი -
შეკითხვა #639 © ვახო ელერდაშვილი
ამ პარამეტრით მთელ მსოფლიოში მეორე ადგილზეა ირანი, რომლის რიცხვითი მაჩვენებელი მერყეობს 5-სა და 6 მილიონს შორის. მესამეზე – ერაყი 4-დან 5-მილიონამდე მაჩვენებლით. მეოთხეზე – სირია 2-დან 3 მილიონამდე მაჩვენებლით. მე არ გეკითხებით თუ რას აღნიშნავენ ეს რიცხვები. დამისახელეთ ქვეყანა, რომელიც იმყოფება ამ სიაში პირველ ადგილზე და რომლის რიცხვითი მაჩვენებელი აჭარბებს 15 მილიონ ერთეულს.
პასუხი: თურქეთი კომენტარი: საუბარია ქურთების განაწილებაზე ქვეყნების მიხედვით წყარო: en.wikipedia.org/wiki/Kurds პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/639პასუხი -
შეკითხვა #638 © ვახო ელერდაშვილი
1990 წელს უილიამ სტეიგმა დაწერა და დაასურათა წიგნი. წიგნის მთავარი პერსონაჟის სახელი მან აიღო გერმანული სიტყვიდან, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც „ძრწოლა“. მიუხედავად მისი თვინიერი ხასიათისა, ეს პერსონაჟი მართლაც რომ შიშს და ძრწოლას თესავს ყველგან წიგნში მოთხრობილი მთელი ამბის განმავლობაში, თუმცა საბოლოოდ მას მაინც ეწვევა სიყვარული და ამბავიც კეთილად მთავრდება. დაასახელად ამ პერსონაჟის სახელი.
პასუხი: შრეკი კომენტარი: სწორად ამ საბავშვო წიგნის საფუძველზე შეიქმნა შემდეგ მულტ-ტრილოგია წყარო: en.wikipedia.org/wiki/Shrek პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/638პასუხი -
შეკითხვა #637 © ვახო (psycho)
მისი დაბადების დღე 29 აპრილსაა. იგი ძალიან პოპულარულია მსოფლიოში, თავისი სილამაზის, ტალანტისა და ”სახიფათო ფიქრების” გამო. ოსკარების ერთ-ერთ დაჯილდოებაზე დარბაზი მას ფეხზე ადგომით შეეგება. მეტიც, მამაკაცები აღფრთოვანებულები უმღერდნენ ცნობილი ჯგუფის ერთ-ერთ კომპოზიციას, რომელიც მსოფლიოს ჯორჯ მარტინის წყალობით მოევლინა. დაასახელეთ ამ სიმღერის სახელწოდება და შემსრულებელი ჯგუფი.
პასუხი: The Beatles-ის "Michelle" კომენტარი: საუბარია მსახიობ მიშელ პფაიფერზე, ფილმიდან "სახიფათო აზრები". ხოლო მისთვის მიძღვნილი სიმღერა "Michelle", ბიტლებმა 1965 წელს ჩაწერეს სწორედ ჯორჯ მარტინის პროდიუსერობით. ბმული: http://moazrovne.net/q/637პასუხი -
შეკითხვა #636 © ვახო (psycho)
ამის შექმნის იდეა პირველად უნგრელ გამომგონებელს 1947 წლის გაზაფხულზე მოუვიდა. მალე მან მსოფლიოს მრავალი მკვლევარის ყურადღება მიიპყრო და სწრაფი პოპულარობა მოიპოვა. დღეს უკვე ის შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერ სავაჭრო მაღაზიაში, გამოფენებზე, ბიბლიოთეკებში... სიტყვასიტყვით მისი ძველბერძნული თარგმანი ჟღერს, როგორც ”მთლიანი ჩანაწერი” რაზეა საუბარი?
