რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 93
-
შეკითხვა #721 © თემურ დანელია
რუსულენოვანი ვიკიპედიის პორტალს – რელიგია, გააჩნია შვილობილი (Дочерние) პორტალები. ესენია: ქრისტიანობა, ბიბლია, იუდაიზმი, ისლამი, ბაჰაი, ბუდიზმი, ინდუიზმი, დაოსიზმი, ზოროასტრიზმი, მითოლოგია და კიდევ ერთი, რომელიც ასევე ინგლისურენოვანი პორტალ რელიგიის დაკავშირებულ (Related) პორტალს წარმოადგენს. მაგრამ რუსულენოვანისგან განსხვავებული, ჩემი აზრით უფრო ობიექტური თანამიმდევრობის გამო, მეორე ნომრადაა წარმოდგენილი ანგლიკანიზმის შემდეგ.
დაასახელეთ რუსულენოვანი ვიკიპედიის პორტალ რელიგიის შვილობილი პორტალი, რომელიც ჩამონათვალში ბოლოშია მოქცეული.პასუხი: ათეიზმი წყარო: პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - VI ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/721პასუხი -
შეკითხვა #720 © თემურ დანელია
ჩედ ჰააჰეო როუენი დაიბადა 1969 წლის 8 მაისს უაიმანალოში, ჰავაის შტატში. ბავშვობიდან იგი გამოირჩეოდა სიმაღლით და კალათბურთის თამაშს მიჰყო ხელი. უნივერსიტეტ „პასიფიკის“ გუნდში ერთი წელი ითამაშა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. 1987 წელს ჩედმა დატოვა უნივერსიტეტი „პასიფიკი“ და ტოკიოში გადავიდა სასწავლებლად.
რა ტიტული მოიპოვა 1993 წლის 27 იანვარს ჩედმა და გახდა პირველი?პასუხი: იოკოძუნა კომენტარი: აკებონო, პირველი არაიაპონელი იოკოძუნა წყარო: en.wikipedia.org/wiki/Akebono_Tarō პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - VI ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/720პასუხი -
შეკითხვა #719 © თემურ დანელია
ყველას გაგიგიათ კუნძული თაბორი, იგივე მარია–ტერეზას რიფი, რომელმაც საყოველთაოდ გაითქვა სახელი ჟიულ ვერნის რომანების „კაპიტან გრანტის შვილების“ და „საიდუმლო კუნძულის“ წყალობით. მეოცე საუკუნის 70–იან წლებამდე იგი გამოისახებოდა მსოფლიოს რუქებზე კოორდინატებით: სამხრეთ განედის 37°00′ და დასავლეთ გრძედის 151°13′.
რატომ გაქრა მსოფლიოს რუქების უმეტესობიდან აღნიშნული კუნძული მეოცე საუკუნის 70–იანი წლების შემდეგ?პასუხი: დადგინდა, რომ კუნძული თაბორი არც არასდროს არსებობდა. კომენტარი: მიიღება ნებისმიერი პასუხი მსგავსი შინაარსით. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Мария-Тереза(риф) პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - VI ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/719პასუხი -
შეკითხვა #718 © თემურ დანელია
მინესოტა გახდა აშშ–ს 32–ე შტატი, დაიბადა სალვადორ დალი, ალბერტ აინშტაინმა ფართო საზოგადოებას წარუდგინა ალბათობის თეორია, ინდოეთში დაიბადა ამ სახელმწიფოს მემილიარდე მოქალაქე. მაქსიმალური შესაძლო სიზუსტით დაასახელეთ თუ რა აკავშირებს ამ მოვლენებს ერთმანეთთან.
პასუხი: 11 მაისი კომენტარი: სწორედ ამ თვეს და რიცხვში მოხდა ყველა ეს მოვლენა. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/11мая პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - VI ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/718პასუხი -
შეკითხვა #717 © ვახო ელერდაშვილი
ეს კომპანია 1969 წელს დაარსეს ადრიან დელსიმ, ლარი ჰილიბლომმა და რობერტ ლინმა. ყოველთვის, როცა კითხვის ავტორი ამ კომპანიის ლოგოს უყურებს, მას ახსენდება XX საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი მწერალი. ყურადღება შეკითხვა დაასახელეთ ეს ინგლისელი მწერალი.
