თბილისის 42-ე ჩემპიონატი
IV ტური
IV ლიგა
1 მაისი, 2011
-
ამ სასმელის სამშობლო პორრტუგალიის ჩრდილოეთით მდებარე დორუს ხეობაა. იგი მსოფლიო ბაზარზე ქალაქ პორტუდან გავრცელდა და ეს ფაქტი მის სახელზეც აისახა. ინგლისში კი განსაკუთრებული პოპულარობა ამ სასმელმა მას შემდეგ მოიპოვა, რაც საფრანგეთ-ინგლისის მორიგი ომის გამო საფრანგეთმა ინგლისში ფრანგული ღვინის შეტანა აკრძალა. დაასახელეთ რომელ სასმელზეა საუბარი.
პასუხი: პორტვეინი (სიტყვასიტყვით: პორტის ღვინო) ბმული: http://moazrovne.net/q/1295პასუხი -
რამდენიმე წლის წინ გენეტიკოსებმა თაგვების უცნაური მუტაცია აღმოაჩინეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ დაბადებისას ზოგიერთი თაგვი შავი ფერისაა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად თეთრდება. მეცნიერებმა ასეთ თაგვებს ხუმრობით ერთი ადამიანის სახელით მოიხსენიებენ. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: მაიკლ ჯექსონი ბმული: http://moazrovne.net/q/1296პასუხი -
ცოტა ხნის წინ, თბილისში გამოიცემოდა გაზეთი, რომელიც მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთს ეძღვნებოდა.
შეკითხვა: დაასახელეთ არაქართული გვარი, რომელიც წარმოადგენდა ამ გაზეთის სახელწოდებასპასუხი: ფეოლა კომენტარი: ქართული მხატვრული ფილმიდან გამომდინარე. ვინსენტე ფეოლა კი იტალიელ-ბრაზილიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი იყო. ბმული: http://moazrovne.net/q/1297პასუხი -
ფილმში “ბობი” ერთ-ერთი პერსონაჟი მზარეული ეუბნება მექსიკელ კოლეგას, რომ ყველა ემიგრანტი ქვეყნის გარეთ უნდა გაასახლონ. ამის პასუხად ეს უკანასკნელი ამბობს: ჩვენ მასთან არ მივსულვართ, ის თავად მოვიდა ჩვენთან. დაასახელეთ, რას გულისხმობდა იგი.
პასუხი: საზღვარი ბმული: http://moazrovne.net/q/1298პასუხი -
დაასახელეთ ფილმი, რომლის ტიტრებში არის რიცხვები: 1955, 1985, 2015.
პასუხი: უკან მომავალში კომენტარი: ამ წლების მიხედვით არის დაყოფილი მსახიობები, რომლებიც შესაბამის წლებში მიმდინარე მოქმედებაში თამაშობენ ბმული: http://moazrovne.net/q/1299პასუხი -
ფილმ “ტელეპორტში” როდესაც მთავარი პერსონაჟი ათვალიერებს კოლიზეუმს, მას ხვდება მეორე პერსონაჟი და ეუბნება, რომ მდევრები უკვე წამოეწივნენ და დასძენს, რომ X-ის დრო არ არის. დაასახელეთ X ორი სიტყვით, თუ იგი წარმოადგენს სხვა ფილმის სახელწოდებას.
პასუხი: რომაული არდადეგები ბმული: http://moazrovne.net/q/1300პასუხი -
1978 წელს საბჭოთა თანამგზავრი ატომური რეაქტორით გადავიდა ორბიტდან კანადის თავზე. სანამ ის მიწაზე დავარდებოდა, უცხოურმა პრესამ თანამგზავრი მონათლა როგორც X, რადგან არავინ იცოდა თუ სად დავარდებოდა და ვის შეიწირავდა იგი. ყურადღება შეკითხვა: დაასახლეთ X 2 სიტყვით, თუ ბორის აკუნინის ერთ–ერთ რომანში სტუდენტები დუელს აწარმოებენ სწორედ X–ის მეშვეობით.
პასუხი: რუსული რულეტკა კომენტარი: არავინ იცოდა ზუსტად ვინ გახდებოდა რუსული თანამგზავრის მსხვერპლი, არადა მსხვერპლი გარდაუალი იყო... ბმული: http://moazrovne.net/q/1301პასუხი -
მეოცე საუკუნის ცნობილი მწერალი ფრანსუა მორიაკი წერდა: „იმდენად დიდია ჩემი სიყვარული მისადმი, რომ ფრიად მოხარული ვარ მისი ორად გახდომის (გაორების) გამო. ყურადღებით, შეკითხვა: დაასახელეთ იგი.