პასუხი: ჰოლოგრამა ბმული: http://moazrovne.net/q/636პასუხი -
შეკითხვა #635 © ანა გოფოძე
ბრაზილიაში, ავსტრალიასა და ჩინეთში ის ყვითელი და ნარინჯისფერია; ბელგიაში და საფრანგეთში - წითელი, ჰოლანდიაში და მონაკოში - ლურჯი და ცისფერი, იაპონიაში - მწვანე, ჩეხოსლოვაკიაში - წითელი თეთრზე, ჩვენთან კი - შავი თეთრზე. რაზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია საავტომობილო ნომრებზე. ბმული: http://moazrovne.net/q/635პასუხი -
შეკითხვა #634 © ირაკლი ნაზღაიძე
ამბობენ, რომ განთქმულმა კინოპროდუსერმა დინო დე ლაურენტისმა, თავის ახალ პროექტში მონაწილეობისათვის რიდლი სკოტი მიიწვია, მაგრამ რეჟისორმა მას უარი განუცხადა. უარის მიზეზი კი ახალი ფილმის სცენარი იყო, ვინაიდან როდესაც სკოტმა დახედა სცენარის გარეკანს, განაცხადა, რომ ევროპას იგი უდიდესი სიამოვნებით ეწვევა, მაგრამ სპილოების გადაღების არანაირი სურვილი არ აქვს. საბოლოოდ პროდუსერმა მაინც დაითანხმა რეჟისორი და ახალი პროექტიც შედგა.
დაასახელეთ ჰოლივუდელი მსახიობი მამაკაცი, რომელმაც რიდლის სკოტის ამ ფილმში მთავარი პერსონაჟის როლი განასახიერა.პასუხი: ენტონი ჰოპკინსი კომენტარი: საუბარია კინოფილმ “ჰანიბალზე”. თავდაპირველად სკოტს ეგონა, რომ მას ძველი კართაგენელი სარდლის, ჰანიბალის ისტორიაზე ფილმის შექმნას სთავაზობენ. თუმცა საბოლოოდ, როგორც გაირკვა, ფილმი უნდა გადაეღოთ ჰანიბალ ლექტორზე („კრავთა დუმილის“ გაგრძელება). პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/634პასუხი -
შეკითხვა #633 © ირაკლი ნაზღაიძე
ცნობილი მწერლის სიტყვებს, თუ დავუჯერებთ, მას ისე დეტალურად აქვს აღწერილი თავის ნაწარმოებებში ეს ქალაქი, რომ სრული განადგურების შემთხვევაშიც კი, შესაძლებელი იქნება მისი ნაწარმოებების მიხედვით ქალაქის რეკონსტრუქცია. ენციკლოპედია Wikipedia-ს თანახმად კი, ეს არის ლიტერატურის დარგში ყველაზე მეტი ნობელის პრემიის ლაურეატის მშობლიური ქალაქი. არ გეკითხებით ამ მწერლის გვარს, უბრალოდ დაასახელეთ ეს ქალაქი.
პასუხი: დუბლინი კომენტარი: საუბარი იყო ჯეიმს ჯოისზე (დუბლინელები, ულისე). ნობელის პრემიის ლაურეატები: უილიამ ბატლერ იეიტსი, სემუელ ბეკეტი და ბერნარდ შოუ. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Дублин პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/633პასუხი -
შეკითხვა #632 © ირაკლი ნაზღაიძე
ბრიტანელი ბერის, სახელად კედმონის, შუასაუკუნოვან მანუსკრიპტის ერთ–ერთ თავში მოყვანილია დიალოგი, რომლის მოქმედი პირი სვავს შეკითხვას, რაზეც პასუხად ღებულობს: “რა თქმა უნდა 72”. ასეთი სიზუსტით გაოგნებული შეკითხვის ავტორი ითხოვს პასუხის დასაბუთებას, რასთან დაკავშირებითაც ღებულობს არგუმენტაციას: “ნოეს ჰყავდა სამი ვაჟი – სემი, ქამი და იაფეტი. სემს ჰყავდა 27 ვაჟი, ქამს – 30, ხოლო იაფეტს – 15”. დღევანდელი მონაცემებით ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია, ვინაიდან პასუხი მერყეობს 2500–დან 5000–მდე. არ გეკითხებით რომელ შეკითხვას მოჰყვა ზემოთხსენებული დიალოგი, უბრალოდ დაასახელეთ ტოპონიმი, რომელიც არაერთხელ არის ნახსენები ამ მანუსკრიპტში.
პასუხი: ბაბილონი კომენტარი: მანუსკრიპტში არის განხილული ენების წარმოშობის თეორია. ბიბლიის თანახმად, ნოეს შვილიშვილები ითვლებიან დღევანდელი ხალხების და შესაბამისად ენების ფუძემდებლებად. დიალოგს წინ უსწრებს საუბარი ბაბილონის გოდოლის შესახებ. წყარო: Г. Кенигсбергер «История Европы» პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/632პასუხი