პასუხი: დევიდ ჰერბერტ ლოურენსი კომენტარი: კომპანია დი-ეიჩ-ელ-ის ლოგოზე მოთავსებული სამი ასო წარმოადგენს დევიდ ჰერბერტ ლოურენსის ინიციალებს. თავად კომპანიის სახელწოდება კი წარმოდგება დელსის, ჰილიბლომის და ლინის გვარების პირველი ასოების მიხედვით წყარო: en.wikipedia.org/wiki/DHL პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/717პასუხი -
შეკითხვა #716 © ვახო ელერდაშვილი
1935 წელს თომას სტერნზ ელიოტმა შუა საუკუნეებში მომხდარი რეალური ამბების საფუძველზე დაწერა პოეტური დრამა "მკვლელობა საკათედრო ტაძარში”, სადაც მან ხატოვნად აღწერა პიროვნებისა და ავტორიტეტის დაპირისპირება. ნაწარმოების სიუჟეტი ვითარდება ქალაქში, რომელიც თავის მხრივ ფიგურირებს 1972 წელს შექმნილი ფილმის სათაურში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ფილმის რეჟისორი.
პასუხი: პიერ პაოლო პაზოლინი კომენტარი: ელიოტის პიესა ეხება თომას ბეკეტის და ჰენრიხ II-ის დაპირისპირებას. თომას ბეკეტი იყო კენტერბერის არქიეპისკოპოსი და აუმხედრდა მეფეს, საბოლოოდ იგი მოკლულ იქნა კენტერბერის საკათედრო ტაძარში. “კენტერბერიული მოთხრობები”, ჯეფრი ჩოსერის ნაწარმოების ეკრანიზაცია 1972 წელს გადაიღო პიერ-პაოლო პაზოლინიმ წყარო: en.wikipedia.org/wiki/Murder_in_the_Cathedral პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/716პასუხი -
შეკითხვა #715 © ვახო ელერდაშვილი
ამ ნივთიერების დუღილის ტემპერატურაა დაახლოებით მინუს 269 გრადუსი ცელსიუსით. ის დედამიწაზე თავდაპირველად აღმოაჩინეს შემდეგი მინერალების შემადგენლობაში, როგორებიცაა: სამარსკიტი, ფერგუსონიტი, კოლუმბიტი, მონაციტი, ურანინიტი, თორიანიტი და კლავეიტი. საბოლოოდ დადგინდა, რომ ის გვხვდება უმთავრესად იმ მინერალებში, რომლებიც შეიცავენ რადიოაქტიურ ქიმიურ ელემენტებს ურანს და თორიუმს. საქმე იმაშია, რომ ურანის და თორიუმის მიერ გამოსხივებული ნაწილაკები იერთებენ თავისუფალ ელექტრონებს და ამგვარად წარმოქმნიან ზემოხსენებულ ნივთიერებას. დამისახელეთ ამ ნივთიერების სახელწოდება.
პასუხი: ჰელიუმი კომენტარი: ურანი და თორიუმი ასხივებენ ალფა-ნაწილაკებს, რომლებიც სხვა არაფერია თუ არა ჰელიუმის ბირთვები, ალფა-ნაწილაკები იერთებენ ელექტრონებს და ჰელიუმად იქცევიან წყარო: პ. რტაუბე, ე. რუდენკო”წყალბადიდან ნობელიუმდე”, მოსკოვი, გვ. 53 (რუსულ ენაზე) პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/715პასუხი -
შეკითხვა #714 © ვახო ელერდაშვილი
თავდაპირველად ეს ლათინური სიტყვა შუა საუკუნეებში ასტროლოგებმა გამოიყენეს. მათ პროფესიულ ლექსიკაში ის აღნიშნავდა ზებუნებრივ აირისებურ უხილავ მასას, რომელსაც ასხივებენ ვარსკვლავები და რომლის საშუალებითაც ციური სხეულები გავლენას ახდენენ ადამიანების ბედ-იღბალზე. შემდგომში ამ სიტყვამ შეაღწია ევროპულ ენებში და დღესდღეობით მისი იტალიური ნაირსახეობით მოიხსენიება ის, რაც შეკითხვის ავტორს არაერთხელ შეხვედრია და დამართნია, თავად ამ სიტყვის ბუკვალური მნიშვნელობა კი – უკვე ხსენებული იქნა კითხვის დასმის დროს. დამისახელეთ ამ სიტყვის ეს იტალიური ნაირსახეობა.