პასუხი: გერმანია კომენტარი: სავარაუდოდ მორიაკი ხუმრობდა. „იმდენად მიყვარს გერმანია, რომ მოხარული ვარ, რომ ის ორი გახდა“ ბმული: http://moazrovne.net/q/1302პასუხი -
ევრიპიდეს ტრაგედიაში ვხვდებით ასეთ სიტყვებს: „ჩემი სიკვდილის შემდეგ დაე მიწა ცეცხლა დაწვას“, რაზეც ის ამგვარად პასუხობს: „არა, ჩემ სიკვდილამდე“. შეკითხვა: დაასახელეთ ის
პასუხი -
- Two martinis please.
- Dry?
- ___, ___!
აქ წერილობითი ფორმითაა გადმოცემული დიალოგი, რომელიც გაიმართა მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთში მყოფ ორ გერმანელ ჯაშუშსა და ბარმენს შორის. ერთი წუთის შემდეგ, დაასახელეთ წაშლილი 2 სიტყვა (გინდათ გერმანულად, გინდათ ქართულად) რომლის წარმოთქმითაც გერმანელებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს საკუთარ თავებს.პასუხი: არა, ორი! (Nein, Zwei!) ბმული: http://moazrovne.net/q/1304პასუხი -
ერთ-ერთი ხუმრობის თანახმად ,,X”-ით, შეწუხებული მრევლი მღვდელს წმინდა გიორგის ხატის დაბლა ჩამოწევას სთხოვს. თუმცა მათთვის მიუღებელი ,,იქსი“ ქრის ნაონისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით, თუკი გეტყვით, რომ იგი წარმოადგენს ქრის ნაონის მიერ 2001 წელს გადაღებული ფილმის სახელწოდებას.
პასუხი: დრაკონის კოცნა კომენტარი: ქართული ანეკდოტის თანახმად წმინდა გიორგის ხატზე გამოსახული დრაკონის კოცნით შეწუხებული მრევლი მღვდელს მის დაბლა ჩამოწევას სთხოვს. 2001 წელს გამოვიდა ქრის ნაონის ცნობილი ფილმი ,,დრაკონის კოცნა“. ბმული: http://moazrovne.net/q/1305პასუხი -
ბილინგვი ეწოდება ადამიანს, რომელიც ორ ენას ფლობს. რას უწოდებდნენ მეგობრები დუგლას ჰოფშტადტერს, რომელმაც ინგლისური, გერმანული, ფრანგული და ცოტა რუსულიც იცოდა?
პასუხი: პილინგვი კომენტარი: მან სამზე ოდნავ მეტი, ანუ π ენა იცოდა. ბმული: http://moazrovne.net/q/1306პასუხი -
ფილმში ,,მოგზაურობა ამერიკაში“ მამის მიერ საცოლის წარუმატებელი შერჩევის შემდეგ აფრიკული სახელმწიფოს ტახტის მემკვიდრე თავად მოისურვებს მეორე ნახევრის პოვნას და ამისათვის მიემგზავრება ნიუ-იორკში. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ, თუ ნიუ-იორკის რომელ რაიონში გადაწყვეტს პრინცი ცხოვრებას.
პასუხი: Queens (ქუინსი; კუინზი) ბმული: http://moazrovne.net/q/1307პასუხი -
ამერიკული სამხედრო ძალების ყოფილი გენერალი უილიამ ეკერტი, ისე გახდა ბეისბოლის ლიგის კომისარი და მოღვაწეობდა ამ თანადებობაზე, რომ ის ერთხელაც არ შეუმჩნევიათ სტადიონზე. ამის გამო სპორტულმა პრესამ მას მისცა მეტსახელი. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ეს მეტსახელი 2 სიტყვით.
პასუხი: უცნობი ჯარისკაცი კომენტარი: ვილიამ ეკერტი ყოფილი ჯარისკაცი იყო და ის ხალხისთვის უცნობი იყო რადგან მას ვერავინ ხედავდა სტადიონზე. ბმული: http://moazrovne.net/q/1308პასუხი -
ციტატა: „მწვანე ჩაი განეკუთვნება კამელია სინენსისის, რომელთა დამუშავებაც ხდება განსაკუთრებული მეთოდით. შავი ჩაისგან განსხვავებით გამოირჩევა ნედლი ფოთლების და ბალახის გემოთი. მწვანე ჩაი აგრეთვე შიცავს ნაკლებ კოფეინს და მაღალი ანტიოქსიდანტების რაოდენობას“. ყურადღება შეკითხვა – ტექსტში გამოტოვებულია ერთ–ერთი კლასიკური ნაწარმოების სათაურის ნაწილი. აღადგინეთ ეს სათაური.
პასუხი: წითელი და შავი კომენტარი: [წითელი და შავი ჩაისგან განსხვავებით] ტექსტში ხდება მწვანე ჩაის შედარება სხვა ფერის ჩაისთან. ბმული: http://moazrovne.net/q/1309პასუხი
- პაკეტის კომენტარები: