რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 94
-
შეკითხვა #706 © ვახო ელერდაშვილი
1868 წლის 25 ოქტომბერს პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში მივიდა ორი წერილი. პირველი წერილის ავტორი ინგლისელი ასტრონომი ნორმან ლოკიერი იყო, მეორე კი ეკუთვნოდა ფრანგ ასტრონომს ჟიულ ჟანსენს. ორივე წერილი იტყობინებოდა ახალი აღმოჩენის შესახებ, რომელსაც ასტრონომიასთან არაფერი აქვს საერთო. საბოლოო ჯამში აღმოჩენა ორივეს მიაკუთვნეს და ამ მოვლენის აღსანიშნავად გამოშვებულ იქნა სამსახოვრო მედალი, რომლის ავერსზეც გამოსახული იყო აღმომჩენების პორტრეტები, რევერსზე კი – კვადრიგა, რომელსაც მართავდა აპოლონი. რა აღმოაჩინეს ნორმან ლოკიერმა და ჟიულ ჟანსენმა?
პასუხი: ჰელიუმი კომენტარი: აპოლონი ასევე მზის ღმერთიცაა მითოლოგიაში, ქიმიურ ელემენტ ჰელიუმს კი სახელი მზის გამო უწოდეს, ვინაიდან ის აღმოჩენილ იქნა მზეზე წყარო: პ. რტაუბე, ე. რუდენკო”წყალბადიდან ნობელიუმდე”, მოსკოვი, გვ.51 (რუსულ ენაზე) პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/706პასუხი -
შეკითხვა #705 © ვახო ელერდაშვილი
ამერიკელი იუმორისტის, მარკ რასელის აზრით ისინი, თავიდან ბოლომდე დაკარგული საჰაერო ტვირთისგან შედგება. ენციკლოპედია ვიკიპედიის მტკიცებით კი ისინი უმთავრესად შედგება ყინულისაგან და მათი საშუალო სისქე რამდენიმე ათას კილომეტრს აღწევს. დაასახელეთ მათი სახელწოდება.
პასუხი: სატურნის რგოლები წყარო: www.wtr.ru/aphorism პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/705პასუხი -
შეკითხვა #704 © ვახო ელერდაშვილი
რომაელი ისტორიკოსის, ტაციტუსის ცნობით ერთი კონკრეტული პროცედურისათვის ძველ რომში გამოყოფილი იყო სპეციალური ადგილი ესკვილინის კარიბჭესთან. იგივე დანიშნულების ადგილამდე მიმავალი ქუჩის სახელწოდება აზიის ერთ ქალაქში კი დაკავშირებულია “ტკივილთან”. დამისახელეთ თუ რა ჰქვია ამ ადგილს აზიის ზემოხსენებულ ქალაქში?
პასუხი: გოლგოთა კომენტარი: იერუსალიმში არის ქუჩა “ვია დოლოროსა”, ესკვილინის კარიბჭესთან იმართებოდა დამნაშავეების ჯვარცმა ძვ. რომში. “ვია დოლოროსა” – ეს არის გზა ჯვარცმამდე, რომელიც გაიარა ქრისტემ იერუსალიმში) წყარო: პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/704პასუხი -
შეკითხვა #703 © ვახო ელერდაშვილი
ხულიო კორტასარი თავის ესეში აღწერს რა ერთი ლეგენდარული ადამიანის საქმიან ვიზიტს პარიზში, თავის ყურადღებას აჩერებს მის თანმხლებზე, კოზი კოულზე. მწერალი კოზი კოულს ადარებს მარკიზ დე სადს, რომელიც თითქოსდა დაკიდულია ქალის რვა შიშველი უკანალის თავზე და მათ მათრახის ცემით სულს ხდის. ის, რასთანაც პროფესიული დამოკიდებულება ჰქონდა კოზი კოულს მთელი ცხოვრების განმავლობაში ფიგურირებს ერთი ნობელიანტი მწერლის რომანის სათაურში. დაასახელეთ კოზი კოულის პროფესია ერთი ინგლისური სიტყვით!
პასუხი: დრამერი კომენტარი: კოზი კოული – XX საუკუნეში მოღვაწე დრამერი ე.წ. „ბარაბანშიკი“ გახლდათ, რომელიც პარიზს ეწვია ლუი არმსტრონგთან ერთად. გიუნტერ გრასს ეკუთვნის რომანი “თუნუქის დოლი” წყარო: Хулио Кортасар, “Луи Армстронг – огромнейший хроноп О концерте Луи Армстронга в Париже 9 ноября 1952 года” პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/703პასუხი -
შეკითხვა #702 © ვახო ელერდაშვილი
ყოველთვის, როდესაც ამ შეკითხვის ავტორი უყურებს ერთ წარმოდგენას, მას ახსენდება ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი მწერალი, ბრაზილიელი არქიტექტორი, ავსტრიელი ექსპრესიონისტი ფერმწერი და გერმანელი მეწარმე. დამისახელეთ რომელ წარმოადგენაზეა საუბარი?