პასუხი: ინფლუენცა კომენტარი: ინფლუენცა იგივე გრიპია, რომელიც შეიძლება შეხვდეს ან დაემართოს ადამიანს. ინფლუენცა – ზემოქმედებას ნიშნავს იტალიურადაც და მის ლათინურ ფუძეშიც წყარო: Word Origins, John Ayto, A & C Black, London, 2005, p.286 პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/714პასუხი -
შეკითხვა #713 © ვახო ელერდაშვილი
[შეკითხვაში არის ცვლილება] კითხვის ავტორმა ერთ სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმში მოისმინა შემდეგი ფრაზა: "სექტემბრის ბოლოს ქალაქის ქუჩებში ყველაზე უსაფრთხოდ თავს ჰანუმანები გრძნობდნენ". მე არ გეკითხებით თუ რა სიტყვა შევცვალე სიტყვით "ჰანუმანები", არც იმას გეკითხებით თუ რა მოხდა 1993 წლის სექტემბერში ამ ქალაქში, დამისახელეთ ქალაქი რომელზეც საუბარი იყო ზემოხსენებულ ფრაზაში.
პასუხი: სოხუმი კომენტარი: დოკუმენტური ფილმი ეძღვნებოდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემას. ჰანუმანი - “რამაიანას” პერსონაჟი მაიმუნია. ჰანუმანით შეცვლილი იყო “მაიმუნი” წყარო: დოკუმენტური ფილმი სოხუმის დაცემის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, 17 აპრილს 21.30-ზე პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/713პასუხი -
შეკითხვა #712 © ვახო ელერდაშვილი
2006 წელს ერთ კონკრეტულ ქვეყანაში შიდა ბაზარზე გამოჩნდა ახალი გამაგრილებელი სასმელი “ფუჯი-კოლა”. გარდა იმისა, რომ მას კონკურენცია უნდა გაეწია ადგილობრივი კოლა-რეალისათვის, მის ბაზარზე გამოჩენას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელსაც მე თქვენ არ დაგისახელებთ. თქვენ კი მითხარით ზემოხსენებული ქვეყნის სახელწოდება.
პასუხი: პერუ კომენტარი: ფუჯი-კოლა დაარსდა ალბერტო ფუხიმორის, იგივე ალბერტო ფუჯიმორის მხარდასაჭერად საპრეზიდენტო არჩევნებში წყარო: encyclopedia.thefreedictionary.com/Fuji-Cola პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/712პასუხი -
შეკითხვა #711 © ვახო ელერდაშვილი
[ყურადღება: შეკითხვაში არის ცვლილება] არტურ შოპენჰაუერი თავის ეპოქალურ ნაშრომში „სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა“ წერს: „საერთო ჯამში ისტორია სხვა არაფერია, თუ არა - ბორბალი, რომელიც ყოველ ახალ ბრუნზე ახალ კონფიგურაციას იძლევა, თუმცა არსებითად მასში არაფერი იცვლება და ჩვენს თვალწინ მუდამ ერთი და იგივე რამაა სხვადასხვა ასპექტში“. დამისახელეთ შოტლანდიელის მიერ XIX საუკუნეში შექმნილი მოწყობილობა, რომელიც მე შევცვალე შოპენჰაუერის ფრაზაში სიტყვა “ბორბლით”.
პასუხი: კალეიდოსკოპი კომენტარი: დევიდ ბრიუსტერმა გამოიგონა 1816 წელს, რომელიც ყოველ ბრუნზე ახალ სურათს იძლევა, მასში ჩაყრილი ბრჭყვიალა მინების საშუალებით წყარო: პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/711პასუხი -
შეკითხვა #710 © ვახო ელერდაშვილი
იქსი შეიძლება ითქვას, რომ “ადამიანის მეგობარია” და ის პირველად 1999 წელს გამოჩნდა კომპანია “სონის” ძალისხმევით. იგრეკის შესახებ კი პირველად საბჭოელმა ბავშვებმა შეიტყვეს 1925 წელს გამოქვეყნებულ ზღაპარში. დამისახელეთ იქსიც და იგრეკიც, თუ იქსის სახელწოდება იგრეკის სახელის შემადგენელი ნაწილია.
პასუხი: აიბო და აიბოლიტი წყარო: პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/710პასუხი -
შეკითხვა #709 © ვახო ელერდაშვილი
როგორც მოგეხსენებათ, ომოგრაფები წარმოადგენენ სიტყვებს, რომლებსაც ერთნაირი დაწერილობა აქვთ, შინაარსი კი – განსხვავებული. ასე მაგალითად, იტალიურ ენაში ევროპული ქალაქის სახელწოდება, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორეა საკუთარ ქვეყანაში, წარმოადგენს ლეგენდარული პიროვნების მეუღლის სახელის ომოგრაფს. დამისახელეთ ქალაქიც და კითხვაში ხსენებული ქალბატონის სახელიც.
პასუხი: ჟენევა და გვინევერი კომენტარი: იტალიურ ენაში ორივე Gინევრა-ა. გვინევერი – მეფე არტურის მეუღლეა წყარო: it.wikipedia.org/wiki/Ginevra პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/709პასუხი -
შეკითხვა #708 © ვახო ელერდაშვილი
1931 წლის 23 ივნისს უაილი პოსტი და ჰაროლდ გატი გაემართნენ იმ დროისათვის ერთობ სახიფათო საჰაერო მოგზაურობაში და ამავე წლის 1 ივლისს შინ მშვიდობით დაბრუნდნენ. შემდგომში მათ გამოსცეს წიგნი, სადაც დეტალურად აღწერეს მათი მოგზაურობა. ავტორებს წიგნის სათაურის შესარჩევად ბევრი არ უფიქრიათ, მათ აიღეს 1873 წელს დაწერილი წიგნის ინგლისური თარგმანი, მის სახელწოდებაში წაშალეს ერთი ასო და შედეგად რაც მიიღეს, ასე უწოდეს წიგნს. არ გეკითხებით თუ რა დაარქვეს მათ საკუთარ წიგნს, დამისახელეთ ინგლისური ანბანის ასო რომელიც წაშალეს მათ ხსენებული წიგნის ინგლისური თარგმანის სათაურში.
პასუხი: Y კომენტარი: მათ რვა დღეში – 23 ივნისადან 1 ივლისამდე - შემოუარეს დედამიწას, წიგნსაც ასევე ერქვა: “Around the World in Eight Days”, რომელიც ერთი ასოთი განსხვავდება ჟიულ ვერნის რომანის ინგლისური თარგმანის სათაურისაგან: “Around the World in Eighty Days” წყარო: en.wikipedia.org/wiki/Wiley_Post პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/708პასუხი -
შეკითხვა #707 © ვახო ელერდაშვილი
ძველ რომში ამ საკვებ პროდუქტს ოქროს და ვერცხლის ფასი ჰქონდა, ამიტომაც ძველ რომაელ ლეგიონერებს ჯამაგირის სახით ამ საკვები პროდუქტის ულუფებს აძლევდნენ. სწორად აქედან იღებს სათავეს სიტყვა, რაც ლათინურად “ჯამაგირს” ნიშნავს. მე, რა თქმა უნდა, არ გეტყვით თუ როგორ ჟღერს “ჯამაგირი” ლათინურ ენაზე, თუმცა გეტყვით იმას, რომ ამაში სხვა ენების ცოდნა დაგეხმარებათ. ყურადღებს შეკითხვა: დაასახელეთ ზემოხსენებული საკვები პროდუქტი.
პასუხი: მარილი წყარო: Gale encyclopedia of the unusual and unexplained / Brad E. Steiger and Sherry Hansen Steiger, 2003, p.184 პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/707პასუხი