პასუხი: ოსკარების გადაცემის ცერემონიალი კომენტარი: კითხვის ავტორს ოსკარების გადაცემის ცერემონიალს დროს ყოველთვის ახსენდება ოსკარ უაილდი, ოსკარ ნიმეიერი, ოსკარ კოკოშკა და ოსკარ შინდლერი წყარო: en.wikipedia.org/wiki/Academy_Award პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/702პასუხი -
შეკითხვა #701 © ვახო ელერდაშვილი
[ყურადღება: შეკითხვაში არის ცვლილება] რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ეკატერინბურგში, ტაქსის გამოძახების ადგილობრივმა სერვისმა გადაწყვიტა, რომ თავის მომხმარებლებს მისცეს საშუალება ჩერჩილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ერთი დღის განმავლობაში ანგარიშსწორების სახით გამოიყენონ ეს, აწ უკვე არამსყიდველობითუნარიანი გადახდის საშუალება. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ჩერჩილს უშუალო კავშირი აქვს ზემოხსენებულ გადახდის საშუალებასთან. თუ მიხვდით რა სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში “ჩერჩილით”, დაასახელეთ ორი სიტყვით და ამავდროულად მაქსიმალურად ზუსტად, ამ წარსულში მსყიდველობითუნარიანი გადახდის საშუალების სახელწოდება!
პასუხი: საბჭოური რუბლი, ან საბჭოური მანეთი კომენტარი: ლენინი იყო შეცვლილი ჩერჩილით, როგორც მოგეხსენებათ ყველა საბჭოურ რუბლზე ლენინის თავია გამოსახული, ეს აქცია 2008 წლის 22 აპრილს გაიმართება. წყარო: www.lenta.ru/ პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/701პასუხი -
შეკითხვა #700 © ვახო ელერდაშვილი
1925 წლის 2 სექტემბერს ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლდუელთან ძლიერი ქარიშხლის დროს ავარია განიცადა და განადგურდა დირიჟაბლი სახელწოდებით “შენანდოა”. სპეციალისტთა მტკიცებით, ამ დირიჟაბლთან ერთად განადგურდა ერთი კონკრეტული ნივთიერების დედამიწაზე იმ დროს არსებული თითქმის მთელი მარაგი. დაასახელეთ ეს ნივთიერება.
პასუხი: ჰელიუმი კომენტარი: დირიჟაბლებს მანამდე წყალბადით ავსებდნენ, წყალბადი კი იწვის – შესაბამისად სახიფათო იყო, ჰელიუმი კი არ იწვის, ეს დირიჟაბლი შესაბამისად გაბერილი იყო ჰელიუმით. ჰელიუმს პირველი მსოფლიო ომის დროს აგროვებდნენ დირიჟაბლებისათვის, ბოლო დირიჟაბლი კი ჰელიუმით სავსე იყო შენანდოა, ამით ამოიწურა ჰელიუმის მარაგი დედამიწაზე წყარო: en.wikipedia.org/wiki/USS_Shenandoah_(ZR-1) პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/700პასუხი -
შეკითხვა #699 © ვახო ელერდაშვილი
„რინგა პაკია / უმა ტირაჰა / ტური ვატია / ჰოპე ვაი აკე / ვაევაე ტაკაჰია კია კინო. / კა მატე, კა მატე / კა ორა, კა ორა / კა მატე, კა მატე / კა ორა, კა ორა / ტენეი ტე ტანგატა პუჰურუ ჰურუ / ნანა ი ტიკი მაი ვაკავიტი ტე რა / უპანე, უპანე / უპანე კაუპანე / ვიტი ტე რა!“. არ გთხოვთ ამ ტექსტის თარგმნას, დამისახელეთ სახელმწიფო, რომლის წარმომადგენლები მხნეობას და ენერგიას იკრებენ ამ სიტყვების საშუალებით.
პასუხი: ახალი ზელანდია კომენტარი: საუბარია ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრების “ოლ ბლექის” რიტუალურ ჰაკაზე ყოველი თამაშის წინ წყარო: en.wikipedia.org/wiki/Haka_of_the_All_Blacks პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/699პასუხი -
შეკითხვა #698 © ვახო ელერდაშვილი
ამ ქვეყნის სახელმწიფო გერბზე მარჯვენა და მარცხენა მხარეს მოთავსებულია ორი პალმა, უკანა ფონზე – მზე, ხოლო ცენტრალურ ნაწილში კი ჩვენ ვხედავთ ფარს, რომელზეც გამოსახულია ცხოველის თავი პროფილში. აღსანიშნავია ისიც, რომ ცხოველს ამშვენებს მისი ერთ-ერთი ატრიბუტი. ამ ატრიბუტის გავრცელებული სახელი კი, თავის მხრივ, ფიგურირებს ქვეყნის სახელწოდებაში. დამისახელეთ ამ ქვეყნის თანამედროვე სახელწოდება.
პასუხი: კოტ დ’ივუარი კომენტარი: ივოირე – ფრანგულად „სპილოს ძვალია“. გერბზე გამოსახულია სპილო თავისი შუანით. შუანის გავრცელებული სახელწოდებაა – “სპილოს ძვალი” წყარო: en.wikipedia.org/wiki/Coat_of_arms_of_Cote_d'Ivoir პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/698პასუხი -
შეკითხვა #697 © ირაკლი ნაზღაიძე
როგორც ცნობილია, ინკვიზიცია მიზნის მისაღწევად წამების უამრავ იარაღს იყენება. ძირითადად ინკვიზიტორები მიზანს, ადამიანისათვის აუტანელი ფიზიკური ტკივილის მინიჭებით აღწევდნენ. მაგრამ როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ინკვიზიციას, არსენალში ბევრად “ჰუმანური” და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბევრად უფრო ეფექტური იარაღიც ჰქონდა. თუ ისტორიულ ჩანაწერებს დავუჯერებთ, ამ იარაღის ზემოქმედების სამი დღის შემდეგ, ადამიანი კარგავდა რეალობის აღქმის უნარს, ხოლო ხუთი დღის შემდეგ – თანახმა იყო ყველაფერი ეღიარებინა. თქვენ კი უნდა დაასახელოთ იმ ადამიანის სახელი, რომელიც ერთ–ერთი წყაროს თანახმად, ასეთ ტანჯვას თითქმის სამი წელი უძლებდა.
პასუხი: შეჰერეზადა კომენტარი: ადამიანი ვერ უძლებდა უძილობას და რამოდენიმე დღეში მზად იყო საკუთარ თავზე აეღო ნებისმიერი დანაშაული. როგორც ცნობილია შეჰერეზადას არ ეძინა 1001 დღე–ღამე. წყარო: დოკუმენტური ფილმი “The Secret Inquisition” პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/697პასუხი -
შეკითხვა #696 © ირაკლი ნაზღაიძე
იგი დაიბაა 1989 წლის 23 ინვლისს, ხოლო მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 1999 წელს ფილმით “დევიდ კოპერფილდი”, სადაც მან პატარა კოპერფილდის როლი განასახიერა. 2007 წლის თებერვალში, ინგლისელი დრამატურგის პიტერ შეფერის პიესის მიხედვით დადგმული სპეკტაკლის ერთ–ერთ ეპიზოდში მას შიშვლად მოუწია როლის განსახიერება. რა თქმა უნდა ამ დადგმის ფოტოსურათები მალევე გავრცელდა პრესაში, რასაც მოჰყვა დიდი უკმაყოფილება უფროსი თაობის მხრიდან. არ გეკითხებით ამ მსახიობის ვინაობას, უბრალოდ დაასახელეთ სახელი და გვარი, რომელიც ფიგურირებდა გაზეთ “სანდეი თაიმსში” დაბეჭდილი სტატიის სათაურში, რომელიც მიეძღვნა ზემოთხსენებულ მოვლენებს.
პასუხი: ჰარი პოტერი კომენტარი: მსახიობია – დენიელ რედკლიფი. გაზეთში დაბეჭდილ სტატიას ერქვა – “შიშველი ჰარი პოტერი” (The nude Harry Potter). წყარო: en.wikipedia.org/wiki/Daniel_Radcliffe პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/696პასუხი -
შეკითხვა #695 © ირაკლი ნაზღაიძე
ამ სიტყვის ძიებისას კირილესა და მეთოდეს ენციკლოპედიამ მოიძია უამრავი სტატია, რომელშიც ეს სიტყვა ფიგურირებს. სტატიები ეძღვნებოდა ისეთ ცნობილ პიროვნებებს, როგორებიც არიან: კეიტ ჯარეტი, ლუი არმსტრონგი, ელა ფიცჯერალდი, იან გარბარეკი, მაილზ დევისი და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ სტატიათა დიდი ნაწილი დაკავშირებულია გამოჩენილ ადამიანებთან, მათ შორის მაინც აღმოჩნდა ორი სტატია, რომელიც აშშ–ს ტოპონიმიკას უკავშირდება. მიხვდით, რომელ სიტყვაზეა საუბარი და დაასახელეთ ეს ორი ტოპონიმი ერთი წუთის შემდეგ, თუ ცნობილია, რომ ერთი არის ქალაქი, მეორე კი – შტატია.
პასუხი: ახალი ორლეანი, იუტა კომენტარი: საძიებელი სიტყვაა – ჯაზი. ყველა ჩამოთვლილი მუსიკოსი – ჯაზმენია. ახალი ორლეანის სტატიაში ნახსენებია, რომ ქალაქი არის ჯაზის სამშობლო. იაუტაში – არის საკალათბურთო კლუბი. წყარო: Энциклопедия Кирилла и Мефодия 2005 პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/695პასუხი -
შეკითხვა #694 © ირაკლი ნაზღაიძე
ბერძნულში ის შევიდა ფინიკიურიდან, რომელშიც მისი სახელწოდება ჟღერდა, როგორც – “ლამედი”. კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის ის ასოცირდება საკულტო თამაშთან. იგი წარმოადგენს NATO–ს ჯარების საიდენტიფიკაციო ნიშანს. აგრეთვე ცნობილია, რომ იტალიური კომპანია “ლანჩა” ერთ დროს აწარმოებდა ამ სახელწოდების მქონე ავტომობილის მოდელს. თქვენ კი ძვირფასო მოაზროვნეებო, უნდა დაასახელოთ ძველი სახელმწიფო, რომლის მეომართა ფარებზეც ის გამოისახებოდა.
პასუხი: სპარტა კომენტარი: საუბარია ბერძნულ ასოზე – λ (ლამბდა). ლამბდას გამოასხავენ ნატოს ჯარების სატრანსპორტო საშუალებებზე, იდენფტიფიკაციის მიზნით. კომპიუტერული თამაშია – Half-Life. ავტომობილია – Lancia Lambda. სპარტანელთა ფარებზე ლამბდა გამოისახებოდა “ლაკედემონის” (სპარტის ბერძნული სახელწოდება) აღსანიშნავად. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Lambda პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/694პასუხი -
შეკითხვა #693 © ირაკლი ნაზღაიძე
ანდრეი სტავროვსკის წიგნში “პირველი ნაბიჯები პროგრამირებაში”, ავტორი წიგნის შესავალშივე ცდილობს მკითხველს აუხსნას პროგრამირების ანა–ბანა და იწყებს საუბარს პროგრამირების საბაზისო ცნებებზე. ამთავრებს რა ავტორი, ამ საბაზისო ცნებების გარჩევას, თვალსაჩინო მაგალითისათვის მოჰყავს ძალზედ ცნობილი “ფრთიანი გამონათქვამი”. არ გეკითხებით, რომელ ფრთიან გამონათვამზეა საუბარი, უბრალოდ დაასახელეთ ადამიანი, რომლის სახელიც ფიგურირებს მასში.
პასუხი: მუჰამედი კომენტარი: საბაზისო ცნებები პროგრამირების ნებისმიერ ენაში არის ოპერატორები “If” (თუ) და “Else” (მაშინ). მაგალითისათვის ავტორს მოჰყავს ცნობილი ფრთიანი ფრაზა: “თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მაშინ მუჰამედი მიდის მთასთან” წყარო: А. Ставровский «Первые шаги в программировании» პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/693პასუხი -
შეკითხვა #692 © ირაკლი ნაზღაიძე
“მე არ შევქმნი ნივთიერებას, რომელიც გამოიწვევს სიკვდილს. მე არ შევქმნი ფორმულას, რომელსაც შეეწირება ხალხი. მე არ შევქმნი მექანიზმს, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს ფატალურ შედეგამდე”. ეს არის გამოჩენილი ამერიკელი მწერლის სიტყვები, რომლითაც მან მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გამოსვლის დროს. თქვენ კი უნდა დაასახელოთ ავტორი იმისა, რაც შეიქმნა მრავალი საუკუნის წინ და რისი საკუთარი ინტერპრეტაციაც, ამ სიტყვებით მოახდინა ზემოთხსენებულმა მწერალმა.
პასუხი: ჰიპოკრატე კომენტარი: ინსტიტუტში წაკითხული ლექციის დამსწრე საზოგადეობა ძირითადა მომავალი ფიზიკოსებისაგან და ქიმიკოსებისაგან შესდგებოდა. კურტ ვონეგუტის აზრით ასე უნდა ჟღერდეს “ჰიპოკრატეს ფიცი” ფიზიკოსებისათვის და ქიმიკოსებისათვის, რათა მათ შეიგნონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ეკისრებათ კაცობრიობის წინაშე. წყარო: К. Воннегут «Жизнь хуже смерти» პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/692პასუხი